მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-24
საფერი - მოსაფერებელი: უფრო ქართველი ვარ, ვიდრე კორეელი...

"პირველი სტერეოს" ეთერში გადაცემა "ცენტრის" გამოჩენა მაყურებელზე ნამდვილად ვერ მოახდენდა შთაბეჭდილებას, რომ არა მისი ეგზოტიკური წამყვანი საფერი პანი. საფერი საუცხოოდ, უაქცენტოდ ლაპარაკობს ქართულად და ალბათ ესეცაა მიზეზი, რომ უამრავი ჭორი დადის მასზე. ბევრს იგი იაპონელი ჰგონია. ბავშვობაში ქართველი ძიძა ჰყოლია, ქართულიც მისგან უსწავლია და გამზრდელის ანდერძისამებრ, საქართველოში მისი ფერფლის მოსაბნევად ჩამოსულა. ჩვენი ქვეყანა კი ისე მოსწონებია, რომ აქ სამუდამოდ დარჩენა გადაუწყვეტიაო. ერთი სიტყვით, ვინ იცის, კიდევ რას აღარ ჰყვებიან მეჭორენი. ჩვენ ჭორების მოსმენას თვით ჭორების ობიექტის გაცნობა და მოსმენა ვარჩიეთ და ორიოდე დღის წინ საფერის, პეროვსკაიას ქუჩაზე, მის ბარში შევხვდი, სადაც თურმე ჩემი რესპონდენტი თავისი გადაცემის სტუმრებს პირდაპირ ეთერში გასვლამდე ეცნობა. ბარში საფერის მეგობრების მშვენიერი ნახატები და სხვადასხვა ნივთია გამოფენილი.

- საფერი, შენი წარმოშობის შესახებ მიამბე რამე...

- დავიბადე კორეაში, სადაც უკვე იშვიათად ჩავდივარ. მამის გარდაცვალების შემდეგ, დედა ცოლად გაჰყვა ქართველს. მას შემდეგ მე ორი დით გავმდიდრდი. ერთი სულ არ ჰგავს კორეელს. ასე რომ, ჩემი მეორე მამა ქართველია. იცით, ხშირად მგონია, რომ უფრო ქართველი ვარ, ვიდრე კორეელი - ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა.

- რამდენი ხანია, რაც საქართველოში ცხოვრობ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ საქართველოში წამოვედი. სკოლა კი უკრაინაში დავამთავრე. დედა და მამა ხშირად მოგზაურობდნენ ქვეყნიდან ქვეყანაში და ამიტომაც უამრავი სკოლა მაქვს გამოცვლილი. ახლა სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ხელოვნებას ვეუფლები და ყველაფერს ქართულ ენაზე ვსწავლობ.

- ალბათ ხშირად გეკითხებიან, საიდან იცი ქართული ენა ასე კარგადო?

- დიახ მეკითხებიან... ყველაზე მეტად ქართული ენის ცოდნის გამო პოპულარული მაინც ბაზარში ვარ... ყველა მეფერება, განსაკუთრებით, თაფლის და თევზის გამყიდველები. ბაზარში სიარული ძალიან მიყვარს. სიამოვნებით ვარჩევ ლამაზ-ლამაზ ვაშლებს... ქართული ენა კი ჩემმა მეგობრებმა მასწავლეს, სულ ქართულად მელაპარაკებიან.

- ტელევიზიაში როგორ მოხვდი?

- ლადო ბურდულმა შემომთავაზა წამყვანობა. ვერ გეტყვით, სიხარულით დავთანხმდი-მეთქი, მაგრამ მაინც მოვკიდე ამ საქმეს ხელი - მაინტერესებს, რა გამომივა. პირდაპირ ეთერში გადაცემის წაყვანა, როგორიც არ უნდა იყოს იგი, რთულია. ვფრთხილობ, ჩემს სტუმარს ისეთი რამ არ ვკითხო, რაც მის სულში ხელის ფათურად ჩამეთვლება. ასეთი რამ არც მე მესიამოვნება, ამიტომაც ვცდილობ, სხვების მიმართაც კორექტული ვიყო.

ლადომ ალბათ ჩემი გარეგნობის გამო უფრო შემარჩია, - მაყურებელზე შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდა. რაკი ლადოზე ჩამოვარდა სიტყვა, უნდა გითხრათ, რომ ძალიან მომწონს ლადოს და ბაკურის მამა - გუჯა ბურდული. ერთხელ ბაზრიდან დატვირთული ჩანთებით მეტროში ჩავედი. წინ ვიღაც მამაკაცი მიმიძღოდა. მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიგრძენი, ეს ჩვეულებრივი ადამიანი არ უნდა ყოფილიყო. მძიმე ჩანთები სულ დამავიწყდა. მონუსხული გავყევი უკან. ეტყობა, მანაც რაღაც იგრძნო, უეცრად შემობრუნდა და საოცარი ლურჯი თვალები დავინახე. ის სახე, ის თვალები არასოდეს დამავიწყდება... მას შემდეგ ვნატრობ გუჯა ბურდულის და საერთოდ სხვა საინტერესო ადამიანების გაცნობას. ძალიან მომწონდა ირაკლი ფარჯიანი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ისევე, როგორც ჯანსუღ კახიძე, რომლის ხელები, საოცარი ხელები, აღტაცებას მგვრიდა. გული მწყდება, როცა ასეთები ამ ქვეყნიდან მიდიან...

მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, საქართველოში მოვინათლე. ეკლესიაში ხშირად დავდივარ და ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- კიდევ რა მოგწონს საქართველოში?

- ქალაქგარეთ გასვლა, მოგზაურობა. მიყვარს სოფლელებთან საუბარი. ძალიან უბრალოები, ალალები და ბუნებრივები არიან. არ თამაშობენ, არც ცდილობენ თავი მოგაწონონ. ერთხელ აბასთუმანში წავედი. ერთი კვირის მანძილზე მონაზვნებთან ვცხოვრობდი, მეტრაპეზედ დამნიშნეს, კერძებს მაკეთებინებდნენ. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. სიკვდილ-სიცოცხლის სიახლოვე და მარადიულობა აბასთუმანში ძალიან მძაფრად იგრძნობა. იქ ხვდები, რა არის ამქვეყნად ღირებული და რაზე ღირს ჩვენი ადამიანური ძალების დახარჯვა.

- საქართველოდან წასვლაზე თუ ფიქრობ?

- ერთი ან ორი კვირით სამოგზაუროდ ყველგან წავალ, მაგრამ საქართველოდან წასვლა არ მიფიქრია და ვერც ვიფიქრებ. დამიჯერეთ, მე უფრო ქართველი ვარ, ვიდრე კორეელი.

- კორეაში ნათესავები თუ გყავს?

- როგორც გითხარი, დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ. იქ აღარავინ მყავს ისეთი, ვისთანაც ჩავალ და ცოტა ხნით მაინც დავრჩები. კორეაში საქართველოსგან განსხვავებით, ნათესაობის კულტი არ არსებობს. არადა, ეს ქართული ტრადიცია ძალიან მომწონს. რა სჯობია იმას, როცა მიხვალ ბებიასთან ან სხვა ნათესავთან სტუმრად, ისიც ტკბილად მიგიღებს, გულში ჩაგიკრავს და გაგათბობს...

- "საფერი" რას ნიშნავს თქვენს ენაზე?

- კორეულად საფერი იმ ვარსკვლავის სახელია, რომელსაც აქ ვენერას ეძახიან. ისე აქ ერთმა მითხრა, საფერი, მოსაფერებელს ან საფერავს ნიშნავს ალბათო. ეს აზრი ძალიან მომეწონა.

მეც მომწონს ასეთი განმარტება, თანაც მართლაც უხდება 21 წლის მოსაფერებელ გოგონას ამ ჟღერადობის სახელი.

ავტორი: ეკა ლომიძე


კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი