მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
იმედი
2009-04-02
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს უნდობლობას უცხადებენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თენგიზ გონაშვილს უნდობლობას უცხადებენ და თანამდებობიდან მისი გადადგომის მოთხოვნით რაიონში ხელმოწერებს აგროვებენ.

როგორც დედოფლისწყაროს მაცხოვრებლებმა განაცხადეს, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან თენგიზ გონაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები უკვე შეგროვდა ქალაქ დედოფლისწყაროსა და სოფელ ჯაფარიძეში. მოსახლეობის განცხადებით, გონაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადება მის მიერ მოსახლეობის მოთხოვნების სრულმა იგნორირებამ გამოიწვია. საკრებულოს თხოვნით მივმართეთ, ახალშობილთა ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით 50 ლარი შეენარჩუნებინა და მაინც გააუქმა. ვთხოვეთ, საბჭოთა დასახელების ქუჩებისთვის აგვისტოს ომის დროს ცხინვალში გარდაცვლილი ჩვენი თანარაიონელი, ახალგაზრდა ბიჭის სახელი დაგვერქვა და ამაზეც უარი გვითხრა. ამ კაცს თვითონაც ვერ გაუგია, რა უნდა საკრებულოს თავმჯდომარედ , - აცხადებენ ადგილობრივები.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ გონაშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია ვინ, სად და რატომ აგროვებს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს.

უნდა აღინიშნოს, რომ 6, 7, 9, 10 და 11 მარტს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების სოფლებში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. კარდაკარ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სულ 725 რესპონდენტი გამოიკითხა. აქედან, 125 მოქალაქე თელავში, 94 - ყვარელში, 230 - გურჯაანში, 112 - სიღნაღში, 164 - დედოფლისწყაროში. დასმული იყო ერთი შეკითხვა: ენდობით თუ არა ადგილობრივ ხელისუფლებას.

გამოკითხულთაგან ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ 58 ადამიანი ენდობა, 604 მოქალაქე არ ენდობა, 63 - მა ადამიანმა კი კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

გამოკითხვა კახეთის საინფორმაციო ცენტრის და კახეთის რეგიონული გაზეთის იმედის კორესპონდენტებმა და სტაჟიორებმა ჩაატარეს

ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი


კალენდარი
ივლისი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი