როგორც ცნობილია, გურჯაანის რაიონის თითქმის არცერთ სოფელში არ მომხდარა სოფლის მცხოვრებთა შეკრება, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო სოფლის დახმარების პროგ-რამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებით რა პრობლემები გადაიჭრებოდა.
ჭანდარში, ძირკოკში, ველისციხეში, ახაშენსა და სხვა სოფლებში მცხოვრებთა თქმით, გამგეობის წარმომადგენლები მოსახლეობას პირდებოდნენ, რომ მოწესრიგდებოდა შიდა საუბნო გზები, რაც სიცრუე აღმოჩნდა.
ადგილობრივების ცნობით, პროგრამის ფარ-გლებში გამოყოფილი თანხებით ძირითადად ნაკვეთებში მიმავალი გზების მოსწორება იგეგმება და გაწერილი თანხები იმდენად დიდია, რომ შესასრულებელი სამუშაოსთვის საჭირო ოდენობას, ორჯერ და მეტჯერ აღემატება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი ჩივიაშვილის განმარტებით, სოფლებში მაცხოვრებლებს თუ რაიმე პრეტენზიები აქვთ, შეუძლიათ ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს მიმართონ. რაც შეეხება პრიორიტეტებს ის უკვე განსაზღვრულია და აღარ შეიცვლება, - განაცხადეს მუნი-ციპალიტეტის გამგეობაში.















































































