მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქუჯი
2002-02-28
ვიცინოთ თუ ვიტიროთ ჩვენი ტელევიზიის გადაცემათა გამო?

გაზეთი "ქუჯი" უკვე ჩემი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. მინდა მეც გამოგეხმაუროთ და მრავალი საფიქრალ-სადარდელიდან ერთ-ერთ მათგანზე გესაუბროთ.

ჯერჯერობით დამწყები ჟურნალისტი ვარ, იქნებ ჩემი ნააზრევი გაურანდავიც იყოს, მარგამ მერწმუნეთ, იგი დიდი ტკივილებითაა გაჯერებული.

დღევანდელ პირობებში, როცა შუქი და წყალი ფუფუნების საგნები გამხდარა, დამეთანხმებით, რომ ტელევიზიის ცქერა ნამდვილი ნეტარება უნდა იყოს. ათასგვარი პრობლემებისა თუ ფიქრისგან გადაღლილმა, თუ მოიცალე და გადაწყვიტე უყურო "მოამბეს" (რვა საათზე, ან ინგა გრიგოლიასთან ერთად), მაშინ იტყვი, რომ დროს "უქმად" არ კარგავ. გარდა იმისა, რომ მოისმენ ძალიან ბევრ ტყუილსა და იოტისოდენა მართალს, საშუალება გეძლევა თვალი გაადევნო დღის მთავარ მოვლენებს, ყოველივე ამასთან ერთად, შეგიძლია პირდაპირ ეთერში კითხვა დაუსვა ტელევიზიაში მიწვეულ სტუმრებს. ამ საკითხს მოგვიანებით შევეხები, ხოლო ახლა ერთ საინტერესო ამბავს გიამბობთ.

გამოცდებისაგან გადაღლილი და გამოფიტული, ტელევიზორთან სწორედ მაშინ მოვკალათდი, როცა, "მოამბე ინგა გრიგოლიასთან ერთად" დაიწყო. სიმართლე გითხრათ, ძალიან იშვიათად ვუყურებ ამ "ახალი ინფორმაციებით დმძიმებული" ქალის გამოსვლას, მაგრამ რაც ამ საღამოს ვნახე ეკრანზე, ძალზე დამაფიქრებელი იყო (თუ ეს თვისება კიდევ შეგვრჩა ქართველებს). ჟურნალისტი მოგვითხრობდა იმის შესახებ, თუ რატომ გაიფიცა ენგურის ხიდთან მოსახლეობა. ეკრანზე გამოჩნდა ქოლგებით გამოსული მოსახლეობა, ბავშვები, მოზარდები, რომლებიც სიცივისა და წვიმისაგან გათოშილიყვნენ, მაგრამ დაშლას მაინც არ ფიქრობდნენ. ყოველივე ამის ფონზე ბიჭუნა ჩნდება მიკროფონით და ლექსს ყვება ისეთი გამყინავი ხმით, რომელიც მხოლოდ ცხოვრებისაგან გათელილი კაცის გულიდან მოდის. ეკრანზე ბავშვს ვხედავდი, ხოლო ხმა ნატანჯი, უსამშობლოდ დარჩენილი კაცისა მესმოდა. ვინ იცის, იქნებ მასავით ტანჯვა და წამება ბევრ მოხუცსაც არ აქვს გამოვლილი. ამის შემდეგ ქალბატონი ინგა ტელევიზიის სტუმრებს წარმოგვიდგენს და თანდათან ზიზღი მეძალება. ათასობით ქუჩაში გამოსულ ადამიანს მასხრად იგდებენ და თავიანთი სქელი ტყავის გადარჩენას მრავალი სიყალბითა და ტყუილით ცდილობენ. იმედი მაქვს, ჩვენ "ნანატრ" პოლიტიკოსებს არ ჰქონდათ ნანახი ეს ფაქტი, თორემ ძილს გაიტეხდნენ და ვინ იცის, რა საშიშია "ძილგატეხილი მხეცი".

ეს კიდევ არაფერი, იმასთან შედარებით რაც ახლახან მოხდა "მოამბეში" (ინგა გრიგოლიასთან ერთად). მართლაც, რომ "მონასტერი აირია" და როგორც დავით გურამიშვილი ამბობდა: "კახელების აღმა ხნული, ქარლელებმა დაღმა ფარცხეს". ანუ სტუდენტები ერთმანეთს დაერივნენ და დღედაღამ ქიშპობენ, ხოლო თუ რისთვის მიმდინარეობს ამ ორად გახლეჩილ ახალგაზრდობაში დავა, მგონი თვითონაც არ იციან. სკოლაში, ისტორიის მასწავლებელი ხშირად ამბობდა: "კარგი რამ იცოდნენ რომაელებმა: გათიშე და იბატონე!" რატომღაც, მგონია, რომ ამერიკა და რუსეთიც ამ პრინციპით მოქმედებენ ჩვენს წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ამ "საპასუხისმგებლო" საქმეში ჩვენი "მაღალჩინოსნებიც" ეხმარებიან. ჯერ გვხლეჩენ, გვწეწენ, სულიერად გვტეხენ, რადგან იციან, რომ ასე უფრო ადვილად დავმარცხდებით. ამ "ოინს" კი ჩვენი პოლიტიკოსები ვერა და ვერ "მიხვდნენ", ანდა "დუმილის" პრინციპით მოღვაწეობენ. არადა, რატომ ვერ მიხვდნენ ამერიკასა და რუსეთის ასე კარგად ჩაწყობილი გეგმის არსს, განა ზოგმა მათგანმა ინგლისსა და ამერიკაში არ მიიღო განათლება?!. ხოლო ზოგი დღესაც ეწაფება "ცოდნის წყაროს", მაგრამ ამაოდ სწორედ, ასეთი "ნასწავლი" სამი სტუდენტი ჰყავდა ინგა გრიგოლიას სტუმრად ტელევიზიაში. ისინი აქტიურად მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და ახალი ხელისუფლების მოსვლას სახელმწიფოს სათავეში. სტუდენტებისა და ქალბატონი ინგას ცხარე კამათი ერთ-ერთმა მაყურებელმა დაარღვია, რომელმაც ასეთი კითხვით მიმართა სტუმრებს: "რომელ წელს მოხდა ბრძოლა ბაზალეთის ტბასთან?" რამდენიმე წუთი სიმშვიდე იყო გამეფებული, რომელიც ერთმა სტუდენტმა დაარღვია მეტად ირონიული კილოთი ნათქვამი სიტყვებით: "არ ვიცი და მერე რა..." მეორემ კი ბოდიში მოიხადა უცოდინრობისათვის და პატიება სთხოვა მაყურებელს. მესამემ ამაყად განაცხადა: ალბათ სკოლაში, რომ ვიყავი მაშინ მოხდა რაიმე ბრძოლა, თუ არა მეცოდინებოდაო". აი, კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც სახელს უტეხს საქართველოს ტელევიზიას. დარწმუნებული ვარ, იმ სტუდენტებმა არც ის იცოდნენ ვინ იყო გიორგი სააკაძე ან რა მოხდა მაშინ ბაზალეთის ტბასთან.

ესეც ჩვენი მომავალი თაობა და ახალგაზრდობა, რომლებმაც ის უკეთ იციან, როგორ კაბას იცვამს ლელა წურწუმია და რა ზომა ფეხსაცმელს - უცნობი", ვიდრე ის, თუ ვინ იყო გიორგი სააკაძე, ლუარსაბ II, მღვდელი თევდორე, ცოტნე დადიანი და სხვები. ალბათ, ამაში ბრალი, ოჯახსა და განათლების მუშაკებთან ერთად, ტელევიზიას და იმ ჟურნალისტებს მიუძღვიათ. რომლებიც ათასგვარი სიცრუე-უხამსობით აჭრელებენ ჟურნალგაზეთებს და საქართველოს ისტორიისათვის ადგილი აღარ რჩებათ. ტელევიზია უცხოური სერიალების გაშვებით არის დაკავებული, რადგან შესანიშნავი ქართული ფილმები, უკვე, "ძველმოდურია". ჩვენ ხომ "განვითარების" გზას ვადგავართ. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მახსენდება ილია ჭავჭავაძის "მგაზვრის წერილების" ის ადგილი, სადაც ახალგაზრდა მწერალი რუს ჩინოვნიკს შეხვდება. "მთელი რუსეთი ეტლით დადის" - ამაყობს რუსი, ხოლო ილია თავისთვის ჩაილაპარაკებს: "იმიტომაც არის შორს წასული. მე მგონი ჩვენც ეტლით მივდევთ განვითარებულ ქვეყნებს და მართლაც, შორს ვერ წავსულვარ, ისევ იმ ადგილზე ვართ.

ამ ბოლო დროს "ეროვნულმა სულმა" გაიღვიძა საქართველოს ტელევიზიაში და ქართული ტელესერიალებიც გადაიღეს ("წვრილვარსკლავთა ღამე", ძილის წინ"). ესეც უცხოელების მიბაძვა და მათი წეს - ჩვეულებების ჩვენში დანერგვაა. არ შეიძლება ყოველგვარ ყოფით პრობლემაზე ტელევიზიით საუბარი და ისეთი სცენების გადაღება, რომელიც არ შეგვშვენის ქართველებს, ან უფრო სწორად, არ შეგვშვენოდა. ამ სერიალების მიმართ გამოდგება ცნობილი ფრაზა: "სასაცილოა, - სატირალი რომ არ იყოს". ჩვენც ვიცინოთ სანდრო ცერცვაძის ქეთო ტაბაღუას, ვერსაჩეს, ტოტორიკას, ნინო ღონღაძისა და, რაც მთავარია, მარეხის საქციელზე, რა თქმა უნდა თუ არ გვეტირება.

ხოლო ათასში ერთი ალბათ ის, ვინც ილია ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობის" დასასრული კარგად იცის იტირებს კიდეც. რას ვიზამთ, არც ჩვენი სიცილი და არც ტირილი გამოაწორებს იმ პრობლემებს რომლებიც ასე მრავლადაა ირგვლივ. რატომღაც მგონია, რომ გადაშენების კარიბჭესთან ვდგევართ და უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. ჩვენი უჭკუობით თუ პოლიტიკოსთა წაქეზებით, იმ ჭაობისაკენ მივდივართ, რომელშიც ძალიან ბევრი ფეხმორთხმით ზის და გველოდება. ნუთუ? მაგრამ არა:

"ვინც ვეფხვი აქე და თვით ხარ ლომი

და ცოტნეს სული ვისაც გამშვენებს,

ვინც მტკვარს ცრემლად ღვრი

და მაინც მღერი, იმ ერს ვერავინ გადააშენებს..."

ავტორი: ლანა ღიბრაძე


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი