იმედი
2009-04-16
იარაღის უკანონო დამზადება ტარებისათვის დაკავებული მოსწავლეების საქმის განხილვა დაიწყო
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, იარაღის უკანონოდ შეძენა, დამზადება, ტარებისათვის დაკავებულ სამ მოსწავლეს კახა მახარაშვილს, მიშიკო შანყულაშვილსა და ნიკო ჯაჯანაშვილს მალე გაასამართლებენ. სისხლის სამართლის საქმეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი განიხილავს.
შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები 2009 წლის 20 მარტს იარაღის უკანონო დამზადება, შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. დაკავებულთაგან ჯაჯანაშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობს. დაკავებული არასრუწლოვანის განცხადებით, იარაღი მას პოლიციამ დაკავების დროს ჩაუდო.
სისხლის სამართლის კოდექსი ამ დანაშაულისათვის 7 - დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები















































































