მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
იმედი
2009-04-02
ალიანსი საქართველოსთვის ახმეტის შტაბის თავმჯდომარედ ნასამართლევი ზაქარია ქინქლაძე დაინიშნა

პოლიტიკურმა მოძრაობამ ალიანსი საქართველოსთვის კახეთის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები წარადგინა.

როგორც ცნობილია, კახეთში, ალიანსი საქართველოსთვის რაიონულ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობენ:

გურჯაანში - ზვიად ყვირალაშვილი, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო რესპუბლიკური პარტიიდან. მან არჩევნების შედეგად ყველაზე ცოტა ხმები მოიპოვა; ოპოზიციონერობის მიუხედავად, ადგილობრივმა პრესამ ყვირალაშვილი არაერთხელ ამხილა მმართველი პარტიის წევრთა მიერ უკანონო საქმიანობის ხელშეწყობაში.

თელავში - გიორგი ჭონიშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. ჭონიშვილი აქამდე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი იყო თელავის რაიონში;

საგარეჯოში - გელა კევლიშვილი, რომელიც მოქალაქეთა კავშირის მმართველობის დროს ქალაქ საგარეჯოს გამგებელი იყო.

ალიანსი საქართველოსთვის ახმეტის რაიონის შტაბის თავმჯდომარედ ნასამართლევი ზაქარია ქინქლაძე დაინიშნა. ახმეტის რაიონულმა სასამართლომ ზაქარია ქინქლაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის 2006 წელს გაასამართლა და დამნაშავედ სცნო.

ზაქარია ქინქლაძე ქალაქ ახმეტის გამგებლად 1998 წლიდან მუშაობდა. 2003 წელს, როდესაც ახმეტაში ენერგოკრიზისი იყო, ზაქარია ქინქლაძეს მისმა ძმამ მამუკა ქინქლაძემ სთხოვა, მისი კერძო საწარმოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი ახმეტის გამგეობას გადაერიცხა, რაც ზაქარია ქინქლაძემ განახორციელა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. გარდა ამისა, ზაქარია ქინქლაძემ გამგებლობის დროს ქ. ახმეტის გამგეობის ეზოში არსებული ფარდული თავის ძმას გადასცა სარგებლობაში, სადაც ეს უკანასკნელი ასევე გამგეობის ხარჯზე მარცვლეულის საფქვავს ამუშავებდა, - ნათქვამია კახეთის საოლქო პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში.

სასამართლოს განაჩენის მიხედვით, რომელიც არ გასაჩივრებულა, ზაქარია ქინქლაძემ დანაშაული აღიარა და მას სასჯელის სახით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სიღნაღში - მალხაზ ხუციშვილი, ახალი მემარჯვენეების სიაღნაღის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ყვარელში - ვანო ლომიძე, აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ყვარლის რაიონიდან დეპუტატობის კანდიდატი და აღორძინების აქტიური მხარდამჭერი იყო.

ლაგოდეხში - ნუცა პაპავა, ლაგოდეხის გამგეობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორი.

დედოფლისწყარო - სოსო ბეჟანიშვილი, ახალი მემარჯვენეების დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

კახეთში მყოფმა ირაკლი ალასანიამ ალიანსის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებად ყოფილი მოქკავშირელების და ნასამართლევი პირების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა: შტაბებს ხელმძღვანელობენ ისინი, ვისაც ხალხი ენდობა.

ავტორი: თამარ მახარაშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი