მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-09-23
საჰაერო ტრაგედია ქართულ ცაში მეორე წელია, ერთსა და იმავე დროს ხდება: ყველაზე ინტენსიურად მფრენმა სასაზღვრო ძალების ავიაციამ შვეულმფრენი დაკარგა

ალბათ რაღაც მისტიკური კანონზომიერებაა იმაში, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის ერთსა და იმავე დროს ხდება საჰაერო ტრაგედიები, დაღუპულ პილოტთა გვარებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

ჯერ იყო და, 2001 წლის 21 სექტემბერს სასწავლო ფრენის შესრულებისას ჩამოვარდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების L-29 ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც კაპიტანი დავით ცხოვრებაძე მართავდა.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2002 წლის 16 სექტემბერს კი კუმისის ტბაში ჩავარდა სასაზღვრო ძალების საავიაციო რაზმის VB-2 ტიპის შვეულმფრენი, რომელიც ასევე სასწავლო ფრენას ასრულებდა. სამწუხაროდ, დაიღუპა ორივე პილოტი - კაპიტნები: ნუგზარ ცხოვრებოვი და ზურაბ ბუქვაიძე.

წინა ნომერში ვწერდით რუსეთში გახშირებულ შვეულმფრენების კატასტროფებზე და თითქოს გული გვიგრძნობდა, რომ შეიძლება ამგვარი უბედურება ჩვენც დაგვტეხოდა თავს, რადგან ეს მეტ-ნაკლებად მოსალოდნელი გახლდათ, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქართულ ავიაციას ძირითადად ის ძველი შვეულმფრენები ჰყავს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა პოსტსაბჭოურ რესპუბლიკებს.

მესაზღვრეების ჩამოვარდნილი VB-2 ტიპის შვეულმფრენი, საბორტე ნომრით - 16, ჯერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციას ეკუთვნოდა, ხოლო შემდეგ ფირმა "აისმა" გადასცა მესაზღვრეებს, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს VB-2 კაპიტალურად გაარემონტეს 2001 წლის ნოემბერ-დეკემბერში. უკრაინაში ფიუზელაჟი და სხვადასხვა აგრეგატი შეაკეთეს, ხოლო ძრავები - ქუთაისში. ამიტომაც იმის მტკიცება, რომ შვეულმფრენი მოუვლელი და მიუხედავი იყო, ძნელი სათქმელია.

ჩვენი დოსიე: VB-2 ტიპის მსუბუქი სატრანსპორტო შვეულმფრენი მილის საკონსტრუქტორო ბიუროში შეიქმნა და პირველი გაფრენა ზუსტად 41 წლის წინ, 1961 წლის სექტემბერში განახორციელა. მისი სერიული წარმოება 1965-1992 წლებში პოლონეთში მიმდინარეობდა და გამოშვებულ იქნა 5250 ამგვარი შვეულმფრენი. მისი მაქსიმალური ასაფრენი წონა 3,7 ტ-ს უტოლდება და გადაჰყავს 6-8 მედესანტე 200-210 კმ/სთ სიჩქარით. ფრენის დინამიკური "ჭერი" 4 კმ-ს აღწევს. მას ორი აირტურბინიანი ძრავა UNL-350 უყენია, თითოეულის სიმძლავრე 400 ცხ.ძ.-მდეა.

საფრენი აპარატის დაღუპვა ან ტექნიკური მიზეზებითაა გამოწვეული, ანდა "ადამიანის ფაქტორით". მეთევზეებმა, რომლებიც კუმისის ტბაზე იმყოფებოდნენ, დაინახეს, რომ შვეულმფრენი 40-50 მეტრიდან მოულოდნელად ქვასავით ჩავარდა წყალში. პილოტები, ეტყობა, მაშინვე დაიღუპნენ, თუმცა მათი ტბიდან ამოყვანა მყვინთავებმა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს.

შეეძლოთ თუ არა პილოტებს თავის გადარჩენა? მათ პარაშუტები არ ჰქონდათ (სხვათა შორის, ყველა ქართველი პილოტი, რომელიც შვეულმფრენებს მართავს, უპარაშუტოდ დაფრინავს. ჯერ ერთი, რომ არც ერთი ნორმალური მფრინავი თვითონ არ გადმოხტება და უპარაშუტო მგზავრებს ღვთის ანაბარა არ დატოვებს და მეორე - მათ პარაშუტები უბრალოდ არა აქვთ!), მაგრამ გინდაც ჰქონოდათ, მცირე, 50 მ-ის სიმაღლიდან გადმოსახტომად ვერ გამოიყენებდნენ (მინიმალური სიმაღლე პარაშუტის გასაშლელად არანაკლებ 80 მ-ია).

არის კიდევ ერთი გარემოება, რამაც თითქმის გამორიცხა ქართველი პილოტების გადარჩენა - წყალში ჩავარდნა. შეიძლება ბევრს ეგონოს, რომ დარტყმის ძალას მიწასთან შედარებით წყალი უფრო შეარბილებს, თუმცა რეალურად საქმე პირიქითაა - თუკი მიწაზე შვეულმფრენი ბორბლებით დაეცა, ამორტიზაცია ნაწილობრივ მაინც ამცირებს დაცემის სიჩქარეს.

არსებობს ვერსია, რომ შვეულმფრენი ცხვირით ჩავარდა ტბაში, რაც უფრო იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ მან დაკარგა მართვის უნარი. ეს კი შეიძლება ან მართვის სისტემის მწყობრიდან გამოსვლას, ან პილოტების შეცდომას გამოეწვია.

მაგრამ თუკი 31 წლის ზურაბ ბუქვაიძე სტაჟიორი იყო, 48 წლის ნუგზარ ცხოვრებოვს მარტო ამ ტიპის შვეულმფრენზე 18 წლის ფრენის სტაჟი (2800 სთ) და მფრინავ-ინსტრუქტორის რანგი ჰქონდა. სხვათა შორის, კაპიტან ცხოვრებოვის ცხოვრებაში ერთხელ უკვე იდგა საბედისწერო მომენტი: მის VB-2-ს დაბალ სიმაღლეზე ძრავა გაეთიშა, მაგრამ მან მაინც მოახერხა შვეულმფრენის ავარიული დასმა, რაც ხელის რამდენიმე თითის დაკარგვად დაუჯდა.

სამხედრო პროკურატურას საქმე აღძრული აქვს მუხლით: "საფრენი მართვის აპარატის ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი". ამჟამად შვეულმფრენის ნაწილები გადატანილია ალექსეევკაში, მესაზღვრეთა საავიაციო რაზმის ტერიტორიაზე, სადაც საგანგებო კომისია მუშაობს კატასტროფის მიზეზების დადგენაზე.

იმედი იმისა, რომ ე.წ. "შავი ყუთი" ყველაფერს გაარკვევს, როგორც ეს მასმედიის ზოგიერთმა საშუალებამ გაავრცელა, მცირეა, რადგან VB-2 ტიპის შვეულმფრენს უყენია ადამ და ევას დროინდელი ბაროგრაფი, რომლის თვითჩამწერი ქაღალდის ლენტზე ფრენის მხოლოდ ორ პარამეტრს - სიმაღლესა და დროს აჩვენებს. ეს ლენტა ამოიღეს წყლიდან და გააშრეს, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, მან რაიმე ხელჩასაჭიდი მოგვცეს. ერთადერთი ეგაა, რომ დადგინდა ჩამოვარდნის წინ ფრენის მაქსიმალური სიმაღლე - 50 მ.

ამ კატასტროფის შემდეგ ქართველ მესაზღვრეებს ოთხი შვეულმფრენიღა დარჩათ, მათ შორის ერთი VB-2 ტიპისა. ეტყობა, სანამ საჰაერო კატასტროფის საბოლოო მიზეზს არ დაადგენენ, მასზე ფრენები დროებით უნდა შეწყდეს, რადგან ორივე ერთად გაარემონტეს უკრაინასა და ქუთაისში.

დაკრძალვის დღეს კოლეგებმა დაღუპულ პილოტებს უკანასკნელი პატივი მფრინავთა ტრადიცი ისამებრ მიაგეს: თბილისში, თემქის დასახლებისა და სოფ. ქვემო ალვანის თავზე (დაღუპულთა საცხოვრებელი ადგილები) შვეულმფრენებით გადაიფრინეს.

P.S. საჰაერო ტრაგედიების საბედისწერო "ესტაფეტა" კვლავ რუსეთმა მიიღო - 20 სექტემბერს კალუგის ოლქში, საცხოვრებელ სახლს დაეცა Vბ-24 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენი. ეკიპაჟის სამივე წევრი დაიღუპა.

P.P.S. კუმისის ტბაზე მომხდარი კატასტროფიდან ორიოდ დღის შემდეგ სასაზღვრო ძალების კიდევ ერთი, ამჯერად Vბ-8VN ტიპის შვეულმფრენი კინაღამ ჩამოვარდა - მას თავზე უცნობმა რეაქტიულმა საბრძოლო თვითმფრინავმა გადაუფრინა. სავარაუდოა, იგი რუსული ყოფილიყო.

მესაზღვრეების შვეულმფრენი კოდორის ხეობის გაყოლებით დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა მარუხის უღელტეხილისკენ.

ამ ინციდენტის შემდეგ ეკიპაჟმა შვეულმფრენი სასწრაფოდ დასვა მიწაზე საჰაერო შეტევის განმეორების თავიდან ასაცილებლად.

ავტორი: ირაკლი ალადაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი