მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ღია ბოქლომი
2007-06-01
,,გვრიტებში" ღია მეცადინეობები და ზეიმები ხშირად იმართება? როგორ აღვზარდოთ ბავშვი სიცოცხლის პირველ წლებში?!...
ფსიქოლოგი

(898) 269 356

ერთი წლის ბავშვი თავს ანებებს ძუძუს წოვას და პირველ დამოუკიდებლობას აღწევს, პატარა იდგამს ფეხს, საბოლოოდ სცილდება დედის ორგანიზმს, იპყრობს ახალ სივრცეს, ეცნობა საგანთა მრავალფეროვნებას. წარმოთქვამს ერთსიტყვიან წინადადებას. იგი სიარულსა და მეტყველებას უფროსების მიბაძვით სწავლობს. სიარულის დაუფლებისას აღარ აკმაყოფილებს ხოხვა. ცდილობს გამართულმა ორ ფეხზე გაიაროს. ამაში მშობლების წაქეზება და ,,კუნთური გრძნობა" ეხმარება, ბავშვი სიძნელეების გადალახვას თანდათან წარმატებით ახერხებს.

მეტყველების სწავლისას დიდი მნიშვნელობა აქვს დედის მიერ ბავშვთან ურთიერთობაში საუბარს. არის შემთხვევები, როცა დედა დაღლილობის გამო მხოლოდ ბავშვის მოვლით შემოიფარგლება. სიტყვიერ ურთიერთობას კი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს. არასასურველი შედეგების შემთხვევაში კი სწუხს, რომ მისი შვილი სხვა ბავშვებისაგან განსხვავებით, არ ლაპარაკობს. ახალგაზრდა დედა შფოთავს, გარშემო მყოფებისა და ექიმისაგან შველას ელის.

ბავშვმა, რომ ლაპარაკი დროზე ისწავლოს, ჯერ უნდა მოისმინოს. მას კარგი სმენა აქვს. დაბადების პირველი დღეებიდანვე მეტყველების სწორი ფორმები უნდა მიიღოს, თანაც აქტიურად და ხშირად. არასწორი მოსმენის შედეგას ორმაგად დაამახინჯებს სიტყვებს. პირველი იმიტომ, რომ გაუმართავი სიტყვა ან წინადადებები მოისმინა და მეორე იმიტომ რომ პატარას სამეტყველო აპარატი ჯერაც გაუმართავია. პედაგოგები და ფსიქოლოგები კატეგპორიულად მოითხოვენ, რომ ბავშვს მშობლებმა ენა არ მოუჩლიქონ ,,ბუა"-არ არსებობს, ,,აუა"-ძაღლი არ არის, არც პურია "ბაბა".

ზოგჯერ ბავშვი ახალ სიტყვებს იგონებს. აქ კი საშიში არაფერია. არ ღირს მკაცრი შენიშვნები. სჯობს განვუმარტოთ მშვიდად და მოთმინებით მივუთითოთ. ბოლოს ამ სიტყვებს იგი თვითონვე ,,გადაადგილებს".

ფეხის ადგმასთან ერთად პატარა გარშემომყოფ, ახალგაცნობილ საგანთა აღთქმას იწყებს. ჯერ სათამაშოს უსინჯავს გემოს, აგდებს არახუნებს; ცდილობს მის თვისებებში გარკვევას. საგანთა მნიშვნელობას რომ ჩასწვდეს, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება უნდა ისწავლოს. მაგალითად ფანქარი თავის მოსაფხანი არ არის, საპონი სურნელოვანია, მაგრამ უგემური, კოვზის დანიშნულება იატაკზე რახუნი არ არის და ა.შ, ამ შემთხვევაშიც მშობლების სწორი აღზრდისა და სწავლების იმედი უნდა ვიქონიოთ

ზემოთთქმულიდან უნდა დავასკვნათ, რომ ბავშვი დაბადებიდანვე სოციალური არსებაა. ის მხოლოდ გარშემომყოფთა კეთილგანწყობის, აღზრდისა და სწავლების შედეგად ჩამოყალიბდება სრულყოფილ პიროვნებად.

ავტორი: მარინა კვიკვინია


კალენდარი
ოქტომბერი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი