მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
შირაქი
2011-10-14
სამართალი დედობის სახელით

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დედოფლისწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდის უფლება ბიოლოგიურ დედას, ხელვაჩაურის რაიონში მცხოვრებ 29 წლის მარიზა კირკიტაძეს დაუბრუნდა.
5 წლის გოგონა კირკიტაძემ 1 წლის წინ გვიან ღამით თავისსავე საცხოვრებელ ბინაში მძინარე მარტო ჩაკეტა და სოფელი დატოვა, რა დროსაც პატარამ გამოიღვიძა და მარტოდ დარჩენილი ისტერიკაში ჩავარდა. კირკიტაძე მცირეწლოვანი შვილის ბედით ერთი წლის მანძილზე არ დაინტერესებულა. დიდი ხნის შემდეგ გამოჩენილ დედას კი ბავშვის ნახვა ყოფილმა მეუღლემ აუკრძალა, თუმცა არც პატარას ჰქონდა დედასთან დალაპარაკების სურვილი.
დედის უფლებების აღდგენის მოთხოვნით მარიზა კირკიტაძემ სასარჩელო განცხადებით ჯერ ხელვაჩაურის, შემდგომ კი დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოებს მიმართა. დედოფლისწყაროს სასამართლოს მიერ დედის სარჩელის დაკმაყოფილების მიუხედავად, ბავშვი ამჟამად კვლავაც სოფელ სამთაწყაროში, მამის ოჯახში იზრდება.
"1eმოსამართლე შორენა ყაველაშვილის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გავასაჩივრეთ. საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ბავშვს დედა არ უნდა და სპეცრაზმით ხომ არ წაიყვანენ?... ვაპირებთ, ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გავასაჩივროთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დედას, რომელიც შვილს უპატრონოდ მიატოვებს და შემდეგ 9 თვის მანძილზე ერთხელაც არ დაინტერესდება მისი მდგომარეობით, აუცილებლად უნდა ჩამოერთვას დედობის უფლება. თანაც გასათვალისწინებელია, რომ მან ბავშვის სამკაულებიც თან წაიღო. მოსამართლე დედის არგუმენტებით და მისი პოზიციით უკმაყოფილო ჩანდა, მაგრამ საბოლოო ჯამში სოციალურმა მუშაკმა განაცხადა, რომ დედას მიაკუთვნეთო და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. სასამართლოს პოზიცია გასაგებია, მაგრამ აქ სხვა გარემოებებიც გასათვალისწინებელია. ამ ქალბატონს ბავშვის მიმართ დედობრივი სიყვარული არ გააჩნია, არც შესაბამის მზრუნველობას იჩენდა მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ. სასამართლო პროცესზეც მუდმივად იცინოდა, მაშინ, როცა საკმაოდ სერიოზულ საკითხზე მიდიოდა დავა. მათი თანაცხოვრება ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ თავად ბავშვი ვერ ეგუება დედას და არც ეს უკანასკნელი ცდილობს ურთიერთობის დათბობას,"1c "13 აცხადებს მოპასუხე მხარის ადვოკატი ვასილ უნაფქოშვილი და იმედი აქვს, რომ სამართალი იზეიმებს და დედას, რომელმაც საკუთარი შვილი ასე გაწირა, დედობის უფლებას ოფიციალურად ჩამოართმევენ.
გაზეთ "1eშირაქის"1c რედაქცია მოვლენათა განვითარებას კვლავაც აქტიურად მიადევნებს თვალყურს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 6 წლის მაკა ასლანიძე ამ დროისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში აგრძელებს სწავლას. უახლოეს დღეებში ბავშვის აჭარაში წაყვანა არ იგეგმება.




კალენდარი
დეკემბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი