მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ღია ბოქლომი
2007-06-01
რა იწვევს მოზარდთა განსაკუთრებულად სასტიკ დანაშაულს?...

არასრულწლოვან დამნაშავეთა ჩამოყალიბების მრავალი მიზეზი არსებობს. 12-დან 15-წლამდე მოზარდი გარდამავალ, ანუ რთულ ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნება. ეს ის პერიოდია როდესაც ახალგაზრდები აღარც ბავშვები და ჯერაც სრულწლოვანი არ არიან. თუმცა ამის გაცნობიერება უჭირთ, ან სურთ. ვაჟებს ხმა უბოხდებათ ამოსდით წვერ-ულვაში, გოგონებს პირიქით ხმა უწვრილდებათ, აღნაგობით ქალიშვილებს ემსგავსებიან. Oორივე სქესის მოზარდები სიმაღლეშიც იზრდებიან და უჩნდებათ ილუზია, თითქოს ისინი დიდები და დამოუკიდებლები არიან, სამწუხაროდ მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტორი, როგორიცაა ეკონომიკური დამოკიდებულება ოჯახის მიმართ. ისინი იწყებენ მშობლებთან და მასწავლებელთან უხეშობას ზემოდან უყურებენ, ძალადობენ უმცროსებზე და ფიზიკურად მასზე სუსტ თანატოლებზე. მოზარდების ფსიქო-ემოციური ფონი არამყარია, რაც მძლავრი სქესობრივი მომწიფების თანმდევი მოვლენაა. ხშირად მათი საქციელი გაუწონასწორებელი და აგრესიულია. აგრესიის მცირე ნაწილს შინ და სკოლაში ხარჯავენ. დიდი წილი კი ქუჩაში, უბანში იხარჯება. ძველი მეგობრები ახლა უკვე წვრილმანებსაც აღარ ჰპატიობენ ერთმანეთს, იწყება გაუთავებელი ცემა- ტყეპა და გარჩევები, რაც ზოგჯერ ფატალური შედეგითაც მთავრდება, ქუჩის არაჯანსაღი გარემო, ქურდული მენტალიტეტის, ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების მქონე ელემენტები არასრულწლოვანთა ჩათრევას და გამოყენებას ცდილობენ. სწამლავენ მათ ფსიქიკას არაჯანსაღი ღირებულებებით. არასწორ მოტივაციას უქმნიან და დიდობის მოთხოვნილების მქონე ახალგაზრდები ჭეშმარიტ ფასეულობათა იგნორირებით იქმნიან ახალ როლს ,,ავტორიტეტისა". ,,ქურდი ყოჩაღია", მას ვერ დაჩაგრავენ, ხომ შეიძლება ისინიც კარგი ბიჭები დადგნენ. მოსწონთ, რომ უბანი ანგარიშს უწევდეთ. მის მიღწევას იარაღის საშუალებებით ცდილობენ. ავტომატურ იარაღს საკუთარ სახლში იპარავენ, დანის ყიდვა კი საქართველოში ჯერაც სიძნელეს არ წარმოადგენს. ზოგჯერ ალკოჰოლიან სასმელს უპრობლემოდ ყიდულობენ და იქვე, ქუჩის კუთხეში სვამენ. ღმერთმა ნუ ქნას, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაც მოექცნენ და მათი თვითკონტროლი ნულს უტოლდება. აგრესიის მართვა მოზარდებს სიფრთხილეში კი უჭირთ. შინ დაბრუნებულები საშინელებათა ფილმების ცქერით ერთობიან. მოზარდებს არასწორი მშობლები მიდგომა და ოჯახური აღზრდის შეცდომები კიდევ უფრო უბიძგებს ხოლმე ქუჩისაკენ. მაგ: თუ მამას ,,არ სცალია" შვილთან სასაუბროდ ან სათამაშოდ, არ ესწრება მშობელთა კრებას იმ მიზეზით, რომ ეს მისი საქმე არ არის, მოსწავლე არ არის დაკავებული სპორტით, მხატვრული ლიტერრტურის კითხვით, ოჯახის წევრებზე ზრუნვით და ამ ყველაფერზე მშობლებს რეაქცია არა აქვთ, მოზარდის თავისუფალი დრო ქუჩაში ფეხბურთის თამაშით ან ,,ლაყბობით" შემოიფარგლება, მაგრამ უფროსები ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, უკვე უნებლიედ სწირავენ მას გაუცხოებისა და ქუჩისათვის.

ამას აღარ ახსოვს, რომ შვილების აღზრდა დიდი ხანია მეუღლეს გადაულოცა. ავადხსენებული ,,გარდამავალი ასაკის" მოსვლასთან ერთად ყველაფერი ,,ყირაზე დგება". მამა დედას ადანაშაულებს, დედა-შვილს, შვილი ორივეს ერთად და ისევ ქუჩაში გარბის. მშობლებს საბოლოოდ ეცვლებათ ხელიდან შვილის აღზრდის სადავეები. თავში ხელს იშენენ და თითს ,,მთავარი დამნაშავის"-სკოლისაკენ იშვერენ, რათა პასუხისმგებლობა სხვას გადააბარონ. ავიწყდებათ, რომ შვილი ოჯახის სარკეა. სკოლის როლის უგულებელყოფას, რათქმა უნდა არ ვაპირებთ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ოჯახური აღზრდა, გადამწყვეტია პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში.

გვერდს ვერ ავუვლით საქართველოში ბოლო 18 წლის განმავლობაში არსებულ ვითარებას. ეროვნული მოძრაობით დაწყებული, არასტაბილური პოლიტიკური პოლიტიკური მდგომარეობა, ომები, ეკონოომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა, მთავრობის ხშირი ცვლა, ოჯახში-ანუ სახელმწიფო უჯრედშიც არასტაბილურ და აგრესიულ გარემოს ქმნიდა. Bბავშვებზე ჯავრის ამოყრა გაბრაზებულ არაერთ მშობლებს უცდია ბავშვები ხომ ,,დაბალი ღობეა", მათ ხომ ხმის ამოღების უფლებაც არ აქვთ ბავშვობიდან გამოსულები კი აგრესიას აგრესიითვე პასუხობენ. მოთმინებიდან გამოსულნი სიმსვიდეს ისევ ქუჩაში ეძებენ, იქ სადაც არც არავინ წაუკითხავთ მორალს.

სწორედ, ყველა ეს მიზეზი ერთად არსებული იწვევს განსაკუთრებით საშიშ დანაშაულს. ეს ის პიკია, რომელიც დაგროვილი უარყოფითი ემოციის შედეგად წარმოიშვა. რა ვქნათ? რით ვუშველოთ უკვე განწირულ თაობას? Nნუთუ გამოსავალი არ არსებობს? იქნებ ჯერაც ძალიან გვიან არაა? იქნებ ახლა მაინც, მშობლები, პედაგოგები, ფსიქოლოგები, ეკლესია დავირაზმოთ, გარკვევული პროგრამა შევიმუშავოთ? იქნებ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს?

ზუგდიდში ჩატარდა სემინარი

თემაზე ,,გავეცნოთ ევროკავშირს''

ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომუშავე ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებისათვის პროექტით-,,გავეცნოთ ევროკავშირს" - გათვალისწინებული სემინარი გამართა.

ამ პროექტს ფონდი ,,ინტერნიუსი" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა.

სემინარები საქართველოს ოთხ რეგიონში (იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი) მომუშავე ჟურნალისტებისათვის ჩატარდა. Pპირველი სემინარი ქუთაისში, 2007 წლის 24-25 თებერვალს გაიმართა.

მეორე სემინარში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომუშავე 20-მდე ჟურნალისტი მონაწილეობდა.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პოლიტოლოგი გია ნოდია, ამავე ინსტიტუტის პროექტების კოორდინატორი თამარ პატარაია და ჟურნალისტი ია ანთაძე.

სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პირველი მრჩეველი, პოლიტიკური, ეკონომიკური და პრესის განყოფილების უფროსი რობინ ლიდელი, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების მენეჯერი ოლივერ რეიზნერი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ახორციელებენ რეგიონში.

რობინ ლიდელმა ისაუბრა სამეზობლო პოლიტიკის და ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. ოლოვერ რეიზნერმა კი, ჟურნალისტებს ევროპულ ღირებულებებზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებზე მოუთხრო, მან მსმენელებს სამეგრელო-ზემო სავნეთში მიმდინარე ევროკავშირის პროექტების მიზნებიც გააცნო.

სემინარზე ექსპეტებმა მიმოიხილეს ევროპული ინტეგრაციის ისტორია და ევროკავშირის გაფართოების ეტაპები, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, ისაუბრეს ევროკავშირის და საქართველოს პოლიტიკურ და ეკონოკიკურ თანამშრომლობაზე და მის შედეგებზე, საქართველოს სწრაფვაზე ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ და იმაზე, თუ რას მოუტანს ამ მიზნის მიღწევა.

ექსპერტმა ჟურნალისტების ყურადღება მიაპყრეს ქართული მედიისა და საქართველოსათვის ევროკავშირის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში, იმას, თუ როგორ აშუქებს ქართული მედია ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებს.

ჟურნალისტმა ია ანთაძემ ამ საკითხების შესახებ გამოქვეყნებული კონკრეტული საგაზეთო სტატიებიც განიხილა. ისაუბრა თუ როგორ გაუმჯობესდეს ევროკავშირის შესახებ მასალების ხარისხი.

თითოეული საკითხის განხილვა საინტერესო დისკუსიით მთავრდებოდა. სემინარზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი: ,,ქართული ჟურნალისტის მიერ დანახული ევროკავშირის ახალი წევრი სახელმწიფოები-სლოვაკეთი და ლიტვა" (გადაღებულია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით)

ავტორი: მარინა კვიკვინია


კალენდარი
ოქტომბერი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი