მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ღია ბოქლომი
2007-06-01
ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებისას ხშირად ადგილი აქვს მიწოდების შეწყვეტასა და სიჩქარის დავარდნას.

,,ჯორჯია ონლაინის" DSL მომხმარებლის უმრავლესობასთან დაბლოკილია შემომავალი კავშირი 21, 23, 80, 110, რაც შეუძლებელს ხდის ამ პორტებზე ფუნქციონირებადი პროგრამებისა და პროტოკოლების გამოყენებას. ასევე, დღის განმავლობაში დაბლოკილია ე.წ. P2P პროგრამების გამოყენების შესაძლებლობა-ტორრენტ, ემულე და სხვა.

ამა წლის 25 თებერვლიდან ინტერნეტ სივრცეში ინტერნეტ- მომსახურების მომხმარებლები აწარმოებდნენ გამოკითხვას მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით ვებ-გვერდებზე ანონსის -ბანერის განთავსებით. ,,ჯორჯია ონლაინის", ,,სანეტის" და ,,კავკასუს ნეტვორკის" ქსელებიდან ეს ვებ-გვერდები დაიბლოკა, რითაც მომხმარებელს შეეზღუდათ ამ ვებ-გვერდებზე შესვლა და ზარის დაფიქსირება.

,,სანეტის" . ,,ჯორჯია ონლაინის" და ,,კავკასუს ნეტვორკის" გაერთიანების და ,,ჯორჯია ონლაინთან" საკონტაქტო და ტექნიკური მხარდაჭერის სატელეფონო სისტემასთან ინტეგრავციის შემდეგ, შეუძლებელი გახდა კომპანიებისგან ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფორმაციის ოპერატიულად მიღება.

საჩივარში დასმული საკითხების შესწავლის შემდეგ, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ,,სანეტის", ,,კავკასუს ნეტვორკისა" და ,,ჯორჯია ონლაინის" მიერ ირღვევა მოქმედი კანონმდებლობა.

საზოგადოებრივი დამცველი აღნიშნავს, რომ მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებით ისარგებლოს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და გამოიყენოს იგი ნებისმიერი მიზნისთვის. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთს უფლება აქვს მოსთხოვოს შემსრულებელს მომსახურების შეუფერხებელი გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება და უფლებების რეალიზაციისათვის ხელშეწყობა.

საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ შL მომხმარებლისათვის 21, 23, 80, 110 და სხვა პორტებზე შემომავალი კავშირის დაბლოკვით ,,ჯორჯია ონლაინის" მიერ დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული მომხმარებლის უფლება მიიღოს ხარისხიანი მომსახურება.

პორტებზე შემომავალი ზარების დაბლოკვის შედეგად, მომხმარებელი მოკლებულია შესაძლებლობას თავისუფლად მიიღოს მისთვის სასურველი და აუცილებელი ინფორმაცია, რაც საზოგადოებრივი დამცველის თვალსაზრისით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით." ეს ნორმაა დარღვეული მომხმარებელთა მიერ მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით შექმნილი ვებ-გვერდების დაბლოკვის ფაქტთან დაკავშირებით.

მითითებული კომპანიების მხრიდან ვებ-გვერდების დაბლოკვის ფაქტის დასადასტურებლად, საზოგადოებრივმა დამცველმა კომისიაში მტკიცებულებად წარადგინა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლის განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ვებ-გვერდები დაიბლოკა მათ წინააღმდეგ მიმართული ,,შავი პიარის" აღკვეთის მიზნით.

ხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით, საზოგადოებრივი დაყრდნობით, საზოგადოებრივი გამცველი ითხოვს:

მომხმარებლისთვის ინტერნეტ-მომსახურების უწყვეტად და შეუფერხებლად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიჩქარით მიწოდებას; ვებ-გვერდების, პორტების და პროტოკოლების ბლოკირების მოხსნას ყველა მომხმარებლისთვის; 24 საათიანი ტექნიკური დახმარებისა და საინფორმაციო სატელეფონო ნომრების მომხმარებლისათვის შეუფერხებლად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

კომუნიკაციების კომისია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზეპირ მოსმენას 15 ივნისს გამართავს, მანამადე კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტი საზოგადოებრივი დამცველის განცხადებაში მოყვანილ დარღვევებს შეამოწმებს.

მედია.გე

ავტორი: სოსო ხოფერია


კალენდარი
ოქტომბერი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი