მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
იმედი
2009-04-16
შსს: ვანო ლომიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის ინფორმაციით, სამშაბათს, 28 აპრილს, დაახლოებით 00 საათსა და 40 წუთზე, რესპუბლიკური პარტიის წევრზე და ამავე დროს ალიანსი საქართველოსთვის ყვარლის რაიონული შტაბის ხელმძღვანელზე თავდასხმა მოხდა. ხიდაშელის განცხადებით, უცნობი პირები ვანო ლომიძეს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის თბილისიდან ყვარელში ბრუნდებოდა, ოპოზიციის მხარდამჭერების დედაქალაქში ჩასაყვანად.

ვანო ლომიძე საკუთარი მანქანით ყვარელში მიემგზავრებოდა. მას მანქანა აედევნა და გაჩერება სთხოვა. გაჩერებისთანავე ორმა უცნობმა პირმა ნიღბების გარეშე ლომიძე ძალის გამოყენებით მანქანიდან გადმოათრია, სასტიკად ცემა და თხრილში გადააგდო. ლომიძის ავტომანქანა დაქოქეს და ასევე თხრილში გადააგდეს, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს. ვანო ლომიძემ გზის სავალ ნაწილზე ამოსვლა მოახერხა და საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა, თუმცა პატრული შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდა, - ეს განცხადება თინა ხიდაშელმა ინციდენტის ღამეს გააკეთა.

თავად ვანო ლომიძე მომხდარს ასე იხსენებს: ტრასაზე ოთხი ადამიანი დამესხა თავს, მანქანიდან გადმომაგდეს და ხრამში გადამაგდეს. შემდეგ მცემეს და მანქანა დამიწვეს. ლომიძის თქმით, ინციდენტამდე რამდენიმე დღის განმავლობაში, ის თბილისში, საკანში ცხოვრობდა.

ინციდენტის შემდეგ ლომიძე ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ლომიძეს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება, აქვს მხოლოდ მსუბუქი დაჟეჟილობები. ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში მოთავსებული ლომიძე ინციდენტიდან რამდენიმე საათში მოინახულეს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა თინა ხიდაშელმა და დავით ბერძენიშვილმა, ასევე ალიანსი საქართველოსთვის კახეთის რაიონული შტაბის წარმომადგენლებმა.

ხელისუფლება ღია ტერორზე გადავიდა, - ასეთი შეფასება მისცა ინციდენტს ახალი მემარჯვენეების თელავის ორგანიზაციის წევრმა ნიკა ვარდოშვილმა.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება იმავე ღამეს შს ყვარლის რაიონულ სამმართველოში დაიწყო. გურჯაანის რაიონული პროკურორის გელა ლაზაშვილის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

გვიან ღამით მომხდარ ინციდენტზე ხელისუფლებიდან პირველი კომენტარი კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან გააკეთა.

ლომიძე არავის უცემია. მე მიმაჩნია, რომ პროვოკაციას აქვს ადგილი, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში ვანო ლომიძე მთვრალი მიიყვანეს, - განაცხადა სიბაშვილმა. მისივე თქმით, საგულისხმოა ისიც, რომ ლომიძის ძვირადღირებული მანქანა დაზღვეული იყო.

სიბაშვილის განცხადებებს ალიანსი საქართველოსთვის ყვარლის შტაბის ხელმძღვანელმა ვანო ლომიძემ სისულელე უწოდა.

სიბაშვილი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მთვრალი ვიყავი და მანქანა მე დავწვი. ოთხი წელია ალკოჰოლური სასმელი საერთოდ არ მიმიღია, - აღნიშნა ლომიძემ ჩვენთან საუბარში.

ქვესათაურია თინა ხიდაშელი სიბაშვილის დაკითხვას ითხოვს

ყვარელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მოგვიანებით, რესპუბლიკური პარტიის ოფისში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა პრესკონფერენცია გამართა. ხიდაშელმა ვანო ლომიძეზე თავდასხმის ფაქტს ანგარიშსწორება უწოდა და კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის დაკითხვა მოითხოვა.

აღნიშნულის მიზეზად თინა ხიდაშელმა ერთი ფაქტი დაასახელა. მისი განცხადებით, მაშინ, როდესაც ალიანსი საქართველოსთვის" ყვარლის შტაბის ხელმძღვანელს ვანო ლომიძეს თავს დაესხნენ, მან პირველი ზარი რესპუბლიკური პარტიის" ლიდერთან დავით უსუფაშვილთან განახორციელა, ხოლო პატრულს აღნიშნულთან დაკავშირებით ზუსტად 00:49 საათზე შეატყობინა, თუმცა მიუხედავად ამისა, ხიდაშელის თქმით, კახეთის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა რადიო ჰერეთში ამ ფაქტზე კომენტარი 00:43 საათზე გააკეთა, ანუ ხუთი წუთით ადრე, ვიდრე პატრულში ოფიციალური შეტყობინება გაკეთდებოდა.

ხიდაშელის თქმით, გიორგი სიბაშვილმა ამ კომენტარში განაცხადა, რომ მან არ იცის ვინ დაწვა მანქანა, მაგრამ თქვა, რომ ლომიძე ნასვამი იყო.

მოვითხოვთ, რომ აუცილებლად დაიკითხოს სიბაშვილი, საიდან ჰქონდა ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია, მაშინ, როდესაც ის კახეთში არ იმყოფებოდა. ყვარელი არ არის დიდი რაიონი და ჩვენ არ გაგვიჭირდება იმ ადამიანების პოვნა, ვინც ვანო ლომიძეს თავს დაესხა. გვაქვს განცდა, რომ დირექტივა გაცემულია არა მხოლოდ თბილისის, არამედ ოპოზიციის რეგიონული წევრების ტერორზე, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ქვესათაურია სიბაშვილი ხიდაშელის ბრალდებებს უარყოფს

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს უარყოფს.

სიბაშვილის თქმით, 28 აპრილს, ყვარელში მომხდარი ინციდენტის შესახებ, გვიან ღამით, რადიო ჰერეთის კორესპონდენტისგან შეიტყო და მან ალიანსი საქართველოსთვის ყვარლის შტაბის თავმჯდომარის ვანო ლომიძის კუთვნილი მანქანის დაწვის ფაქტზე კომენტარი, პირველად, 28 აპრილს, დილით, 10:05 წუთზე კახეთის საინფორმაციო ცენტრთან გააკეთა.

ჟურნალისტმა რომ დამირეკა და ლომიძესთან დაკავშირებით მაცნობა, დეტალების გარკვევას შევეცადე. მე კომენტარი ღამე არ გამიკეთებია. რაც შეხება თინა ხიდაშელის მოთხოვნას, რომ გამოძიებამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დამკითხოს, მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში გამოძიებას ჩვენება მივცე, - განაცხადა სიბაშვილმა.

ქვესათაურია შსს: მანქანის დაწვამდე ლომიძემ 2 ლიტრი ბენზინი შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალიანსი საქართველოსთვის ყვარლის რაიონული შტაბის ხელმძღვანელის, რესპუბლიკური პარტიის წევრის ვანო ლომიძის კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე ინფორმაცია ინციდენტის დღესვე, საღამოს გაავრცელა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება არ არის დასრულებული საზოგადოებას ვაცნობებთ საქმის გარკვეულ დეტალებს. აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს მოწმე, რომლის ჩვენების საფუძველზე ირკვევა, რომ ვანო ლომიძემ 27 აპრილს, 23:00 საათიდან 23:30 წუთამდე მოწმისგან შეიძინა ბოთლით 2 ლიტრის ოდენობის ბენზინი.

ექსპერტ კრიმინალისტების მიერ, ვანო ლომიძის დამწვარი ავტომანქანის და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას ნაპოვნი იქნა ბოთლი. ბოთლის ექსპერტიზის ჩატარებისას დადგინდა, რომ მასში მოთავსებული იყო ნავთობპროდუქტი, კერძოდ, ბენზინი. კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ, აღნიშნული ბოთლიდან ამოღებული იქნა ანაბეჭდი, რომელიც იდენტურია ვანო ლომიძის ანაბეჭდთან.

გამოძიების მიერ ასევე დადგენილია, რომ ვანო ლომიძეს კუთვნილი ავტომანქანა დაზღვეული ჰქონდა სადაზღვეო კომპანია ალდაგი ბისიაიში.

გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ დამატებით, - განაცხადეს შს სამინისტროში.

29 აპრილს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანო ლომიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

როგორც კახეთის საოლქო პროკურატურაში განაცხადეს, შესაძლოა, ცრუ დასმენისათვის ლომიძე დააპატიმრონ.

რესპუბლიკური პარტიის წევრი სოფო ხორგუანი შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიის წევრმა ვანო ლომიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა, შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს.

როგორც ხორგუანმა განაცხადა, ვანო მერაბიშვილი და შს სამინისტრო საქართველოში არა დანაშაულთან ბრძოლით, არამედ სპექტაკლების დადგმით არის დაკავებული. ბევრი გვინახავას ასეთი აღიარებითი ჩვენება, რომელიც მართალი არ აღმოჩნდა. მერაბიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლების არავის აღარ უკვირს, - განაცხადა სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ სოფო ხორგუანმა.

რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ შს სამინისტროს მიერ აღიარებითი ჩვენების გავრცელებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში ვანო ლომიძის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის თელავის პოლიციაში იმყოფებოდა ადვოკატის გარეშე, - აღნიშნეს რესპუბლიკურ პარტიაში.

ავტორი: გიორგი ლოლაძე


კალენდარი
ნოემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი