მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
ძველი მეგობარი სჯობს: ალექსანდრე ებანოიძე - ჟურნალ "დრუჟბა ნაროდოვ"-ის მთავარი რედაქტორი

როგორც ცნობილია, შეცდომებზე სწავლობენ. ვეცდები, ამ მიზნით გავაანალიზო ცოტა ხნის წინანდელი რუსულ-ქართული კონფრონტაციის საჯარო ასპექტები.

რუსეთი და საქართველო საშიშ ზღვართან ბალანსირებდნენ, ვნებების გამაღვივებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გულმოდგინედ ატარებდნენ ანტიქართულ კამპანიას. უნდა ვიყოთ რა ობიექტურნი და (მადლიერნი), ვაღიარებთ, რომ ამ მხრივ, გამონაკლისები კი ხდებოდა, მაგრამ ძალზე იშვიათად. მოთხოვნით სარგებლობდა თემა: "ქართული ხელმძღვანელობის ანტირუსული პოლიტიკა და მის მიერ წარმოქმნილი ანტირუსული განწყობილებები" - პირდაპირ ვთქვათ, უსაფუძვლო ფორმულირებების შემცველი თემა.

შარშან ზაფხულს, ქართულმა საზოგადოებრიობამ აღნიშნა შესანიშნავი იუბილე - ტოლსტოის შემოქმედებითი გზის დაწყების 150 წლისთავი (სპეციალისტებმა იციან, რომ "ბავშვობის" პირველი გვერდები ტფილისში დაიწერა). მაგრამ ჩვენთან, რუსეთში, არა მარტო საერთოდ გამორჩათ კულტურის ისტორიისათვის ეს მნიშვნელოვანი თარიღი, არამედ, საერთოდ სიტყვა არ დაუძრავთ ქართველი მეგობრების მიერ ჩატარებულ ამ ღირსეულ აქციაზე, რადგანაც ის არ ეწერებოდა "ხატში", ისევე, როგორც თბილისში ჩატარებული სანკტ-პეტერბურგის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი პიტერის თეატრების ფესტივალი. ამის მსგავსი ბევრი მაგალითია ცნობილი. იმის მაგივრად, რომ რუსეთელებისთვის მოეთხროთ იასნაია პოლიანიდან საქართველოში ჩასულ დელეგაციასთან გულთბილ შეხვედრაზე, ან რუსი მსახიობების თბილისელ მაყურებლებთან დამოკიდებულებაზე, ყოველდღე, განუწყვეტლივ ჩაგვაგონებდნენ, რომ საქართველომ შეივრდომა სახლების ამფეთქებელი, ვერტმფრენების ჩამომყრელი, ექიმების გამტაცებელი ტერორისტები და, ასევე შეიკედლა უსამა ბენ ლადენი და "ალ ქაიდას" ლამის ნახევარი. 11 სექტემბრის მილიონიანი ტირაჟით გამომავალმა რესპექტაბელურმა გაზეთმა მთელ ქვეყანას აუწყა: "მანჰეტენზე საქართველოს ნაკვალევი აღიბეჭდაო!.." აი, როგორ გაინავარდა სენსაციების დამკვეთთა და შემთხზველთა ფანტაზიამ!

მუხანათურ მონაგონებზე გაცილებით უფრო მეტის მთქმელია ის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, მთიან ჩეჩნეთში იმალებიან ბუდიონოვკის ოდიოზური "გმირი" და აფხაზეთის ეროვნული გმირი, საქართველოში ამდენი დანაშაულის ჩამდენი შამილ ბასაევი და მისი თანადამნაშავეები.

მაგრამ რუსეთის ხელისუფლება, რატომღაც არ იჭერს მათ და არ გადასცემს საქართველოს სპეცსამსახურებს, რომლებმაც ბანდიტთა დანაშაულებზე გაცილებით უფრო მძიმე დოსიე შეჰქმნეს, ვიდრე ის დანაშაულებია, რომელთა საფუძველზეც რუსეთი დაჟინებით მოითხოვს ბოევიკების გადაცემას. მაგრამ რუსეთისა და საქართველოს სამხედრო ტექნიკა ერთმანეთს არ ედრება.

ობიექტურობისთვის ვეცდები, ავხსნა რუსეთის სამხედროების "უმოქმედობა". მე, ვინც ცენტრალური კავკასიის რელიეფს ფილმებით არ ვიცნობ, მესმის, თუ რა ძნელია იმ ადამიანების წინაშე მდგარი ამოცანის გადაჭრა, რომელთა უმრავლესობას მთები ადრე არ უნახავს და წარმოდგენა არა აქვს საცალფეხო ბილიკებზე, გამოქვაბულებსა და ღრანტეებზე, რომლებსაც აბორიგენები ითხოვენ. კავკასიის მთებში ბასაევის მოძებნა ისევე ძნელია, როგორც იქ არც არასოდეს ნამყოფი ბენ ლადენისა.

სხვათა შორის, ძაღლის თავი სადღაც აქ მარხია.

უკვე მერამდენე წელია მსოფლიო ტკივილითა და გოდებით ადევნებს თვალს ტრაგედიაში დატრიალებულ ტრაგედიას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფედერალურ ჯარებს მიზეზთა და მიზეზთა გამო არ ძალუძს ტერორიზმის ამოძირკვა, გაჭიანურებული წარუმატებლობის ყოყოჩობითა და ოპტიმისტური პატაკებით მიჩქმალვა. ისინი, როგორმე უნდა აიხსნას. სამხედროებმა ასეთი ახსნა პანკისში იპოვეს. საკითხავია: მათ უღელტეხილის მიღმა თუ შეუძლიათ ბოევიკთა ბაზების აღმოჩენა და წერტილოვანი დარტყმებით მათი მოსპობა, მაშინ ასე რატომ აჭიანურებენ ამის ჩეჩნეთში გაკეთებას?

კრიზისული არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება რუსი პოლიტიკოსების განწყობა პრეზიდენტის ცნობილი განცხადების შემდეგ. ლამის ყველანი თავდაუზოგავად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ისინი რომის პაპზე უფრო კათოლიკეები არიან და, პრეზიდენტზე უფრო აღშფოთებულნი და მტკიცენი გამოჩენილიყვნენ.

ჩეჩნეთიდან რუგულარულად მოდის ცნობები გროზნოს ცენტრსა და გუდერმესში აფეთქებებისა და იქით-აქეთ სროლების შესახებ; რუსეთის თვითმფრინავებს ფედერალური ჯარების კონცენტრაციის ადგილებში, ხანკალის სამხედრო აეროდრომებზე ყრიან; ტერაქტები და გატაცებები ბენოიაში, სტერჟენ-იურტასა და სხვა დასახლებებში წარამარა ხდება, წყნარ ნადტერეჩნის რაიონშიც დღისით-მზისით ხვრეტენ ადმინისტრაციის მეთაურს. მაგრამ აქ დასახელებული დასახლებული პუნქტები რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან ასობით კილომეტრზე მდებარეობს! სპეციალისტების აზრით, პანკისის ხეობაში, დროდადრო, ბოევიკების ლამის მეათედი ნაწილი იყო მოკალათებული. არადა, კარს მომდგარია ზამთარი, რომელიც ზურგზე იარაღაკიდებულად სიარულს გამორიცხავს. ჰოდა, გენშტაბი, რომელიც პრობლემებს თავის ტერიტორიაზე ვერ წყვეტს, რატომ ამზადებდა არმიას ძველი და ერთგული მოკავშირის წინააღმდეგ აგრესორის უსანდომო, უბადრუკი როლის შესასრულებლად, რითაც რუსეთის რეპუტაციას შელახვის საფრთხეს უქმნის, ლოკალური ჩეჩნეთის კონფლიქტიდან კი კავკასიის დიდი ომის გაჩაღებას ესწრაფვის?

მოვლენების ამგვარი განვითარების საშიშროებამ უკარნახა რუსეთის პარლამენტს ცხელი თავების გაგრილებისთვის საჭირო მკაცრი რეზოლუციის მიღება.

პანკისის ირგვლივ პოლემიკამ წარმოშვა ბევრ რამეზე მეტყველი ეპიზოდი, რომლის გახსენებაც გვმართებს. აშშ-ში ვიზიტისას, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ს.ივანოვმა მკაცრი ტონით აუწყა მსოფლიოს, რომ ამერიკის ხელმძღვანელობას გადასცა "ჩეჩნეთის ბოევიკებთან საქართველოს ხელმძღვანელობის თანამშრომლობის დამადასტურებელი უდავო, ურყევი საბუთები". მინისტრის თავგამოდებას წინასწარ განუჭვრეტელი და, როგორც ერთმა გაზეთმა აღნიშნა, მაშოკირებელი რამეც კი აღმოჩნდა: "საბუთების" მიღების შემდეგ ჯორჯ ბუშმა ედუარდ შევარდნაძეს გაუგზავნა ეპისტოლე, რომელშიც ის "მადლობას მოახსენებს საქართველოს პრეზიდენტს და მთელ ქართველ ხალხს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისათვის".

და მაინც, რითი ავხსნათ ბუშის, ერთი შეხედვით, ასეთი მოულოდნელი რეაქცია? იმით ხომ არა, რომ რუსეთის მინისტრის აშშ-ში ვიზიტამდე, რუსეთის სამხედრო უწყების მაღალჩინოსნები საზოგადოებრიობას არწმუნებდნენ, პანკისის სოფლებს რუსეთის კი არა, საქართველოს გადაღებილი თვითმფრინავები ბომბავდნენო? ამგვარი განცხადებები განმცხადებლებსვე უტრიალდებათ. ისინი აუფასურებენ ნებისმიერ "უდავო, ურყევ საბუთებს" და სავსებით საწინააღმდეგო დასკვნების გაკეთებას იწვევენ.

სამაგიეროდ, ჟურნალისტებმა მინისტრების - მოგვარეების განცხადებები მტკიცებად მიაწოდეს და მათი ფანტაზია გააღვივეს.

მაგრამ გაზეთების, ბევრი გაზეთის ფურცლებზე მიმოფანტული უამრავი "იხეიდან" მხოლოდ რამდენიმე სტატიაზე შევჩერდები. "თბილისი იფარავს ტერორისტებს" ("ტრუდ", 20. IX.). მასში ჩამოთვლილია ქართული ორგანიზაციები, რომლებიც ვითომ მხარში უდგანან, იცავენ ტერორისტებს და, განცხადებების სრული წყალგაუვალობის დასადასტურებლად მისამართებს ასახელებენ. როგორ განვიცდიდი, როცა ამ შავ სიაში ვიხილე კულტურული ცენტრი "კავკასიის სახლი", რომლის ტერორიზმის მხარდამჭერად გამოცხადება, ქართველებისთვის მათივე სოფლების დაბომბვის დაბრალება რომაა, იმაზე გაცილებით უფრო დიდი უაზრობაა.

უკვე რამდენი წელია, მაქვს "კავკასიის სახლთან" თანამშრომლობის პატივი. იმ "კავკასიის სახლისა", რომელიც სამართალმემკვიდრეა 70-იან-80-იან წლებში სახელგანთქმული მხატვრული თარგმნისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიისა, რომელიც მთელი ევროპული სივრცის ასობით ლიტერატორისთვისაა ცნობილი. კულტურის ცენტრი ახალ, უმძიმეს პირობებში ღირსეულად განაგრძობს მთავარი კოლეგიის საქმეს. "კავკასიის სახლს" "სმირნოვების სახლსაც" ეძახიან, რადგან ის კოლეგიას სახელგანთქმულმა ა.ო. სმირნოვა-როსეტიმ, პუშკინისა და გოგოლის და ორი იმპერატრიცას მეგობრის შთამომავლობამ უანდერძა. ნაგებობის რეკონსტრუქცია და სმირნოვების მუზეუმში პუშკინის მემორიალის ექსპონატების რესტავრირება ავტორიტეტული ევროპული ფონდების დახმარებით გახდა შესაძლებელი; "კავკასიის სახლს" ისინივე ეხმარებიან სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებასა და რუსულენოვან გაზეთ "კავკაზსკი აკცენტის" გამოცემაში, აგრეთვე, მის წიგნის გამომცემლობას, რომელიც პრიორიტეტს ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებასა და კავკასიის ხალხთა ფოლკლორს ანიჭებს. კულტურული ცენტრის მიერ განხორციელებულ და განსახორციელებელი საქმეების ჩამოთვლა გაზეთის დიდ სივრცეს დაიკავებდა, ამიტომ, ახლა ხაზს გავუსვამ ერთადერთ რამეს - ამ სტატიის დასაწყისში ნახსენები ტოლსტოის იუბილის ჩატარების ინიციატორი სწორედ ეს სახლი იყო.

სიზუსტისათვის - "კავკასიის სახლის" მუშაობაში არის ჩეჩნეთის სეგმენტიც: აქ გამოსცეს საბავშვო წიგნი "მზე დედაა ჩემი (ჩეჩნურ, ქართულ და რუსულ ენებზე) და ჩეჩნური ფოლკლორის კრებული, აგრეთვე ითავეს დევნილთათვის წიგნებისა და გაზეთების მიწოდება.

"კავკასიის სახლში" უარს ამბობენ ცალმხრივობაზე, ცდილობენ კონფლიქტიც კი ღრმად და მრავალმხრივ დაინახონ. მიზანდასახულობა ამ ორგანიზაციისა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები კავკასიის მცირე გაეროს ეძახიან, სწავლება, სწავლა, გაგება და ურთიერთგაგებაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს განსაკუთრებულობა უჩენს სამხედროებს ეჭვს: პროფესია აყალიბებს მსოფლმხედვას, ზოგჯერ მენტალიტეტსაც კი ცვლის. ამის ნიმუშს ისევ იგივე ს. ივანოვი იძლევა.

16 სექტემბრის "კომერსანტში" მან გადაწყვიტა, სიყვარული გამოეცხადებინა საქართველოსთვის: "ჩვენ გვიყვარს ქართველი ხალხი, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ქართველ ხალხსაც უყვარს რუსები, სხვაგვარად საქართველოს მილიონობით მოქალაქე არ იცხოვრებდა რუსეთში (აქ, დღეს, შესაძლოა, საქართველოში რომაა დარჩენილი, იმაზე მეტი ქართველი ცხოვრობდეს), აქ არ იმუშავებდნენ, აქედან არ გადაგზავნიდნენ თანხებს და ამით რუსეთის ხარჯზე არ არჩენდნენ საქართველოში დარჩენილ მთელ მოსახლეობას".

კალკურატორით ხელში, ასეთი აღიარება რუსი ადამიანისთვის ნაკლებად დამახასიათებელი რამაა. რასაკვირველია, მისი ყველა ჰიპერბოლა და ნიუანსი ულაზათო მინისტრული სარკაზმია, რომლითაც სიყვარულითა და შთაგონებით აღგზნებული ბატონი ივანოვი, ვაი, რომ არ შემოიფარგლა და თავის თავს ახალი სკალუზუბოვარი ყაიდის ანგლობების უფლება მისცა.

უნდა ვთქვათ, რომ გული მატკინა, სამხედრო გუნდის გუგუნის ფონზე, კოლეგა ლიტერატორის ხმის გაგონებამაც. ვგულისხმობ ი.კუმანოვსკის ("ტრუდ", 10. X. 2002), მის არამოტივირებულ გამოხდომას გიორგი დანელიას წინააღმდეგ, რომელიც კომენტატორის თქმით, "თითქმის ყველა არხზე გვაშინებდა იმით, რომ საქართველოს სახით რუსეთი მალე დაკარგავდა ახლო მეგობარს". არ მესმის, რა საჭიროა ნათქვამის არსის დამახინჯება - ვინ-ვინ და პოეტმა კი უნდა იცოდეს, როგორი მნიშვნელობაც აქვს ფრაზის ინტონაციას. ყველას, ვინც კი მოუსმინა გიორგი დანელიას, ტელესიუჟეტში, ახსოვს, რომ ის კი არ აშინებდა ვინმეს, მეგობრის დაკარგვით (ისე კი, ამით ვინმეს დაშინება სად გაგონილა), არამედ, ეს ენანებოდა, ამის გამო წუხდა. სიტყვამ მოიტანა და, ძალიან მეეჭვება, რომ "მიმინოს" საყვარელი კადრების ფონზე, გიორგი დანელიასთან ხანმოკლე საუბარი ყველა არხზე ვინმეს ჯიბრზე ეტრიალებინოს. ვფიქრობ, რომ ის, საერთოდ ოსტატის თაყვანისმცემელთა და საქართველოს მეგობარი, კარგი მეხსიერების მქონე ადამიანების (რომლებიც რუსეთში ჯერ მრავლად არიან) ინიციატივით მომზადდა. სამწუხაროდ, ტელეკომენტარში პოეტმაც კალკულატორი მოიმარჯვა და იმის დაანგარიშებას შეუდგა, თუ რამდენი მოიგეს გიორგი დანელიას "უფლებამოსილმა თანამემამულეებმა"(?) "ნავთისა და გაზის შეღავათებით". შესაძლოა ბუღალტერიის მოშველიებით, დახმარებით მის ტელეკომენტატორს ისიც გამოეთვალა, გიორგი დანელიას ფილმებით რა თანხა შევიდა რუსეთის ბიუჯეტში და იმით ენუგეშებინა თავი, რომ ეს თანხა, "ნავთსა და გაზში" განსხვავებას დაფარავდა (რომ არაფერი ვთქვათ გიორგი დანელიას ფილმების არამატერიალურ ღირებულებებზე, რუსეთის სულიერ ცხოვრებაში მათ მიერ შეტანილ წვლილზე).

ტელევიზიაში გიორგი დანელიას გამონათქვამები ისევე ზუსტი იყო, როგორც ეს საუკეთესო ფილმებშია: მან ადვილად გასაგებად და უბრალოდ ილაპარაკა პრობლემის ადამიანურ არსზე.

ახლა კიშინოვში, ორი პრეზიდენტის შეხვედრამ დააცხრო ვნებათაღელვა და, თუ ჩვენი პოლიტიკოსები მეტ შორსმჭვრეტელობასა და ტაქტს გამოიჩენენ, პრესა კი უფრო მოზომილად და უფრო ზუსტად იტყვის თავის სათქმელს, ჩვენ მოვუსმენთ, გავუგებს და არ დავკარგავთ ერთმანეთს.

"ლიტერატურნაია გაზეტა", 6-12 ნოემბერი, 2002 წ.

თარგმნა ჯუმბერ თითმერიამ



კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი