მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-11-01
"ბენდელა - ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე"

საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა ბრწყინვალე სპორტსმენი, რომელიც უეჭველად ქართული ფეხბურთის ლიდერი და მშვენება გახდებოდა -

ზაზა ბენდელიანი, რომელიც ფეხბურთის სამყაროში ბენდელას სახელითაა ცნობილი. ის, აფხაზეთში დაღუპული გმირი ჭაბუკი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

ბენდელას, დიდებული ფეხბურთელისა და გმირი მამულიშვილის შთამბეჭდავ პორტრეტს ჰქმნის უკვე რედაქტირებული და გამოსაცემად ჩაბარებული წიგნი "ბენდელა - ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე", რომელშიც შესული წერილების, ნარკვევების, მოგონებების, ეტიუდების ავტორები არიან სპორტის დამსახურებული ოსტატი გაიოზ ჯეჯელავა, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ჯანო ბაგრატიონი, აწ განსვენებული დიდი ფეხბურთელი დავით ყიფიანი, გამოჩენილი ფეხბურთელები ალექსანდრე ჩივაძე, გივი ნოდია, ოთარ გაბელია, გიორგი სიჭინავა, ბორის სიჭინავა, დიდი მომღერალი, თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ სოტკილავა, ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში გელა კეტაშვილი, მწერლები ჭაბუა ამირეჯიბი, ჯუმბერ თითმერია, გურამ ოდიშარია, სახელგანთქმული მთამსვლელი გია თორთლაძე, რომელიც ბენდელასთან ერთად იბრძოდა აფხაზეთში, გამოჩენილი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, რომელმაც შეჰქმნა დიდებული ორატორია, "ბენდელა", თავდაცვის მინისტრი გენერალი დავით თევზაძე, გენერლები გია ყარყარაშვილი, კობა კობალაძე, თამაზ მენაბდე და სხვა.

კრებულ "ვარსკვლავეთს მოწყდა ვარსკვლავის" ავტორ-შემდგენელია პროზაიკოსი და დრამატურგი მიხო მოსულიშვილი. იგი ორატორია "ბენდელას" ტექსტის ავტორიცაა.

გთავაზობთ "ბენდელას" ბოლოთქმას.

გმადლობთ ამ წიგნისათვის

რასაკვირველია, უწინარეს ყოვლისა, მადლობას მოვახსენებ ბენდელაზე - ზაზა ბენდელიანზე შექმნილი ამ წიგნის ავტორს, ჩინებულ მწერალსა და მამულიშვილს მიხო მოსულიშვილს, რომელმაც პატივი დამდო და ეს წიგნი ხელნაწერში წამაკითხა.

ძალიან ძლიერი წიგნია. მის ჟანრს ერთი სიტყვით ვერ განსაზღვრავ. ეს რეკვიემიცაა და ჰიმნიც, ელეგიაც და საგალობელიც, რთული, ტრაგიკული, გმირული ცხოვრების შთამბეჭდავი დოკუმენტური მატიანეც, მხატვრული პუბლიცისტიკაც.

ამ წიგნს ბევრი ავტორი ჰყავს - ესენი არიან სპორტის, ხელოვნების, მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეები, ბენდელას მასწავლებლები, მისი ხვედრით გულდათუთქული, მაგრამ იმით მოამაყე მეგობრები, რომ მას მხარში ედგნენ მწვანე მინდორზე თუ ბრძოლის ველზე, და რომლებიც მას დღესაც ლამის რელიგიური სულიერებით ერთგულებენ. გრძნობ და ხედავ, - ბენდელას დაღუპვიდან გასული ათი წლის მანძილზეც და ამ წიგნშიც ხედავ, - რომ ეს ასეც გაგრძელდება.

მთელ წიგნს - თავიდან ბოლომდე - გასდევს ბენდელას მამის - ჯუმბერ ბენდელიანის ჟრუანტელისმომგვრელი მოგონებები, ფიქრები, საკუთარ თავთან, თავის მეუღლესთან, შვილებთან, ჩვენთან - ყველასთან და, რაც მთავარია, უფალთან, დიახ, უფალთან დიალოგები.

აუღელვებლად ვერ წაიკითხავთ ბენდელას სისხლით ნათესავების მოგონებებს. დიდი ინტერესით ეცნობით ისტორიულ მასალებსა და ღრმად ემოციურ, სიამაყის გრძნობით აღბეჭდილ, ხშირად შესაშური იუმორით გაშუქებულ ეპიზოდებს.

ერთი სიტყვით, ხედავთ - საიდან, ვისგან მოდის "ბენდელა, ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე" (წიგნს ასეც ჰქვია და ის უკვე მთელი სისავსით გამოხატავს წიგნის არსს).

ამ წიგნს ბევრი ავტორი ჰყავს-მეთქი და ასეცაა. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაციების, მოგონებების, დოკუმენტების, ესკიზების, ჩანახატების, დიალოგების, ინტერვიუების კრებული; მთლიანობაში, არსებითად, ეს არის ერთი ავტორის, ნამდვილი მწერლის დიდად მნიშვნელოვანი ნაწარმოები. მთელი ეს წიგნი მონოლითური, მონუმენტური ქმნილებაა. მწერალმა შესძლო "რეჟისორულ-ოპერატორული" ხელოვნებით წარმოეჩინა ჩვენი საოცრად ღირსეული ახალგაზრდა თანამემამულის მგზნებარე, მამაცი, უკომპრომისო, რაინდული სულის პროცესი.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ წიგნს თანდაბარი ინტერესით წაიკითხავს ყველა თაობის მკითხველი, მარტო ქართველ მკითხველს კი არა, აფხაზ მკითხველსაც ვგულისხმობ, - დღევანდელს თუ არა, ხვალინდელ აფხაზებს. ისინიც დარწმუნდებიან, რომ არც ბენდელა იბრძოდა აფხაზი ხალხის წინააღმდეგ და არც ამ წიგნის ავტორია აფხაზი ხალხის პირისაგან მიწისა აღგვის სულისკვეთებით გამსჭვალული. ისიც გვჯერა, რომ თავად აფხაზებიც მალე გაიზიარებენ იმას, რომ ბარბაროსი, სიცოცხლისა და ადამის მოდგმის მტერი ვაი-აფხაზები უნდა დაისაჯონ სათანადოდ.

მიხო მოსულიშვილმა შეჰქმნა ძალიან კომპაქტური, ემოციური წიგნი, რომელიც ჩვენ, უფროსებმა, აუცილებლად უნდა წავიკითხოთ და, რაც მთავარია, დღევანდელმა და მომავლის გოგო-ბიჭებმა უსათუოდ უნდა წაიკითხონ.

მოგეხსენებათ, სამშობლოს სიყვარულის გრძნობა თანდაყოლილი, ადამიანის ძვალსა და რბილში ჩაბუდებული გრძნობაა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულის შესწავლაც საჭირო და აუცილებელია. და მიხო მოსულიშვილის ეს წიგნი უეჭველად იმ წიგნთაგანია, რომელიც სამშობლოს სიყვარულს გვასწავლის.

მიხო მოსულიშვილი საგულისხმო, საინტერესო მწერალია. ამას მისი უკვე გამოქვეყნებული ნაწარმოებები ნათელყოფენ და, იმედი მაქვს, მომავალში უფრო წონად სიტყვას იტყვის. დღეს კი შემიძლია ვთქვა, რომ "ბენდელა" ნამდვილად ის წიგნია, რომლისთვისაც მას მარტო ეროვნული გმირის - ზაზა ბენდელიანის ნათელი სული კი არა (ცოტაა?), ჩვენც, ყველანი მოვახსენებთ მადლობას.

რას განვიცდიდი ამ წიგნის კითხვისას, ძნელი წარმოსადგენი არაა, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბენდელას მამა - ჯუმბერ ბენდელიანი ჩემი უახლოესი მეგობარია ბალღობიდან აქამომდე, ხოლო დედამისს, უდროოდ გარდაცვლილ ნათელა ჭურღულია-ბენდელიანისას ძალზე ხშირად ვიხსენებ გულთბილად, სიყვარულით.

გმადლობთ წიგნისათვის!

ჯუმბერ თითმერია

31 იანვარი, 2002 წელი.



კალენდარი
დეკემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი