მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სარბიელი
2009-03-05
ან მთავარი, ან წასვლა! ლაშა თოთაძეს დუბლები აღარ ხიბლავს

კიევის "დინამოს" სარეზერვო გუნდში მყოფი ლაშა თოთაძე კვიპროსშია შეკრებაზე და სეზონის განახლებისთვის იქ ემზადება.

თოთაძე უკრაინულ კლუბში შარშან "გაგრადან" გადავიდა და თავისი ყოფილი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რასაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ...- კვიპროსში მოსამზადებლად ყველანაირი პირობაა შექმნილი. აქ მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობთ.

- რამდენი ამხანაგური მატჩი ჩაატარეთ.

- ორი კვირის წინ ჩამოვედით და უკვე სამი ამხანაგური მატჩი გავმართეთ - ორი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, ერთი კი წავაგეთ. მე მუხლი მაწუხებდა და წესიერად არც მითამაშია.

- ახლა როგორ ხარ.

- უკეთესად. ბოლოს ერევნის "ბანანცს" 1:0 მოვუგეთ. მეორე ტაიმში ვითამაშე და მგონი, ურიგოდ არ გამოვიყურებოდი.

- შეკრებაზე წასვლამდე "დინამოს" მთავარ გუნდს გაეჯიბრეთ. რას იტყვი იმ შეხვედრაზე.

- კარგად ვითამაშე. ყოველ შემთხვევაში, მწვრთნელები ასე მეუბნებიან.

- მთავარი გუნდიდან დაინტერესება ხომ არ არის.

- რაღა დაგიმალოთ და, არის. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი თამაში მოეწონათ და ღმერთმა ქნას, პირველ გუნდში ამიყვანონ.

- იური სიომინი თუ გაკვირდებათ.

- მგონი, კი.

- მომზადების დონით რამდენად კმაყოფილი ხარ.

- ნორმალურად გამოვიყურები. ვვარჯიშობ, ვემზადები და ამბიციებიც მაქვს. ყველას უნდა დავუმატკიცო, რომ მთავარ გუნდში გადასვლის ღირსი ვარ.

- კიევის "დინამო" შევსებას ძირითადად "დინამო 2"-დან იღებს...

- ასეა და მთელი აქცენტი ახლა ჩვენზეა. "ვალენსიასთან" სტუმრად უეფას თასის მატჩში ორი გოლი სრულიად უცნობმა ფეხბურთელმა გაიტანა. მე რომ ჩამოვედი, ის აქ ახალი მოსული იყო. სიომინი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდობა და შედეგიც სახეზეა. ცხადია, ლეგიონერებიც ჰყავთ გუნდში, მაგრამ აქაურ ბიჭებსაც დიდ ყურადღებას აქცევენ.

- ქართველებისადმი რა განწყობაა.

- სიომინი ქართველების მიმართ სიმპათიით არის განწყობილი, რასაც ვერ ვიტყვი უკრაინელ მწვრთნელებზე.

- ეს რით აიხსნება.

- ვერ გეტყვით. მე ჩემი საქმე მაქვს, მინდორზე უნდა დავამტკიცო, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ და ამაში ხელს ვერავინ შემიშლის.

- როდემდე გაქვს "დინამოსთან" კონტრაქტი.

- ზაფხულამდე.

- ხელშეკრულების გაგრძელებას აპირებ.

- ზამთარში შემოთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი.

- რატომ.

- კონტრაქტის გაგრძელება მეორე გუნდთან შემომთავაზეს და ეს არ მინდოდა. ან მთავარ გუნდში ვითამაშებ, ან სხვაგან გადავალ. აღარ მხიბლავს მეორე გუნდში კარიერის გაგრძელების პერსპექტივა.

- ვარიანტები გაქვს.

- ახლა უკრაინაში ფინანსური კრიზისია, პოლიტიკურადაც დაძაბული მდგომარეობაა. გაუჭირდა უკრაინულ ფეხბურთსაც. პირველი ლიგის გათამაშება შეიძლება, საერთოდ აღარც გაიმართოს - 20 მარტს უნდა დაწყებულიყო და 1 აპრილამდე გადაიტანეს. რამდენიმე გუნდი დაიშალა და არ იციან, რა მოიმოქმედონ.

- უმაღლეს ლიგაში რა სიტუაციაა.

- უმაღლეს ლიგაში ასეთი პრობლემები ჯერჯერობით არ აწუხებთ.

ავტორი: კახა შალამბერიძე


კალენდარი
დეკემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი