მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
მეასთან ერთად ლომანიაში: ვინ არის ვაი-ვაი და ვინ მართავს მეამბების თვითმფრინავს

ბევრი ძებნის და ლოდინის შემდეგ მე და თიკო მაინც შევხვდის ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, დავასკვენი, რომ მეა საშინლად არაპუნქტუალურია, თუმცა თვითონ ამტკიცებს, - რეალურ და ვირტუალურ სამყაროებში მოძრაობა არც ისე იოლია და თუ ოდესმე სადმე ვიგვიანებ, ეს მხოლოდ თიკოს ბრალიაო...

- შენ კიდევ რეალურ სამყაროში ხარ? - ხშირად ეკითხებიან ხოლმე თიკო ბერძენიშვილს - გადაცემა "მეალომანიის" ავტორს და წამყვანს... ინტერვიუს დროს ხან მეას ვესაუბრებოდი, ხან - თიკოს, თუმცა მეას ხმა საერთოდ ვერ ვიცანი...

- მეა, რატომ გაქვს ასეთი ჩახლეჩილი ხმა?

- თიკო ამ რამდენიმე დღის წინ გრიბოედოვის თეატრში კონცერტს გაუძღვა და... ამის გამო ხმა დავკარგე.

- თიკო, ვინ შექმნა მეა?

- მეა "აუდიენციის" თანამშრომლებმა - გოგა დადუნაშვილმა და ანდრო ჩხაიძემ მოიგონეს.

- ვინმეს პროტოტიპია?

- არ ვიცი... შეიძლება... ყველას ჰგონია, რომ მეა მე უნდა მგავდეს, ბევრი მაიგივებს მასთან. სულ ნაწილ-ნაწილ, პატარ-პატარა ნაკვთებით ავაწყვეთ და დავასახლეთ ვირტუალურ ქალაქ ლომანიაში.

- თიკო ან მეა თუ მღერის?

- არა, არც ერთს არ უცდია ეს.

- სიამოვნებთ მომღერლებს "მეალომანიაში" მონაწილეობა?

- ძალიან ცოტა თუ იქნება უკმაყოფილო, რადგან "მეალომანია" ყველაზე მოსიყვარულე გადაცემაა. კრიტიკა და ლანძღვა-გინება ჩვენთვის მიუღებელია.

- თვითონ მომღერლები თუ იწვევენ მეას?

- არა. სტუმარს მხოლოდ მეა ირჩევს იმ მოვლენის მიხედვით, რაც ქალაქში ხდება.

- მეას ისე აცვია, როგორც თიკოს?

- არა... მეას ჩაცმულობასთან დაკავშირებით ყოველთვის პრობლემები გვაქვს, რადგან ძალიან მომთხოვნი და პრეტენზიულია. ბევრი რამე არ უხდება, ბევრს - ჩვენ ვერ ვარგებთ. ვირტუალურ ლომანიაში ძალიან თავისუფლად აცვია, რეალობაში რომ გადმომყავს, ძალაუნებურად ისე უნდა ჩაიცვას, როგორც ეს ჩვენშია მიღებული.

- საიდან მოაქვს მეას მეამბები?

- რეალური ცხოვრებიდან. მას ჰყავს მეამბების თვითმფრინავი, რომელსაც ახალ-ახალი ინფორმაცია მოაქვს.

- თიკოს თუ უყვარს ჭორაობა?

- ძალიან. ხშირად ბევრ ჭორს ეთერით არ ვათქმევინებ ხოლმე მეას - კორექტულობის გამო. კეთილ და ხალისიან ჭორებზე მეც ვგიჟდები და მეაც...

- საჩუქრებს სად ინახავს მეა?

- სტუდიაში... უკვე ძალიან ბევრი ნივთი დაგვიგროვდა და მომავალში გვინდა სატელევიზიო აუქციონი მოვაწყოთ. თითოეული მათგანი ჩვენთვის, ორივესათვის ძალიან ძვირფასი და სასიამოვნოა.

- თუ ეპრანჭებიან მეას?

- როგორ არა. ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ნიკა მემანიშვილმა თქვა კიდეც, - პირველივე დანახვაზე მომეწონა მეა და შევშინდი, ვირტუალურ სიყვარულს არ შევწირვოდიო. ტელეფონითაც ბევრი უხსნის სიყვარულს, რაც თიკოს ძალიან ახარებს.

- ხომ არ აპირებთ მეას დაწყვილებას?

- არავითარ შემთხვევაში! მამუკა ბერიკამ თქვა, - მეა ჰოროსკოპით ქალწულია და ყოველთვის ასეთად დარჩებაო, თუმცა სექტემბრიდან მის გვერდით გაჩნდება ვირტუალური მამაკაცი - ბატონი ვაი-ვაი, რომელიც მეას მეგობარი იქნება მხოლოდ.

- ვაი-ვაი რატომ, ხომ არ დაჩაგრავს მეას?

- არა. ის კრიტიკულად განწყობილი იქნება მიმდინარე მოვლენებისადმი. მეას კი არა, უფრო სტუმრებს დაჩაგრავს - ოღონდ, რა თქმა უნდა, კორექტულად.

- მეას აქვს ლოზუნგი - "მეალომანებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!" სხვა ქვეყნებში თუ არსებობენ მსგავსი ვირტუალური წამყვანები?

- ამბობენ, არსებობენო, მაგრამ მეეჭება, რომელიმე მეას ჰგავდეს.

- თიკო და მეა თუ რჩებიან ერთმანეთთან მარტო?

- ხშირად. თითქმის ყოველ საღამოს მომყავს ხოლმე ჩემთან ან მე მივდივარ მასთან კომპიუტერის საშუალებით.

- მეას პრესაშიც ჰყავს მეგობრები...

- ცხელ-ცხელ ამბებს აწვდის ჟურნალი "ბომონდი". გარდა ამისა, "ბომონდი" ეხმარება თავისი ანკეტებით. მისი საშუალებით მეას უამრავი წერილი მოსდის, რის გამოც, მადლიერია მისი.

- რას უსურვებ მეას?

- მუდმივად იყოს ეთერში ასეთი ლამაზი და მხიარული.

- მეა თიკოს?

- ყოველთვის მის გვერდით იყოს, მხარში ედგას და არასოდეს მიატოვოს...

ავტორი: ეკა მახარაშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი