მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ღია ბოქლომი
2007-06-01
სამუსიკო სკოლების რეფორმების სიახლეები ან რეფორმის წარმატებული ნაბიჯები სენაკის სამუსიკო სკოლაში (ფარული აუდიო ჩანაწერების მასალების საფუძველზე)

როგორც იქნა 2005 წლის 20 დეკემბერს სენაკის სამუსიკო სკოლის მოქმედი დირექტორის მოსალოდნელ გათავისუფლებაზე გაფრთხილებით დაწყებული რეფორმა გადამწყვეტ სტადიაში შევიდა ძალაში 2007 წლის 1 აპრილიდან. შვებით ამიოისუნთქა სენაკელმა რამდენიმე ტემპერამენტიანმა ქალბატონმა.. საქართველოს არცერთ სამუსიკო სკოლაში მსგავსი რეფორმა არ განხორციელებულა. ჩვენი ქალაქი ხომ განსაკუთრებული აღმოჩნდა ამ მხრივ. როგორც მოგახსენეთ პირველი აპრილიდან განხორციელდა ძირითადი ძვრები საყოველთაო სიკეთისაკენ. საქმე ეხება ახალი სასწავლო გეგემების შემოღებას და თანამშრომელთა ხელფასების ზრდას. მთავარი მიღწევა მოცემულ ეტაპზე გახლავთ სკოლის ხელმძღვანელების (მილიუტინა ლუკიანცევას) ხელფასების შთამბეჭდავი ზრდა-შესაბამისად 500 და 400 ლარამდე.

მათ ეტყობა სამუსიკო სკოლა კი არა ქიმიური ქარხანა ჩააბარეს და ხელფასებიც განსაკუთრებით მძიმე და მომწამვლელი სამუშაოს შესრულებისათვის გაუზარდეს. უსამართლობა იქნება, რომ არ აღინიშნოს დირექციის ზრუნვა პედაგოგებზე. მათი ხელფასებიც გაიზარდა 1-დან 10 ლარამდე. ეს ყველაფერი 1 აპრილიდან მოხდა. კაცმა რომ იკითხოს რატომ მაინც და მაინც 1 აპრილიდანო? ასეთ პასუხს გავცემდი-ეს ხომ სიცილის და იუმორის აღიარებული დღეა.

ჰოდა მოდით ყველამ ერთად ვიოხუნჯოთ.

ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, დირექციას მართლაც ეკუთვნის ასეთი ხელფასი, კიდე მეტსაც იმსახურებენ ისინი შრომითი მამაცობისათვის. გარდა ადმინისტრაციული თავდადებისა, მათი კვირეული დატვირთვა შეადგენს 24 საათს. ახლა კი ცოტა მათემატიკასაც მოვუხმოთ: სამუშაო კვირა შემოფარგლულია 40 სამუშაო საათით. 40 გამოვაკლოთ 24 უდრის 16 საათს. თუკი ჭორებს დავუჯერებთ მათი სამუშაო დღე11 საათზე იწყება. ეს ოქროს ფასად ღირებული 16 საათი კი რაიონის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ცნობისათვის: სამუსიკო სკოლის დაფინანსება 2007 წელს 10.000 ლარით გაიზარდა. კიდევ უფრო მეტიც ყნდა ყოფილიყო ჩვენი აზრით. ეს თანხა მხოლოდ დირექციის შენახვას ძლივს ყოფნის: 500*12=6.000 ლარს, 400*12=4800 ლარს. 6000ლარს+4800 ლარი=10.800 ლარს. უხეში გაანგარიშებით დირექციის შენახვას დააკლდა 800 ლარი. მაგრამ არა უშავს.

მშობელთა კრებები ჩატარდა. მშობლები გაგვაფრთხილეს, რომ სექტემბრიდან სწავლის ქირა ალბათ მოიმატებს ჯერ კიდევ უცნობი ციფრით. ამის გასამაგრებლად დირექტორი შაქრის ფასი ზრდას იშველიებს. საინტერსოა შაქარი და პური მარტო ორ ქალბატონს სჭირდება?

გარდა ამისა სკოლას არც გათბობა აქვს და არც შუქი. ჩვენი აზრით სკოლის დაფინანსების ზრდა მხოლოდ ორი ქალბატონის მატერიალურ კეთილდღეობაზე არის გათვლილი.

ნუთუ მართლა ჩალით არის დახურული ეს ქვეყანა? ან საიდან მოაქვთ ამდენი ჩალა ზოგიერთებს?

ცნობისთვის: ჩალას საკმაოდ დიდი ფასი ადევს. ეს ფუფუნება კონა 20 შაური ღირდა. ვარაუდობენ, წელს კონა 40 შაური მაინც იქნება. ვინ გაიღებს ამდენ ხარჯს? ცნობილი სიმღერისა არ იყოს: ,,შაური შენ, შაურიმე..."

ახლა კი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. სკოლის ხელმძღვანელობა იმედია იზრუნებს მასწავლებელთა კეთილდღეობაზე და წინსვლაზე. ამისთვის 60 წელს მიტანებულ ქალბატონებს მთელი სიცოცხლე წინა აქვთ. ვუსურვოთ წარმატებები 1 აპრილს რეფორმების ავტორებს, მათ მხარდაწერებს და ჯერ კიდევ ,,იდუმალ" მფარველ ანგელოზებს.

თუ მშობლებს გაეზარდათ თავიანთი შვილების თვიური გადასახადი, მაშინ იძულებული გახდებიან ბავშვები სკოლიდან გაიყვანონ, მომავალ პირველ აპრილამდე, ძვირფასო რეფორმატორებო!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ზუგდიდს სტუმრობდა

3 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პარტიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას სტუმრობდა. ზუგდიდის მუზეუმიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ღვთისმშობლის კვართი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს, რომელიც სამების ტაძარში, საგანგებოდ დამზადებულ ლუსკუმაში ჩააბძანეს.

Pპატრიარქმა, ზუგდიდში წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, წირვა-ლოცვა აღავლინა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსს-მეუფე გერასიმეს, ფოთისა და ხობის ეპისკოპოსს გრიგოლს და ჩხალთა-ბათუმის ეპისკოპოსებს, მიანიჭა მიტროპოლიტის ხარისხი. მღვდელმსახურები მამა გალაქტიონი, მამა ილარიონი, მამა ანდრია აყვანილ იქნნენ დეკანოზის ხარისხში. უწმინდესმა პარაკლისი აღავლინა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელზე.

ქადაგებაზეPპატრიარქმა განაცხადა, რომ საქართველოს გაერთიანება სამეგრელოდან უნდა დაიწყოს.

გენერალური პროკურატურა: ირაკლი ბათიაშვილისთვის ბრალის წაყენება მისი პოლიტიკური შეხედულებების

და საჯარო გამოსვლების გამო არ მომხდარა

გენერალური პროკურატურა განმარტავს, რომ პოლიტიკური მოძრაობა ,,წინ საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი არ გაუსამართლებიათ მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და საჯარო გამოსვლებისათვის.

გენერალური პროკურატურის გამომძიებელმა ირაკლი კობიძემ 23 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბათიაშვილი ბრალდებული იყო კონკრეტული ქმედებისთვის, კერძოდ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, 2006 წლის ივლისს ამბოხებული ემზარ კვიციანის დახმარებისთვის, რაც მიზნად ასახავდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას.

ბათიაშვილი არწმუნებდა კვიციანს მისი მოქმედების მიმართულებაში და უღვივებდა წარმატების მიღწევის რწმენას. ბათიაშვილი არწმუნებდა კვიციანს, რომ ის (ბათიაშვილი) უზრუნველყოფდა ამბოხებულთათვის სზოგადოებრივ-პოლიტიკური მხარდაჭერის ორგანიზებას, აძლევდა კვიციანს კონკრეტულ რჩევებს ამბოხების საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად", განაცხადა კობიძემ.

გამომძიებლის განმარტებით, ,,ბათიაშვილი მოუწოდებდა კვიციანს გაეგრძელებინა დანაშაულებრივი ქმედებები, ხოლო, კვიციანი, თავის მხრივ, ანგარიშს აბარებდა ბათიაშვილს გადადგმული ნაბიჯების და სამომავლო გეგმების შესახებ. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული გარემოებები, რომელიც დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დაცვის მხარემ ვერ უარყო."

კერძოდ, კობიძის ინფორმაციით, არ ყოფილა არცერთი მტკიცებულება, სადაც ბათიაშვილი საჯაროდ დაგმობდა ამბოხის ფაქტს და მოუწოდებდა ამბოხებულებს იარაღის დაყრისაკენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდების მიერ სეკითხვებზე, ბათიაშვილმა, პასუხის გაცემის ნაცვლ;ად, დუმილის უფლება გამოიყენა. გარდა ამისა დაცვის მხარემ, გამოძიებისა და სასამართლო წარმოების არცერთ ეტაპზე, ეჭქვეშ არ დაუყენებია წარდგენილი სატელეფონო ჩანაწერების ნამდვილობა. ,,დაცვის მხარემ მხოლოდ ბოლო ეტაპზე, დაუსაბუთებლად, პროცესის გაჭიანურების მიზნით, მოითხოვა სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე ფონოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნა", განაცხადა კობიძემ.

სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილს 23 მაისს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი დარბაზში მსხდომმა პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს. ისინი თვლიან, რომ ბათიაშვილი აზრის გამოხატვისთვის დასაჯეს.

ავტორი: მზია პირველი, სენაკიდან.


კალენდარი
ოქტომბერი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი