მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ღია ბოქლომი
2007-06-01
კრისტი შელია: "ძალიან კონფლიქტური ადამიანი ვარ, ამიტომ ხშირად ვიმყოფები სტრესულ მდგომარეობაში..."
(893) 515 839

ტელე-რადიო კომპანია ,,ოდიშის", მომხიბვლელი მუსიკალური წამყვანი, კრისტი შელია დაიბადა 1989 წლის 13 აგვისტოს, ზოდიაქოს ნიშნით არის ლომი. ჩვენთან საუბრისას მან ზოგადად ისაუბრა თავის პროფესიულ საქმიანობაზე და პირად ცხოვრებაზე აგრეთვე ნომრის სტუმარმა სამომავლო გეგმებიც გაგვანდო.

კრისტი შელია: ამჟამად ვარ აბიტურიენტი და ვემზადები გამოცდებისათვის, ვაპირებ ჩავაბარო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, პარალელურად გერმანიაში ვარ ჩარიცხული ,,ჯაზის აკადემიაში" ამიტომ ყოველ ნახევარ წელიწადში მიწევს იქ ჩასვლა და გამოცდების ჩაბარება, ვაპირებ ვიმუშაო გაზეთის რედაქციაშიც, რადგანაც ძალიან მიყვარს სტატიების წერა. Yყველამ კარგად ვიცით, რომ თავიდან ჟურნალისტი სწავლობს წერის კულტურას, ჟურნალისტიკის სფეროს გაღრმავება სწორედ აქედან იწყება. რაც შეეხება ტელევიზიას, დაგეგმილი გვაქვს ბევრი, ახალი პროექტის განხორციელება.

-კრისტი, გულახდილად გვითხარი ტელეწამყვანის ამპლუაში უფრო მოგწონს შენი თავი თუ რადიო-წამყვანის?

მართალი გითხრა რადიოში უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს. ამ სფეროში მუშაობის ხუთი წლის სტაჟი მაქვს და ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია რადიოს გარეშე. მაგალითად ზოგჯერ ისე ხდება, რომ ერთი კვირით მიწევს სხვაგან გამგზავრება და რადიოში ვერ მივდივარ, ამ დროს მიჩნდება დანაკლისის გრძნობა, ზუსტად ასეთი გრძნობა მაქვს, (მართალია არც ისე დიდი ხანია, რაც ტელევიზიაში ვმუშაობ, მაგრამ აქაც შევიგრძენი, რაღაც ახლო ნათესაური გრძნობა) როცა ტელევიზიას, თუნდაც დროებით, ვშორდები. მიუხედავად ამისა რადიოს სიყვარული მაინც სჭარბობს ჩემში, განსაკუთრებით მიყვარს რუსულ-ენოვანი გადაცემა, იქ მართლა შემიძლია ჩემი თავის ამოცნობა.

-როდესაც გადაცემა თV-სმს-ი მიგყავს. თითქმის ყოველთვის გაქვს სხვა და სხვა თემები შერჩეული, მაყურებლის მხრიდან რა თემას მოჰყვა ყველაზე დიდი გამოხმაურება?

-როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა სიყვარულის თემას. უმრავლესობას ძალიან ბანალური განმატრება აქვს სიყვარულზე, რაც არ მომწონს და სწორედ ამიტომ ვცდილობ, ასეთი თემები არ მქონდეს გადაცემაში.

-ქალსა და მამაკაცს შორის ,,გენდერული თანასწორობა" ჩვენთან ჯერ ისევ პრობლემატური თემაა. შენ რას იტყვი ამის თაობაზე?

- საერთოდ მე ყველასთან და ყველაფერში დემოკრატიას ვაფასებ. მემგონი ყველაფერი ქალზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ბრძენია ქალი, როდესაც მას სურს წარმართოს თავისი პოლიტიკა, მას უნდა ჰქონდეს იმდენი დიპლომატია, გამჭრიახობა მონდომება და ქალური ეშხი, რომ მამაკაცი დაიყოლიოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცი სუსტი ნებისყოფის არის და აუცილებლად დაგყვება, თუკი ერთმანეთს აფასებენ ამ შემთხვევაში პრობლემატური არ უნდა იყოს ,,გენდერული თანასწორობა".

-ვინ არის შენი მეუღლე და რა პროფესიის არის იგი?

-ჩემი მეურლე არის გურიკა ჭითანავა, ის პროფესიით იურისტია და მუშაობს პოლიციის სამმართველოში.

-მოსწონს თუ არა მეუღლეს შენი საქმიანობა?

-ჩვეულებრივ სრულფასოვან მამაკაცს სურს, რომ გვერდით ყავდეს სრულფასოვანი ქალი, ჩემი მეუღლე საკუთარ თავს თვლის სრულფასოვან მამაკაცად, მაშასადამე მას აღარ უნდა, რომ გვერდით ყავდეს ისეთი ქალი, რომელიც სამზარეულოს იქით არაფერს ხედავს, აქედან გამომდინარე, ჩემი ყოველგვარი კარიერული წარმატება არის მისი წარმატებაც.

- ჩაცმულობასთან დაკავშირებით შენიშვნებს თუ გაძლევს?

-კი. ყოფილა ასეთი შემთხვევა, როდესაც მეცვა ძალიან ამოღებული სამოსი, მას უთქვამს და მეორეჯერ აღარ ჩაიცვაო, მაგრამ კომფლიქტამდე არ მისულა ჩვენი საუბარი, ალბათ, იმიტომ, რომ თვითონ არ ამწვავებს სიტუაციას, მას აქვს იმდენი დიპლომატია და იმდენად ყოფნის თავისი მამაკაცური შესაძლებლობები, რომ ადამიანურად ამიხსნას და მეც ყველაფერს ვგებულობ.

- როცა სასიყვარულო შ შ-ს გიგზავნიან, რა რეაქცია აქვს ამაზე მეუღლეს?

პირდაპირ ეთერში სასიყვარულო სმს-ებს ხშირად მიგზავნიან. მეგონა, რომ ამაზე მწვავე რეაქცია ექნება, მაგრამ ასე არასდროს მომხდარა. ყოველი ასეთი სმს-ის წაკითხვისას მაქვს ადეკვატური რეაქცია და სათანადოდ ვპასუხობ. ჩემი მეუღლე ხელმძღვანელობს ერთი პრინციპით: ,,მე მიხარია რომ ქალი, რომელიც ყველას მოსწონს მყავს მხოლოდ და მხოლოდ მე".

-ამას ასე ხმამაღლა აცხადებს?

-არა, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ასე ფიქრობს.

-ხარ თუ არა კონფლიქტური და ოდესმე თუ ყოფილხარ დეპრესიულ მდგომარეობაში?

-როდესაც ვბრაზდები, ვმღერივარ ,,Hჰავანა გივას". ძალიან კონფლიქტური ადამიანი ვარ, ამიტომ ხშირად ვიმყოფები სტრესულ მდგომარეობაში. ხელოვან ადამიანად ვთვლი საკუთარ თავს, და ამიტომ ,,როგორც ხელოვანს" მეპატიება. სამსახურში ბოლომდე ვიხარჯები და ვიღლები, როგორც სულიერად ისე ფიზიკურად, ძალიან ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება ყველაფერს ისე არ ვაკეთებ, როგორც სჯობია, ვთვლი, რომ ჯერ არა ვარ პროფესიონალი ჟურნალისტიკაში. ყველაზე ძლიერ დეპრესიულ მდგომარეობაში მაშინ ვიყავი, როცა გერმანიაში საცხოვრებლად გავემგზავრე, მთელი ოჯახით. იმ ერთი წლის განმავლობაში მუდმივად ვიყავი დეპრესიის ქვეშ თითქოს აგურები მეწყო თავზე, არასოდეს არ დამავიწყდება ის შინაგანი შეგრძნება, ძალიან რთული იყო შეყვარებულთან და მეგობრებთან განშორება. სწორედ ამიტომ იქაური წარმატება დიდად არ მახარებდა.

-რაც შეეხება სიმღერას, ეს უბრალოდ შენი ჰობია, თუ სერიოზულად ფიქრობ მომღერლის კარიერაზე?

-როდესაც გერმანიაში ვიყავი, იქ დავიწყე მუსიკალურ სფეროში ჩემი შესაძლებლობების გაღრმავება. ჩამოსვლის მერე გავთხოვდი, ალბათ ამიტომ მომღერლობაზე ფიქრი მეორე პლანზე გადავიდა, არა იმიტომ, რომ ამის განხორციელება შეუძლებელია. მაშინ როდესაც საქართველოში შოუ-ბიზნესის ინდუსტრია განვითარდება, უფრო მეტი შანსი მექნება გავხდე პროფესიონალი მომღერალი, მაგრამ მიუხედავად ამის, მე მაინც არ ვიქნები გულხელდაკრეფილი და ვაპირებ ჩავწერო ახალი სიმღერა.

-კრისტი, რამდენ უცხო ენას ფლობ?

-ხუთი ენა ვიცი: ინგლისური, რუსული, გერმანული, და ბერძნული და ესპანური დამწერლობის გარეშე ვიცი.

-როგორი მზარეული ხარ?

-კერძების მომზადება ძალიან მიყვარს, თუმცა ვაღიარებ, რომ ქართულ, ტრადიციულ კერძებს არ ვამზადებ ,, უპირატესობას ვანიჭებ ჩემი ფანტაზიით შექმნილ კერძებს, რადგანაც ეს უფრო ავანგარდულია, ასევე ძალიან მიყვარს ბერძნული და იტალიური სამზარეულო.

-ქალი, რომ მომხიბლელად გამოიყურებოდეს, შენი აზრით, რა არის მნიშვნელოვანი?

-პირველ რიგში ქალი სულიერად უნდა იყოს დასვენებული, როდესაც ქალი სულიერად კარგად გრძნობს თავს ის ამ დროს გარეგნულადაც კარგად გამოიყურება. სილამაზისთვის აუცილებელია კონტრასტული აბაზანები, სათანადო მაკიაჟი. კოსმეტიკური საშუალებები აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. ძალიან სასარგებლოა ძილი, ასევე საჭიროა სხვა და სხვა ვიტამინების მიღება.

ავტორი: მარი ჩხეტია


კალენდარი
ოქტომბერი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი