მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ღია ბოქლომი
2007-06-01
ალექსანდრე ქობალია ზოგიერთი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, ზრუნავს ჩვენი ქალაქის განვითარებაზე
ტელ.: (855) 176 533

ჟურნალ "ღია ბოქლომის" სტუმარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია, რომელიც ზოგიერთი ჩინოვნიკისგან განსხვავებით, ზრუნავს ქალაქის განვითარებაზე.

მკითხველისთვის საინტერესოა თუ როგორ მოგვარდება ქალაქში არსებული პრობლემები, და რა მნიშვნელოვანი სიახლეების განხორციელებაა დაგეგმილი ზუგდიდიში. ინტერვიუს მთავარი თემაც სწორედ ეს მნიშვნელოვანი საკითხები გახლავთ.

" ზუგდიდი 5 წლის შემდეგ იქნება ულამაზესი ქალაქი, განვითარებული ინფრასტრუქტურითა და გაუმჯობესებული იერსახით. პირადად მე მონდომებას არ ვაკლებ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი ყურადღების რეალურად განხორციელების საქმეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქალაქში აშკარად დადებითი ძვრებია, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში." - აცხადებს ბატონი ალექსანდრე.

ალექსანდრე ქობალია: როგორც ცნობილია ზუგდიდი ამჟამად არის ერთიანი თვითმმართველი ერთეული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ახლად არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და კანონით ჩამოყალიბებული მუნიციპალიტეტს გამგეობის მეშვეობით მიმდინარეობს ზუგდიდის როგორც თვითმართველი ერთეულის მართვის სრულყოფის პროცესი. საკრებულოს მიერ მიღებულია მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტები, რომლის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგეობა ანხორციელებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

რამოდენიმე დღის წინ განხორციელდა მუნიციპალიტეტის საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, გადაისინჯა და დაზუსტდა ბიუჯეტის ცალკეული მუხლები, მარტო საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციის შედეგად გამონთავისუფლდა 200 ათასი ლარი, რომელიც დამატებით მიმართულ იქნა ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარებისათვის.

-პრეზიდენტის პროგრამები წარმატებით ხორციელდება?

-დიახ, გეგმისამებრ. მიმდინარეობს ცენტრალური პარკის მშენებლობის სამუშაოები, აგრეთვე სპორტული დარბაზის მშენებლობა; დაწყებულია ზუგდიდ ანაკლიის გზის ასფალტირების სამუშაოები; უკვე დასრულდა სოფ. განმუხურში - ახალგაზრდული ბანაკის მშენებლობა; დაწყებულია დარჩელი-განმუხურის გზის 14კმ-იანი მონაკვეთის კაპიტალური რემონტი, განმუხურში მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები;

დაწყებულია ქალაქის შენობების ფასადების, გარე განათებისა და შიდა გზების შეკეთების სამუშაოები;

-ქალაქის გარეუბნების განათება კვლავ გაგრძელდება?

-2007 წელს კვლავაც გაგრძელდება ქალაქის გარეუბნების გარე განათების სამუშაოები, ასევე გაგრძელდება სოფლის ცენტრების გარე განათების სამუშაოები. მიმდინარეობს გარე განათების სამუშაოები კომბინატის დასახლებაში, 2007 წელს გათვალისწინებული გვაქვს გარე განათების სამუშაოები განვახორციელოთ შემდეგ მონაკვეთებში: ცენტრალური სტადიონიდან ენგურის ხიდამდე სულ 8 კმ. განათდება აგრეთვე ჭითაწყარ-ცაიშის დარჩენილი 5 კილომეტრიანი მონაკვეთი. განათება მოეწყობა ქალაქის ქუჩების მნიშვნელოვანი ნაწილში.

ასევე 2007 წელს გათვალისწინებულია განხორციელდეს შენობების ფასადების შეკეთება; მრავალბინიანი სახლების სახურავების რემონტი; ქალაქის სანიაღვრე გაყვანილობების მოწესრიგება; შიდა გზების კაპიტალური შეკეთება; ხელოვნურსაფარიანი მინი ფეხბურთის სტადიონების გაშენება; ქალაქის გამწვანების სამუშაოები; გაზიფიკაციის სამუშაოების დამთავრება; თითოეულ ღონისძიებებზე შემუშავებულია პროგრამები და გრაფიკები.

-რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც გამგებელი გახდით?

-2005 წელს მაისში დავინიშნე, ყოფლი ზუგდიდის რაიონის გამგებლად, თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ არჩეული ვარ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელად, აღსანიშნავია ის, რომ ვარდების რევოლუციის შემდგომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონების განვითარებას, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლება და პირადად ბატონი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს ზუგდიდის განვითარებას. Pპირადად მე მონდომებას არ ვაკლებ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი ყურადღების რეალურად განხორციელების საქმეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აშკარაა დადებითი ძვრებია ქალაქში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში. მიღწეულ დადებით შედეგებში ასევე აღსანისშნავია სამხარეო ადმინისტრაციის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა, პრეზიდენტის რწმუნებული ბატონი ზაზა გოროზია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ზუგდიდის განვითარების საქმეს (საკითხავია... რედაქციის მინაწერი).

-ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება?

-განხორციელებული, მიმდინარე და მომავალში დაგეგმილი სამუშაოები რომელიც კი შეეხება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს პარალელური პროცესების, კერძოდ დასაქმებისა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.

-დასაქმების პროგრამებზე რას გვეტყვით, როგორ მუშაობს? დასაქმებულთა რიცხვმა თუ იმატა?

-ჩვენი ამოცანაა შეიქმნას ბიზნესის განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემო. ინვესტორისათვის მიმზიდველი გახდეს ზუგდიდი, როგორც ხედავთ ამ კუთხით მიმდინარეობს დადებითი პროცესები, უკანასკნელ პერიოდში ამოქმედებულ ფირმებში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი. უშუალოდ ბიზნესში დასაქმება მოსახლეობის აქტივობაზეც არის დამოკიდებული.

-მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბოლო პერიოდში ქალაქის აღორძინებისათვის რა პროექტები დააფინანსა?

-დაფინასებულია ქალაქის დასუფთავებისათვის ტექნიკის შეძენის პროექტი. მალე დამონტაჟდება ნაგვის ყუთები. დაიწყება ზუგდიდის ქუჩების გამწვანების სამუშაოები; ზუგდიდის გარე განათების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები; რესურსცენტრის ზუგდიდის ოფისის სარემონტო სამუშაოები; და სხვა მრავალი მინი პროექტი;

-მუნიციპალიტეტის გამგეობა, ვეტერანებისათვის დაფინანსების გაზრდას თუ გეგმავს?

-უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებში, რაც უმთავრესად გულისხმობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის ახალი მექანიზმების გამოყენებას აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობა ძირითადად დახმარებებს მიიღებს სააგენტოების მეშვეობით ან ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით. მაგალითად 9 მაისს ვეტერანებმა უშუალოდ პრეზიდენტის განკარგულებით მიიღეს ერთჯერადიდახმარება . ეს ფუნქცია რომ შეესრულებინა თვითმმართველობებს ბევრი ვეტერანი ვერც მიიღებდა დახმარებას, რადგან დამოკიდებული იქნებოდა ადგილობრივი ბიუჯეტის შესაძლებლობებზე. მიუხედავად ამისა ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია ვეტერანთა საბჭოს მეშვეობით განხორციელოს ვეტერანთა დახმარების ცალკეული პროგრამები.

-უკვე დიდი ხანია ზუგდიდიში მცხოვრებ მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდა, ამ პრობლემაზე თუ მუშაობთ?

-შემუშავებული გვაქვს ზუგდიდის განვითარების პროგრამები, რომელთაგან მნიშვნელოვანია, ცენტრალური წყალმომარაგებისა და გამწმენდი ნაგებობის აღდგენა.

-და ბოლოს, რას უსურვებდით ზუგდიდის მოსახლეობას?

- მოხუცებს, ვეტერანებს, ყველა ხანშიშესულ ადამიანს ვუსურვებდი ბედნიერ სიბერეს, სოციალური პრობლემების უმოკლეს ვადაში გადაწყვეტას, მათი შრომის დაფასებას.

-ახალგაზრდობას ვუსურვებ მისცემოდეთ მათ თავიანთი ნიჭის, შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება. ყველას ვუსურვებდი ეცხოვროთ, თავისუფალ, ეკონომიკურად ძლიერ, გამთლიანებულ საქართველოში.

ავტორი: ილია ჩაჩიბაია


კალენდარი
ოქტომბერი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი