მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
დავით ტიგინაშვილი: პოეტებო! გაგიმარჯოთ ვინც რითმებში ბუღრაობთ...

შემოდგომა საქართველოში

ჩაიწურა შემოდგომა

მზე ჩაღვრილა მტევნებში

ამოდუღდა საქართველო

პაპაჩემის ქვევრებში

გალობს მთელი საქართველო

მივდევ გრძნობის მდინარეს

ღმერთო, ხვავი და ბარაქა

გულში დავაბინავეთ

მარნის კარზედ შემომსხდარან

მტრედები და გვრიტები

ხურჯინივით მაბერტყინეთ

გულის მარგალიტები

დაილოცოს მადლიანი

ქართლის მთა და ველები

გლეხი კაცის მარჯვენა და

დაკოჟრილი ხელები...

ლექსო, უნდა დაგაჭექო

დარდი გადამეყარა

ღმერთო ჩაამაჭრიანე

აღრეული ქვეყანა.

ვაზო, მომეც ძალა შენი

გიმღერო და გაგრითმო

გულში, ღვიძლში, თირკმელებს და

ულვაშებში გაგფილტრო

ჩამოასხით რქაწითელი

მამა-პაპის ბუხართან

ღმერთმა ყველა გაანათლოს

ვისაც ღვინო უყვარდა.

გაშლილია პურ-მარილი

გული ძღება, წამიერ.

ციდან ოქრო ჩამოღვრილა

ისმის მრავალჟამიერ.

ჩემი ყრმობის ბილიკებო!

შენზე ქმნიან ბალადებს

სამოთხეც რომ დამიმტკიცონ

ვერა - ვერ გიღალატებთ

თქვენ კი საით გაფრენილხართ

ძმებო, ამდენ ხეტიალს

დაუბრუნდით თქვენს ნასახლარს

აქ დოვლათი მეტია...

უპატრონოდ დარჩენილი

ბღავის მთა და ველები

სოფელს თქვენი ხმა სჭირდება

თქვენი გამრჯე ხელები

ზის მოხუცი დედაბერი

თქვენ გზას გასცქერს მწუხარი

გევედრებით არ ჩააქროთ

მამა-პაპის ბუხარი.

არწივისებრ თავზე გვესხმის

ქორი, ძერა ფრთამალი.

საბუდარში, კვერცხში მაინც

წივის სოფლის მამალი.

ნიგოზს ავლებს ჩემი ნინო

ფიქრმა სად არ მატარა

ჩვენს ბებიებს მიაგებოთ

ჩურჩხელები, თათარა.

დაჰკარ, ბიჭო სოფლის კაკლებს

ვისზე რით ხარ ნაკლები

შვილიშვილი მოცუნცულებს

წიკლა - წიკლა კაკლებით

შემოდგომას კალთით მოაქვს

რა მაჭარი, რა ხილი

თან წიწილებს ეფერება

ძიო-ძიოს ძახილით.

სოფლის ნახირს მიუყვება

მწყემსი ბიჭი, პატარა

ღმერთო, ნეტა ეს ქვეყანა

მაგის მადლით ატარა.

ღრეობაა ანგელოზო

ოქროდ დაღვრილ ქუჩებში

თაფლა გოგოვ, გენაცვალე

მაგ გადამსკდარ ტუჩებში.

ვერ ველევი, კაი ღვინოს

და ხანდახან გიჟობას

დედაკაცო, შუაღამით

გაგახსენებ ბიჭობას!

ჩამოასხი დალოცვილო

რა სისხლი გაქვს, ვისი ხარ

ძმაო ეხლა თუ არ დალევ

კარაბინის ღირსი ხარ

ხაშმის ნაღდი საფერავი

პური, ყველი, მწვანილი,

ხარის ბეჭი და ხაშლამა

მოხრეშილი მარილით

დილის სარზე საფერავი

გულს არავის უმლაშებს

მეწისქვილევ შეგიღებავ

მაგ დაფქვილულ ულვაშებს.

არა, დღესაც უნდა დავთვრე

მადლი, ვინც რა გაიღო

ამ ქვეყნიდან იეთიმ-გურჯმა

ან სხვამ, ვინ რა წაიღო...

გულო, გულო არ შეგაფრთხოს

ღვინის სმამ და გართობამ

სააქაოს რაღა დაგვრჩა

ერთი-ორი დათრობა.

იღრიალე, როგორც ლომი

ამ აღმართს, რა აივლის

ჩაგვიქროლებს სიჭაბუკე

ყველაფერი ჩაივლის.

მოდი, ჩემო სიყვარულო

მოდი, რას მემალები

მომეფერე, შემიმშრალე

ცრემლიანი თვალები.

უშენობით, ანგელოზო

ცოცხლად დამარხული ვარ

ხომ იცი, რომ შვლის ნუკრივით

სულ პატარა გული მაქვს...

ჩაუქროლოთ ივერიას

მზეო სულთა-მნათობო

სიყვარულის ფანტელებმა

რომ ძველ თბილისს ათოვოს...

შემოდგომის სურნელს გაფრქვევთ

ვაზთან ვკვდებით, ვმუხლაობთ

პოეტებო! გაგიმარჯოთ

ვინც რითმებში ბუღრაობთ...

წუხელ, მუზა, როგორც ხარი

ტკბილ სიზმრებში ძალობდა

ნიშნიანიძის საფლავზე

გონაშვილი გალობდა...

ღმერთმა სულით გაგანათლოთ

ღვინით გირწყავთ საფლავებს

მეც ხომ წუხელ რქაწითელის

ცრემლით დამასაფლავეს...

შვილო, ლექსი გააღმერთე

დედა-ენა ქართული

სვეტიცხოვლის ჩუქურთმაა

გულში ამოხლართული

დრო დადგება, აგაბღავლებს

ზარებს ჩამოგირეკავს.

დაფეთებულ ირემივით

კარებს შემოგილეწავს...

ვაჟავ, ლექსის საწნახელო

საბადაგოდ, ნადუღო

ნეტავ, პაპაი ქვევრი ვიყო

გულში გადაგადუღო.

საარაგვოს ხურჯინიდან

ჩემი სულის წუხილო

შენი ლექსი ცას ასკდება

მიტომ ჭექა-ქუხილობს.

დამალეწეთ დოლ-გარმონი

ბარემ მთლად გამაცეტეთ

მთიულური, ხევსურული

და ხანჯლური მაცეკვეთ.

ბიჭო! ცერზე იტრიალე.

შემიხორცდა იარა

პაპის ხმალი დაიკარი

მტერმა გადაგვიარა...

ვახ, დროებავ, რას გიზგიზებ

გვეყო წვა და ალობა...

დედის მანდილს გაუფრთხილდით

ჩვენი დების ქალობას.

გადასერა ჩემმა ლურჯამ

ბასიანი იორღით

კანდელაკის სისხლი ყივის

იქ სანდროს, აქ გიორგის...

აიჭერი არწივისებრ

დაგელოცოს მზე-ყანა

არავის არ დაანებო

ეს ღვთიური ქვეყანა...

მტრებო, რა გზას დაადექით

რა კლდე-ღრეებს ედებით

თქვენ წააქცევთ - საქართველოს?

ისემც თქვენი დედები!..



კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი