მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
ქვებუდანი

უპირველესად - ეს ნიშნავს წარღვნას!

დანარჩენი კი...

რადგან ადამიანმა უფლის გზებით სიარულს თავი მიანება, ამიტომ, ღმერთმა, უამრავი გასაჭირი მოგვივლინა კიდეც და ისეთი სურათი დაიხატა - თითქოსდა ეს კაცობრიობა ეშმაკის გზით მიემართება, ეშმაკი ამხედრებულა ადამიანებზე, ეშმაკი აშენებს, ეშმაკია ჩვენი ალამი და მხოლოდ იქი-აქა უმცირენი, - კეთილნი და პატიოსანნი უშლიან ხელს ეშმაკისეული ცივილიზაციის განვითარებას! ესე იგი: შავად დალაგებულ, ბნელში მავალ, მაგრამ საოცრად მოწესრიგებულ ცხოვრებას ხელს უშლის ანუ ებრძვის სიკეთე და პატიოსნება, რანიც, თავის მხრივ ბოროტებისათვის ბოროტებაა!

რადგან ეს ასეა, მაშასადამე - კიდეც ამოყირავებულა ჩვენი ცხოვრება! ამიტომაცაა, რომ ადამიანები, ოდითგანვე, სიყვარულის, მეგობრობის მაგიერ ერთმანეთს ჭამდნენ, ჰხოცავდნენ, ძარცვავდნენ და, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, - აუპატიურებდნენ ომში დამარცხებულ ხალხს ანუ საქალეთს ანუ ქალებს! ამისი თვალსაჩინო მაგალითია - მონღოლთა ურდოს გაქრობა ჩაშრეტა რუსეთში! უფრო სწორად რუსეთის წიაღში! რუსეთის სადედაკაცოში! თუმცა, ეს პროცესი ბობოქრობდა ყოველგან და, რაოდენ სამწუხაროდაც გსურთ ჩამითვალეთ, ჩვენშიც! აჰა, რომი! აჰა, ბიზანტია! აჰა, სპარსეთი! აჰა, არაბეთი! აჰა თურქეთი! აჰა, სკვითი! აჰა, ხათესი! აჰა, ყივჩაღი! აჰა, ასურეთი! აჰა, ურარტუ! აჰა და ამდე და ისევ აჰა! რა გახლდათ ის მწარე შედეგი? ძალმომრეობის ნიადაგზე შთენილში (რევაზ მიშველაძეთა მაგვარნი) აუცილებლად ღვივის გენეტიკური მახსოვრობის ყვავილი, რომელშიც შვილისადმი სიყვარული, მაგრამ მოძალადე მამისადმი საშინელი ზიზღია ჩაბუდებული დედისა! შემდგომ - აქ, ამ ამბავში გამორიცხულია (მთლად გამორიცხულია) სიყვარული! ესე იგი, ჩნდებოდნენ მილიონები უსიყვარულოდ... მრავლდებოდა ზიზღის შვილები ანუ სიბოროტის მთესველნი! მომავალში ეშმაკის გზით მოსიარულენი! იყო თუ არ იყო ასე? ვცდები თუ არ ვცდები? ამ კითხვებს და ზემო კითხვებსაც, გთხოვთ, თქვენ თვითონვე უპასუხეთ! მე ერთადერთს გეტყვით: რევაზ მიშველაძის მსგავს ქართველთა მიერ ვერასგზით ვერ შეიქმნებოდა ვერც ვეფხისტყაოსანი და ვერც მრავლჟამიერი! მოიგონეთ კაენი! თუმც, რევაზ მიშველაძეს ვიღაცამ ფორმალურად აჩუქა შოთა რუსთაველის პრემია, მაგრამ ეს არის ნონსენსი! ეს არის შეცდომა! ეს არის არაფერი! მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეში კაენს (რევაზ მიშველაძეს ტყავკაბა კი არ მოსავს, არამედ ჰალსტუხი უკეთია და აგერ, ჩვენს კისერზე ანუ პარლამენტში ზის!

აი, ბატონებო, რა იცის უსიყვარულოდ ამ ქვეყანაზე მოვლენამ!

რა იცის?

რა და იცის რეზო მიშველაძეობა!

ვგონებ გადაგღალეთ, ამიტომ, მხოლოდ ამიტომ ერთ ამბავსაც მოგითხრობთ, რომელიც ტამბოვის ოლქში მოხდა!

სამოცდაათიან წლებში, ტამბოვში ვცხოვრობდი. მყავდა ერთი მეგობარი, ვიქტორი, რომელსაც თურმე მამა ჰყავდა მეტყევე! ერთ თოვლიან საღამოს, რუსმა ვიქტორმა შემდეგი ნამდვილი ამბავი გაიხსენა: მამამისი პეტრუშა შუა იანვარში თხილამურებით, თოფით, უღრან ტყეში გასულა - ცხენ-ირმის მოსაკლავად (ხორცი შემოჰკლებიათ) და თან უერთგულესი ძაღლი, ლაიკას ჯიშისა, სახელად "დიკა", წაუყვანია. ბევრი უხეტიალია პეტრუშას თუ ცოტა, დაღლილ-დაქანცული, ნანადირევის გარეშე, გასავათებული, შეღამებისას დაბრუნებულა! პატარა ვიქტორს საყვარელი ძაღლი "დიკა" რომ არ დაუნახავს, დაინტერესებულა - "დიკა" რა იქნაო? და, მამა-პეტრუშას ასეთი საშინელი თავგადასავალი უამბნია: შუა დღისას ორი მგელი დამეცა ტყეში, "დიკა" შეებრძოლა, შეაკვდა და გადამარჩინაო. ვიქტორს, დედამისს და პატარა სვეტლანას (ვიქტორის დაიკოს) ცხარე ცრემლით გამოუტირიათ მამაცი "დიკა". პეტრუშას არაყი დაულევია და ძილს მისცემია მთელი ოჯახი. შუაღამისას, კარზე, თურმე დააფხაჭუნა რაღაცამ. პეტრუშა ამდგარა ბუზღუნით, ვინ მაწუხებს ამ უდროო დროსო, კარი გაუღია და კიდეც ეცა ყელში გააფთრებული ნადირი. ყრონტ-გამოცლილი, ყელგამოღადრული პეტრუშა უკვე სულს ღაფავდა, როცა ოჯახის წევრები წამომხტარან! ვიქტორის დედა აწივლებულა. მოშორებით მაცხოვრებელი მეზობლებიც შეკრებილან და... ჰოი, საოცრებავ! მგლებისაგან ძლიერად დაგლეჯილი "დიკა" თავის "ბუდკაში" კვნესით ესალმებოდა წუთისოფელს... ვიქტორას ბიძას იმ წამსვე შეუგინებია ძმის - პეტრუშას სანადირო თოფი და უკითხავს: ჩემმა ძმამ, ტყიდან მოსულმა, თოფი გაწმინდა? არაო, - უპასუხნიათ! გადაუფურთხებია ივანე ბიძიას და ატირებულა... როგორ ფიქრობთ, რა მომხდარა? მგლებმა გამოაჭამეს ყელი პეტრუშას თუ საკუთარმა ძაღლმა "დიკამ"?... ძველ მონადირეებს და მათ შორის ივანე ბიძიასაც ასე დაულაგებიათ უბედურების მომტანი დღე: როცა პეტრუშას მგლები დასცემია, "დიკა" შეუტოვებია, სანამ ამას შესჭამენ, მე სამშვიდობოს ვიქნებიო და ასეც მოქცეულა, - ერთგული ძაღლი მიუტოვებია, თოფი არც გაუსროლია, არ მიხმარებია, ლაჩრულად გამოპარულა ბრძოლის ველიდან. "დიკას" თავი დაუხსნია დიდის ვაი-ვაგლახით, დაკბენილ-დაგლეჯილს სული მოუტანია სახლამდე, კარზე დაუფხაჭუნებია, უკანასკნელი ძალით ყელში სცემია მოღალატე პატრონს, იმ ქვეყნად გაუსტუმრებია და თვითონაც მიჰყოლია უკან!

აი, ბატონებო, გასრულდა რუსეთში მომხდარი ეს ამბავი, რომელიც საკუთარი მამის არაკაცობის შესახებ მიამბო ჩემმა მეგობარმა ვიქტორმა... ხედავთ, მკითხველნო, რევაზ მიშველაძეებით როგორ უხვადაა მოთესილი ქვეყანა? განა რევაზ მიშველაძეს ეროვნება გააჩნია? და, ეროვნება რომ არ გააჩნია, ამას კითხვაც არ სჭირდება!

მცირეოდენი ხნის წინ, - გენეტიკური მახსოვრობის შესახებ ვისაუბრე. ჩანასახიდან გამოყოლილი ეროვნულობის ნიშანი (ანუ ეროვნულობა ამა თუ იმ ჩანასახისა) ისე მუშაობ, როგორც ინსტინქტი. ინდივიდს არც ახსოვს საკუთარი წარმომავლობა (რომ იგი ამა თუ იმ ქვეყანაში მტრულად მოსული, ამაოხრებელის, გამაუპატიურებელის ჯილაგთესლია) და ავტომატურად იმ მიწა-წყლის დაუძინებელი მტერია. მის ყოველ ქმედებაში გახლავთ: ორგულობა, ღალატი, სიძულვილი, შური და ა.შ. ჩვენს შემთხვევაში, რევაზ მიშველაძე ამგვარი არსებაა. იგი მხოლოდ დაიარება (ზედ დაიარება) ქართულ მიწაზე. იგი მხოლოდ სათავისოდ, თავისი ჯილაგისათვის მომგებიანად იყენებს ქართველთა საცხოვრისს. სხვა დანარჩენი მისი ქმედება არის ჩვენთვის, ქართველთათვის დამღუპველი... ფორმით, მონდომებით, თითქოსდა ქართველი რევაზ მიშველაძეს კი გზა ჩვენი დაუძინებელი მტრების სისხლში, ძარღვში და თესლში აქვს გამოვლილი. რაო, ზვიად გამსახურდიაში, როგორ ფიქრობთ, რა არ მოსწონდა? იქნებ ზვიადის სიმაღლე, დიდრონი თვალები, ჭკუა-გონება შურდა? კი, რა თქმა უნდა, რეზო მიშველაძის - ამ სიმახინჯის ფიცრულსა და ნაგვის ხუხულას, ზვიადისა ყოველივე სძულდა, შურდა, მაგრამ... მთავარი, ბატონებო, რევაზ მიშველაძის გენეტიკური არაქართველობაა! სწორედ ეს აიძულებდა მიშველაძეს ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას მარად ფხიზელი მტერი! მიშველაძეს დუშმანურმა გუმანმა უკარნახა, რომ იმ პერიოდში, ზვიად გამსახურდია ქართველთა გამაერთიანებელ ძალას წარმოადგენდა და კიდეც მოხდა რეზო მიშველაძეში მტრული გენის ერთგვარი მობილიზაცია! ვინც მცირეოდენს მოითმენს, მოგეხსენებათ, სიტყვა-სიტყვით გიჩვენებთ თვით რევაზ მიშველაძის გონებაში დამწიფებულ და თვით რევაზ მიშველაძის ხელით, კალმით ფურცელზე გადატანილ, დაბეჭდილ ომს. გამოცხადებულს იმდროინდელი ქართველობის წინააღმდეგ, რაც, ძირითადად ზვიად გამსახურდიას ლანძღვა-გინებაში გამოიხატა! აგრეთვე - გაჩვენებთ, როგორ ეზიზღება ამ ანტიქართველს და კავკასიის დაუძინებელ მტერს, მთელი კავკასია!

მაშასადამე - უსიყვარულოდ ნაშობნი არიან კაცობრიობის მტრები ანუ ეშმაკის გზებით მავალნი! და, ამისი ნათელი მაგალითია რევაზ მიშველაძე... აქა-იქ კი ჩამესმის - კაცო, მიშველაძეს იმდენს ლანძღავ, სახელი უკეთდებაო! შენი გინებით, კაცი გახადეო! საოცარია ღმერთმანი! კაცი ცნობილი შეიქნას იმითი, რომ დედის საწოლში იგორავა, რანაირი სახელის განთქმაა და რანაირი მოვლენაა? მაინც, რა ძევს ამ წუხილში, ზოგიერთი ჩემი ნაცნობი რომ აუტანია? საიდან სადაო? რატომ, ხომ არ მიილტვის მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ჰეროსტრატეს საქციელისაკენ? და, ჩვენს შიგნით, ხომ არ შემომძვრალა ჰეროსტრატე? ოღონდ ჩვენმა სახელმა დაიჭექოს და, ფეხებზე ვიკიდებთ რითი იჭექებს? ღალატით, შურით, სიძულვილით, მოყვასის ზიზღით და კაენობით? ასეთი გზით რომ ვიაროთ, ხომ კაენი ყოფილა უპირველესი კაცი და სახელგანთქმულიც!? კი, ბატონო, კაენი კი გახლავთ ცნობილი, მაგრამ რითი? რითი? რითი?

უეჭველია, მკითხველს ძალიან აინტერესებს - მძულს თუ არა პირადად (ან ცხვირადად) რევაზ მიშველაძე!.. კაცმა რომ თქვას, ეს ჯან-გონებით ინტელიგენტ-თაღლითი, უნდა გძულდეს, მაგრამ... კოღო და მიშველაძე უნდა შევადარო ერთმანეთს. მაინც ვინ და რა კოღოა? ის ხომ არა, ბატონმა თამაზ წივწივაძემ რომ ახსენა და გაგვაცნო - მიშველაძის ერთ-ერთი სულიერი მეგობარი, - სპილოს ლაჯების მიდამოებში გამომზამთრებელი? ჰაი, ჰაი და, სისხლის მწოველი, ვამპირი, მწერი ადამიანს კი არ სძულს, არამედ... ხანგამოშვებითი, სხვადასხვა გრძნობები იპყრობს: ხან ებრალება, ხან მისი გასრესის სურვილი ახრჩობს, ხანაც გაიმეტებ და მის სულს (კოღო-მიშველაძის სულს) ეხმარები სხეულის (მატერიის) ტყვეობიდან თავის დახსნაში და ღვთის საუფლოსკენ განავარდებაში!.. ასეა თუ ისევ - რევაზ მიშველაძე მხოლოდ შენობაა, ფიცრულია, ხუხულაა, რომელშიც საცოდავი, საბრალო, სიბოროტე-ეშმაკს აყოლილი, მრუდე გზით მავალი ინდივიდუალური არსება ბუდობს... მორწმუნე, მართლმადიდებელ ადამიანს კი, შენობა-ფიცრული კი არა, არამედ მისი მდგმური, ღვარძლით გამოძერწილი უხილავი კაცუნა უნდა ეზიზღებოდეს...

იძულებული ვარ (ჩემი სიკეთის გამო) კვლავ ვასწავლო გადარჩენის გზები ამ უბედურ დღეზე და უსიყვარულოდ ნაშობს, ამ გესლის მორევს - რევაზ მიშველაძეს - თუ ოპერაციას არ გაიკეთებს, თუ ფორმალურ მამრობაზე ხელს აიღებს და არ გადედაკაცდება (ფულის დახარჯვას თუ არ ისურვებს) მაშინ მეორე გზას (გადარჩენისას) ვასწავლი: ერთ მშვენიერ თუ არამშვენიერ დილას, იგი მიშველაძე უნდა გაეშუროს ბაზრისაკენ, იყიდოს ალპინისტებისათვის განკუთვნილი თოკი, ჩაჯდეს ავტომანქანაში, აბრძანდეს საკუთარ აგარაკზე, იქვე, ტყეში მონახოს ტოტებგაშლილი ხე, მაგიდაზე დატოვოს ფურცელი, ანდერძი, სადაც მისი ბოლო და უმოკლესი, ერთსიტყვიანი ნოველა აღაღადდება: "გემშვიდობებით! ბოდიში! მივდივარ!", უცბად გამონასკვოს ყულფი და მისი სულიერი ძმების (ნიურნბერგში რომ ჩამოჰკიდეს სახრჩობელებზე) მაგრად ჩამოიცვას თავზე, ფეხები უშვას საყრდენს და... ერთს პაწას გაიფართხალებს, თოკი დაჰკრავს თუ არა პირუტყუულ ქედზე, იმ წამსვე გაეთიშება წუთისოფელს. საბოლოოდ, ერთს ჩაასველებს ტანისამოსს და ... ბოლო ნეტარებასაც გამოჰკრავს ხელს!..

რა არის, რა ნეტარებაა! - რატომ არ ამთავრებ სათქმელს? - ღრიალებს და მეკითხება რევაზ მიშველაძე! კი, ვიცი, რომ ჰყვირი რეზო, შე ნარცისო, შენა! მესმის მოძახილი მიშველაძისებური: "არ ვარ მართალი"? ეეჰ! არ ხარ რეზო და არც არასოდეს ყოფილხარ მართალი! უკანასკნელმა ნეტარებამ დაგაინტერესა? ამას მე არ გეტყვი! როცა მდინარეს გახვალ, როცა იმ ქვეყნის წალკოტებში ინარნარებ. იქ თვითონვე გაიგებ ყოველივეს, მანამ კი... ჩემი ყოველგვარი პოზიციის გარეშე, კიდევ ერთხელ გავიხსენებ აღმოსავლელი ბრძენების გამონათქვამებს. მე ქრისტიანი ვარ და თვით რეზო მიშველაძე რომ არის, იმასაც კი ვერ გავიმეტებ ჩასაქოლად! აი, ძმაოსანო, ბჰაგავად-გიტაში კი არის ის რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზე, ბატონი რევაზი, შესაძლოა, განქარებულ იყოს სივრცეში. აი, ისინიც:

1. "ჯოჯოხეთია ოჯახური ტრადიციების დამრღვევთა საუკუნო სამყოფელი".

2. "ეგოისტური სურვილებით შეპყრობილ ადამიანს (რეზო მიშველაძეს - ჯ.დ.) შეიძლება საკუთარი ძმის, მამის ან დედის მოკვლა ჰქონდეს ბუნებაში". (ბჰაგავად-გიტა, გვ.53).

3. "არჯენას თავის ნათესავების დახოცვა არ უნდოდა და თუ მაინცდამაინც საჭირო იყო, სურდა თავად უფალს მოეკლა ისინი. ამ დროს არც კი იცოდა, რომ თვით კრიშნას, ბრძოლის ველზე გამოსვლამდე, ყველა მოკლული ჰყავდა (როგორც რევაზ მიშველაძეა უკვე კარგა ხნის მოკლული უზენაესის მიერ ჯ.დ.), და რომ არჯენა მხოლოდ იარაღი უნდა გამხდარიყო კრიშნას ხელში... არჯენას არ ჰქონდა გლოვა-დარდის მიზეზი, რადგან მის მიერ - დახოცილნი ძველ სახელებს გამოიცვლიდნენ და მიიღებდნენ ახლებს, რითიც ძალას განიახლებდნენ" (ბჰაგავად-გიტა, გვ. 69).

4. "უფალი არ ითმენს არავითარ წყენას, რომელსაც არამზადები (რეზო მიშველაძეები ჯ.დ.) აყენებენ ერთგულებს. უფალმა შეიძლება საკუთარი შეურაცხყოფა მიუტევოს ვინმეს, მაგრამ არ აპატიებს არავის, ვისაც მისი ერთგულისათვის ცუდი გაუკეთებია" (ბჰაგავატ-გიტა გვ.47).

5. "ვედების დანაწესის მიხედვით არსებობს ექვსი სახის ბოროტმოქმედი: ვინც სხვას წამლავს! ვინც სახლს ცეცხლს უკიდებს! ვინც სასიკვდილო იარაღით ესხმის თავს! ვინც სიმდიდრეს იპარავს! ვინც სხვის მიწას იპყრობს! ვინც სხვის ცოლს იტაცებს!..

ასეთი ბოროტმოქმედნი უმალვე უნდა მოისპონ და მათ მოკვლას არავითარი ცოდვა არ მოჰყვება" (ბჰაგავად-გიტა, გვ. 48).

6. "არავინ იცის, სად უნდა გამოვიყენოთ სიბრალული. უაზრობაა იმ კაცის ტანისამოსისადმი სიბრალული, წყალში რომ იხრჩობა. უმეცრებაში ჩავარდნილ ადამიანს (მიშველაძეს - ჯ.დ.) ვერ ვიხსნით უხეში, მისი მატერიალური სხეულის გადარჩენით" (ბჰაგავად-გიტა, გვ.55)

7. "ძალმომრეობას თავისი დანიშნულება აქვს და ცოდნის მქონე ადამიანს შეუძლია მისი სწორად გამოყენება... კაცობრიობის სამართლის წიგნში მანე-სამჰიტაში დადასტურებულია, რომ საჭიროა მკვლელის დასჯა, რათა მის მიერ ჩადენილი დიდი ცოდვის გამო, შემდგომ ცხოვრებაში არ დაისაჯოს. ამიტომ, როცა მეფე სახრჩობელაზე აგზავნის მკვლელს, ამას სიკეთე მოაქვს. ამიტომ, როცა კრიშნა ბრძოლის განკარგულებას იძლევა, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ძალმომრეობა უმაღლესი სამართლიანობისთვის არის საჭირო... ქირურგიული ოპერაციის და დანიშნულება არის არა პაციენტის სიკვდილი, არამედ განკურნება" (ბჰაგავად-გიტა, გვ.78).

8. "სადაც გონივრული არგუმენტებით ვერაფერს გახდები, ძალადობა აუცილებელია. მით უმეტეს, რომ სამართლიანი საქმისათვის ბრძოლა აუცილებლობაა!" (ბჰაგავად-გიტა, გვ.142).

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ავტორი: ჯემალ დავლიანიძე


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი