მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
იმედი
2009-04-02
რეგიონებში პოლიციამ მძღოლებს 9 აპრილს მუშაობა აუკრძალა

პოლიციის თანამშრომლებმა რეგიონებში მიკროავტობუსების და ავტობუსების მძღოლებს 9 აპრილს მუშაობა აუკრძალეს. მძღოლების თქმით, სამართალდამცავებმა ისინი გააფრთხილეს, რომ 9 აპრილს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე რეგიონებიდან მოქალაქეები არ უნდა ჩაიყვანონ, მიუხედავად იმისა, მომსახურებისათვის რა ოდენობის თანხაც არ უნდა შესთავაზონ. მათივე თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა ისიც უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ მოთხოვნას არ დაემორჩილებიან, საპატრულო პოლიციასთან და სხვა სამსახურებთან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

9 აპრილის საპროტესტო აქციამდე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ორგანიზებას რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია უწევს, აქციის საორგანიზაციო კომიტეტმა რეგიონებში ხელმოწერები შეაგროვა.

მართალია, ხელმოწერების შეგროვების სამდღიან აქციას, მაგალითად, თელავსა და გურჯაანში პოლიციის რაიონული განყოფილებების თანამშრომლები მეთვალყურეობდნენ, რათა ზუსტად გაეგოთ და დაედგინათ ვინ გაბედავდა და საკუთარ პოზიციას ღიად დააფიქსირებდა, მაგრამ აქციის შედეგად კახეთში 5 ათასამდე ხელმოწერა მაინც შეგროვდა.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, 9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში გამოკითხვა ჩაატარა. გურჯაანის, თელავის, სიღნაღის, ლაგოდეხის, ყვარლის და საგარეჯოს რაიონებში, კარდაკარ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 674 რესპონდენტი გამოიკითხა. გამოკითხვა რაიონული ცენტრების გარეთ, სოფლებში ჩატარდა. კითხვაზე, აპირებთ თუ არა მონაწილეობის მიღებას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, 9 აპრილს, თბილისში დაგეგმილ აქციაში, გამოკითხულთაგან აქციაში მონაწილეობის მიღებას საკუთარი ხარჯებით მხოლოდ 43 ადამიანი აპირებს; აქციის ორგანიზატორების მიერ ტრანსპორტით უზრუნველყოფის შემთხვევაში აქციაში მონაწილეობის მიღებას გამოკითხულთაგან 221 ადამიანი გეგმავს. აქციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს 184 მოქალაქე; გამოკითხულთაგან 116-მა მოქალაქემ განაცხადა, რომ აქციაში მონაწილეობის მიღება ჯერ არ გადაუწყვეტია; 110 - მა მოქალაქემ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რომ 9 აპრილის აქციაში მონაწილეობას გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა აპირებს, ოღონდ რეგიონებიდან მოსახლეობა საპროტესტო აქციას იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ აქციის ორგანიზატორები მათი ტრანსპორტირების საკითხს მოაგვარებენ.

რამდენიმე დღის წინ, პოლიტიკური პარტია დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, თელავში, პარტიის რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებისას განაცხადა, რომ 9 აპრილის აქციაში მონაწილეობის მისაღებად რეგიონებიდან ხალხის ჩაყვანას მისი პოლიტიკური მოძრაობა უზრუნველყოფს. ბურჯანაძეს არ დაუკონკრეტებია, ხალხის ჩაყვანა თბილისში როგორ და როდის მოხდება, მაგრამ როგორც კახეთში მომუშავე მიკროავტობუსების და ავტობუსების მძღოლებმა გვითხრეს, სამართალდამცავებმა მათ 9 აპრილს მუშაობა უკვე აუკრძალეს. მათივე თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ეს შს სამინისტროდან მიღებული დავალებაა და ქვეყნის ყველა რეგიონზე ვრცელდება.

სამუშაოდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, რომ სახლში პოლიციის თანამშრომელმა დამიძახა, ჩვენს უბანს კურირებს. მითხრა, რომ დავალებას ასრულებს და გამაფრთხილა, 9 აპრილის აქციაზე კახეთიდან თბილისში ხალხის ჩაყვანა თუ გთხოვეს, რამდენიც არ უნდა გადაგიხადონ, არ უნდა დასთანხმდეო. ისიც მითხრა, რომ თუ ამ მოთხოვნას არ დავემორჩილები, საპატრულო პოლიციასთან და სხვა სამსახურებთან პრობლემები შემექმნება. ვფიქრობ, რომ სააკაშვილი თანამდებობას მაინც არ დათმობს და პრობლემების შექმნა ნამდვილად არ მინდა. ამიტომაც, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ, 9 აპრილს ვერ ვიმუშავებ, - განაცხადა თელავი - თბილისის მიმართულებით მომუშავე მიკროავტობუსის ერთ - ერთმა მძღოლმა, რომლის ვინაობასაც გასაგები მიზეზების გამო საჯაროდ არ ვამჟღავნებთ.

კიდევ ერთი მძღოლის თქმით, 9 აპრილის აქციაზე რეგიონებიდან ხალხი რომ არ უნდა ჩაიყვანონ, ამის შესახებ მათ ავტოსატრანსპორტო საწარმოს ხელმძღვანელებმა განუცხადეს.

პირდაპირ გვითხრეს, რომ დავალება პოლიციის სამმართველოდან მიიღეს და შესასრულებლად სავალდებულოა. ეს მოთხოვნა საქართველოს ყველა რეგიონს ეხება და პრობლემებს ჩვენ ნუ შეგვიქმნითო, გვთხოვეს ავტოსატრანსპორტო საწარმოს ხელმძღვანელებმა, - აღნიშნა ავტობუსის მძღოლმა ი. ე-შვილმა.

მძღოლები ცოტა ხნის წინ მომხდარ ფაქტებსაც იხსენებენ, როცა რეგიონებიდან თბილისში, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის ხალხის გადაყვანის დროს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ მართვის მოწმობები ჩამოართვეს, დააჯარიმეს, დაუდგენელმა პირებმა მიკროავტუბუსები დააზიანეს, მათი ოჯახის წევრები ან ახლობლები, რომლებიც სახელმწიფო ან საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში მუშაობდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს და ა.შ.

მძღოლებისთვის, 9 აპრილის აქციაზე რაიონებიდან ხალხის ჩაყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით შს სამინისტროდან კომენტარი ვერ მოვიპოვეთ. არაერთი მცდელობის მიუხედავად შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა და სამინისტროს პრესასმსახურის წარმომადგენელმა ზურაბ გვენეტაძემ ჩვენი სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების შეფასებით, მძღოლებისთვის, 9 აპრილს, რეგიონებიდან თბილისში ხალხის გადაყვანის აკრძალვა, მათთვის კანონიერი ქმედების შეზღუდვა და ნების თავისუფლად გამოვლენაში ხელშეშლაა, რაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დასჯადია. თუმცა, ამავე იურისტების თქმით, პოლიციის თანამშრომლებს ამისათვის არათუ დასჯიან, არამედ დავალების საუკეთესოდ შესრულების შემთხვევაში, დააწინაურებენ.

ავტორი: გელა მთივლიშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი