საქართველო
№14(1786) 2002-11-19
საქართველო
ევროპელთა იმედი, რომ "მშვიდობისმყოფელთა" შესვლით კოსოვოში მშვიდობა და სიამტკბილობა დამყარდებოდა, ვერ გამართლდა. მხარე წალეკილია დანაშაულით, ნარკოვაჭრობით, იარაღითა და მეძავებით ვაჭრობით. შემოსული ძალები ახლაღა აცხადებენ, რომ ამ დანაშაულებთან ბრძოლას თავის ხელში აიღებენ, მაგრამ ჯერჯერობით ისინი მხოლოდ სტიქიურ დანაშაულს ერევიან, ხოლო ორგანიზებულს - ვერა. ხალხი ამ მცდელობას მხარს უჭერს. შინაგან შუღლს აწყნარებს სხვადასხვა ალბანურ თემთა ...
№14(1786) 2002-11-19
საქართველო
სერბებისგან განსხვავებით, რომელთაც დღემდე ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის უკლებლივ ყველა მოთხოვნა შეასრულეს, ხორვატებმა მისდამი წინააღმდეგობა არჩიეს. გამოცხადებულია, რომ ხორვატიის მთავრობა დაიცავს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს ბობეტკოს, რომლის დაპატიმრებასა და გადაცემასაც მოითხოვს ჰააგა ამ პირის მიერ, მისი აზრით, ჩადენილი სამხედრო დანაშაულობების გამო. ამისთვის გამოყენებული იქნებაო "ყველა სამართლებრივი, პოლიტიკური და დიპლომატიური ...
№14(1786) 2002-11-19
საქართველო
უიმედოდ ვადაგასულმა პოლიტიკოსმა და დიპლომატმა პრიმაკოვმა 1998 წელს სცადა სტრატეგიული კავშირი-სამკუთხედის, რუსულ-ჩინურ-ინდური ალიანსის შექმნა. რა თქმა უნდა, ეს ვერ შეძლო, რადგან არც ერთი მისი სასურველ მოკავშირეთაგანი არ დათობს ესოდენ რადიკალურად მსოფლიოს დღეს პირველი სუპერძალის კეთილგანწყობას იმისთვის, რომ ჯერჯერობით ისევ დამავალი ყოფილი სუპერძალის ფრიად და ფრიად საეჭვო მოკავშირეობა ეძებოს. მაგრამ საკითხი არსებობს და მსჯელობას იწვევს. ...
№14(1786) 2002-11-19
საქართველო
ამ კონფლიქტს, რომელიც ამ ბოლო ხანებში გამოჩნდა მკაფიოდ, კარგა ხანდაზმული ისტორია აქვს. თუ ადრე ლუკაშენკოს იმედი ჰქონდა, თავისი გლეხური ეშმაკობით (წარმოშობით იგი ყოფილი კოლმეურნეობის თავმჯდომარეა), რომ მიხრწნილი ელცინის მემკვიდრედ დაჯდებოდა გაერთიანებულ სლავურ რუსულ-ბელარუსულ სახელმწიფოში, ეს იმედი მას გაუხუნდა, როცა რუსეთს სათავეში ახალგაზრდა და დინამიური პუტინი მოექცა. ამჟამად რუსეთთან ბელორუსიის შეერთების გეგმა მის თვალში ისაა, რაც იგი ...
№14(1786) 2002-11-19
საქართველო
საქართველოში ადამიანთა მკვლელობის ფაქტების თვითმკვლელობად გასაღება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. საქმის "ჩაფარცხვის" მიზნით ძიების თვითმკვლელობის ვერსიით წარმართვა ფრიად მოხერხებულ "ქმედებას" წარმოადგენს. შესაბამისად ამგვარ "თვითმკვლელობათა" რიცხვმაც საგრძნობლად იმატა. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით თვალშისაცემია ქართულ ჯარში. მორიგი ტრაგედია 11 ნოემბერს დატრიალდა ისნის სამხედრო ნაწილში. 23 წლის გიორგი ხაჭაპურიძე სატაბელო იარაღიდან გასროლით ...
№14(1786) 2002-11-19
საქართველო
დღეს საზოგადოებაში გალის ტერიტორიაზე თვითნებურად დაბრუნებული მოსახლეობის შესახებ არაერთგვაროვანი აზრია შექმნილი. სიცოცხლის რისკის ფასად დაბრუნებულებს, ზოგი უქებს სითამამეს - მშობლიური მიწისაგან ვერმოწყვეტას, ზოგი კი მათ "გაორებული გულით" ცხოვრებაში "ადანაშაულებს", ამ ნაწილისათვის დღესაც ბუნდოვანი გახდა, ეს ხალხი ანთეოსივით რამ ვერ მოსწყვიტა მიწას?
რისკი რომ ნამდვილად დიდია, ამაში გალის რაიონში "სტუმრობამ" დამარწმუნა.
არსებულ პირობებში ...
№14(1786) 2002-11-19
საქართველო
ჟურნალ "EIR" (EXECNTIVE INTELLIGENCEREVEIW) მოჰყავს (ჩვენდა გასაკვირად, ირონიის გარეშე) ცნობილი რუსი გენერლის (გენ.-პოლკოვნიკ ივაშოვის) მსჯელობა ახალი მოვლენის - "მსოფლიო სამოქალაქო ომის" დაწყების შესახებ, რომლის მიზეზი, გადამდგარი და ამჟამად "გეოპოლიტიკურ კვლევათა აკადემიის" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი მხედართმთავრის აზრით, დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელებმა ერაყზე დარტყმა გაბედეს. რატომ? იმიტომ, რომ ხალხებსა და მთავრობებს არ მოსწონთ "ერთხმრივი ...
№14(1786) 2002-11-19
საქართველო
* * *
სტალინზე ბევრი დაიწერა, ბევრი დაიწერება მომავალში. ჩვენი მიზანი არაა შევეჭიდოთ ამ დიდ თემას. წინამდებარე ნარკვევში მის პიროვნებას ვეხებით იმდენად, რამდენადაც სამარცხვინო "მეგრელთა საქმე" უშუალოდ დაკავშირებულია ამ კაცის სახელთან.
როცა ი. ბ. სტალინზეა ლაპარაკი, მაინც საჭიროდ მიგვაჩნია მკითხველს მივაწოდოთ ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის სიტყვა, რომელიც მან წარმოსთქვა თემთა პალატაში, ი. ბ. სტალინის დაბადების 80 წლისთავთან ...
№14(1786) 2002-11-19
საქართველო
...
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები















































































