მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-24
ჯერ არნახული ზემძლავრი იარაღი, რომელიც დედამიწას კატასტროფას უქადის...

ეს ინციდენტი 1984 წელს მოხდა, მაგრამ საიდუმლოს დიდხანს გულმოდგინედ ინახავდნენ მოსკოვი და ვაშინგტონი.

არადა იმ წელიწადს, დედამიწის ორბიტაზე მოძრაობისას, სწორედ საბჭოთა კავშირის თავზე შეიძლებოდა აფეთქებულიყო ამერიკელების მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი "ჩელენჯერი" (მკითხველს ეხსომება, რომ "ჩელენჯერი" ორი წლის შემდეგ მაინც ვერ ასცდა კატასტროფას). ახლა ძნელი სათქმელია, ამერიკელებმა შემთხვევით აირჩიეს თუ დაზვერვის მიზნით ფრენის ისეთი მარშრუტი, რომელიც შუა აზიაზე, კერძოდ კი, ბალხაშის ტბის თავზე, 365 კმ-ის სიმაღლეზე გადიოდა.

"ჩელენჯერის" ეკიპაჟმა მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო, კოსმოსური ხომალდის ელექტროაპარატურა კი მწყობრიდან გამოვიდა. ასტრონავტები გონზე მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ. ამასობაში, "ჩელენჯერი" ათასიოდე კმ-ით დაშორებოდა ბალხაშის ტბას.

ამერიკელი სპეციალისტები საგონებელში ჩააგდო მათი ასტრონავტების მოულოდნელად გონის დაკარგვამ, ისევე როგორც მანამდე საიმედო საბორტე ელექტრონიკის გათიშვამ. მათ მოგვიანებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტების მეშვეობით, გასაოცარი რამ დაადგინეს - თურმე საბჭოთა სპეციალისტებმა "ჩელენჯერზე" ზემძლავრი ლაზერული იარაღი გამოსცადეს!

სწორედ შუა აზიაში, ბალხაშის ტბის ახლოს, სარი-შაგანის პოლიგონზე, მოწყობილი იყო საბრძოლო ლაზერული ქვემეხი, რომლიდანაც "ჩელენჯერის" მიმართულებით გაუშვეს ნაკლები სიმძლავრის ლაზერული სხივი, თორემ ქვემეხი სრული ძალით რომ აემუშავებინათ, ამერიკელთა კოსმოსური ხომალდი დედამიწის ორბიტაზევე აფეთქდებოდა და ვერც ვერავინ გაიგებდა, რა მოუვიდა მას.

თეთრი სახლი კრემლს დაემუქრა, სამაგიეროს გადაგიხდიო. საბოლოოდ, "ცივი ომის" ორივე მოწინააღმდეგე შეთანხმდა, რომ მძლავრ ლაზერულ იარაღს ერთმანეთს არ დაუპირისპირებდა.

ძნელი სათქმელია, რატომ გამოსცადეს რუსებმა ლაზერული დანადგარი "ტერა-3" მაინცდამაინც ამერიკულ "ჩელენჯერზე", მაგრამ საგულისხმოა, რომ სარი-შაგანის პოლიგონზე ლაზერული საბრძოლო იარაღის შექმნას იმ დროს ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრის უსტინოვის ვაჟი (სხვათა შორის, ამ იარაღის გამოცდაში გარკვეულწილად მონაწილეობდა საქართველოს აბასთუმნის ობსერვატორიაც, რომელიც ტელესკოპით აკვირდებოდა და აფიქსირებდა ამერიკული ხელოვნური თანამგზავრების ფრენის ტრაექტორიებს).

ზემოხსენებული ინციდენტი ისტორიას ჩაბარდა, თუმცა ახალ ფიზიკურ პრინციპებზე აგებული საბრძოლო იარაღის ნიმუშების შექმნა დღესაც გრძელდება არა მარტო უმდიდრეს ამერიკაში, არამედ გაჭირვებულ რუსეთშიც.

მაგრამ ამჯერად მთავარი აქცენტი კეთდება არა ლაზერულ იარაღზე (მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არც ისე დიდია - დახარჯული უზარმაზარი ენერგიის მხოლოდ მცირე ნაწილი გარდაიქმნება მაღალი ენერგიის სინათლის სხივად), არამედ მიკროტალღოვან გამოსხივებაზე. ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, უკვე შექმნილია მიკროტალღოვანი გამოსხივების გენერატორი, რომელსაც შეუძლია დისტანციურად იმოქმედოს ადამიანთა ჯგუფზე.

გენერატორის მიერ გამოსხივებული მიკროტალღოვანი მიმართული კონა მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. აღწევს კანქვეშ და მოხვედრის ადგილას სხეულის ტემპერატურას 450-ზე მაღლაც კი სწევს. ეს კი იწვევს აუტანელ ტკივილს, შოკს და ადამიანი გონებას კარგავს.

ახალი, "მესამე მსოფლიო ომის" იარაღის შემქმნელებს ერთადერთ დაბრკოლებად ექცათ ისეთი მაღალეფექტური ენერგიის წყაროების გამოძებნა, რომელსაც ბირთვული და ლაზერული იარაღის მსგავსი სიმძლავრე ექნება, მაგრამ ამასთანავე, გამოირჩევა ეკოლოგიური სისუფთავით და მართვის საშუალებით.

უკვე მიაკვლიეს ენერგიის წყაროს, რომელიც პროტონის ხელოვნური დაშლით მიიღება. ამ ფიზიკური პროცესის დროს გამოიყოფა ასჯერ მეტი ენერგია, ვიდრე თვით თერმობირთვული აფეთქებისას. მთავარია, ზუსტად განისაზღვროს ის პარამეტრები, რომლის დროსაც წარიმართება პროტონის დაშლის რეაქცია. როგორც უცხოელი სპეციალისტები თვლიან, ნებისმიერი ნივთიერების 200 მილიგრამში არსებული ენერგია 20 კილოტონა ტროტილის აფეთქების სიმძლავრის ტოლია (სწორედ ამ ძალისა იყო ამერიკელების მიერ ჰიროსიმაში აფეთქებული ატომური ბომბი), ოღონდ ეს ნივთიერება ჯერ პლაზმურ მდგომარეობაში უნდა იყოს გადაყვანილი.

ამ რთული ტერმინების შემდეგ ვეცდებით, მარტივად განვმარტოთ, თუ კიდევ რა საშინელი იარაღის შექმნას ცდილობენ მეცნიერები - წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ბომბი, რომელსაც მოწინააღმდეგის ბომბდამშენი ქალაქის თავზე ჩამოაგდებს. მისი აფეთქება არ დააზიანებს არც ერთ შენობა-ნაგებობას, დაიღუპებიან მხოლოდ ცოცხალი არსებები. დაახლოებით ასეთივე უნარი გააჩნია ნეიტრონულ ბომბსაც, მაგრამ იგი ადამიანებს მომატებული რადიაციული გამოსხივებით სპობს. ახალი იარაღი კი მხოლოდ მაღალენერგიული, მიკროტალღოვანი გამოსხივებით დახოცავს ხალხს და, ნეიტრონული ბომბისაგან განსხვავებით, შემდგომი ეკოლოგიური ეფექტიც მისაღები იქნება.

ღმერთმა არ ქნას და, თუკი ზესაიდუმლო ლაბორატორიებში გულუხვად დაფინანსებულმა მეცნიერებმა მაინც შეძლეს პროტონის ენერგიის განთავისუფლება, გამოყოფილი ენერგიის გარდაქმნა მიკროტალღოვან გამოსხივებად და მისი მართვა, მაშინ სრულიად ზედმეტი გახდება ტანკები და საზღვაო ხომალდები, რომ არაფერი ვთქვათ, ავტომატიან ჯარისკაცებზე...

უცხო, თანამედროვე, განსხვავებულ ფიზიკურ პრინციპებზე დამყარებული იარაღის გამოყენებამ მესამე მსოფლიო ომში ისე კარდინალურად შეიძლება შეცვალოს კაცობრიობის ბედი, რომ მეოთხე მსოფლიო ომი ნამდვილად ხელკეტებით გაჩაღდება პირველყოფილ ადამიანებს შორის.

ავტორი: ირაკლი ალადაშვილი


კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი