მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
შირაქი
2011-10-14
ცესკო დედოფლისწყაროელ ჟურნალისტებს შეხვდა

10 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მომუშავე ჟურნალისტებს შეხვდნენ და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. სამუშაო შეხვედრა გაზეთ "1eშირაქის"1c რედაქციაში შედგა. მას ესწრებოდნენ ცესკო"13ს კომუნიკაციების კონსულტანტი ნიკოლოზ პროსტასერდოვი, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნინო კაკაბაძე და ცესკო"13ს მედია"13კონსულტანტი თამარ მჭედლიშვილი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მედიისა და ცესკო"13ს ურთიერთობაზე, სტუმრებმა მზადყოფნა გამოხატეს მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტები შეხვედრის დასრულების შემდეგ კმაყოფილებას გამოხატავდნენ და მიიჩნევდნენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობა და რეგიონულ მედიასთან აქტიური თანამშრომლობა პრინციპულად მნიშვნელოვანია.
"1eშეხვედრის მთავარი მიზანი ურთიერთობების გაღრმავება და მომავალი ურთიერთთანამშრომლობაა. მედიით ხშირად ისმის არაობიექტური და დაუსაბუთებელი ბრალდებები საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით. რადგან მომავალ წლებში ჩვენს ქვეყანაში ორი არჩევნებია დაგეგმილი, ვცდილობთ, რეგიონულ მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობის კუთხით სხვადასხვა აქტივობები დავგეგმოთ. გვინდა, რომ რაიონებში მომუშავე ჟურნალისტებიც ხშირად გვეხმიანებოდნენ და ახლა სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ. ყველა რაიონში ჩასვლას და მსგავსი ტიპის შეხვედრებს ვგეგმავთ, ეს იქნება როგორც გაცნობითი ხასიათის, ისე ჩვენი ხედვების გაცვლის საუკეთესო საშუალება. ამიერიდან იმდენად ხშირად ვაპირებთ რეგიონულ მედიასთან შეხმიანებას, შეიძლება ითქვას, თავიც კი უნდა მოვაბეზროთ მათ... აქტიური თანამშრომლობა კი ვფიქრობთ, რომ დადებით შედეგებს მოიტანს, რადგანაც არჩევნები ძალზე სპეციფიური საკითხია. ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას და მედიასთან მჭიდრო კავშირს გადამწყვეტი როლი აქვს,"1c "13 აცხადებს შეხვედრის ორგანიზატორი თამარ მჭედლიშვილი.
როგორც ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი აცხადებს, ცესკო"13ს თანამშრომლებმა რაიონებში ჩასვლისა და ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვეს: "1eძალიან საჭირო და დროული შეხვედრა შედგა. სასიხარულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია რეგიონული ჟურნალისტებითაც სერიოზულად დაინტერესდა. იმედი მაქვს, ჩვენი შეხვედრა ძალზე ნაყოფიერი იქნება. ვინაიდან მომავალი წლები ჩვენი ქვეყნისთვის არჩევნების წლებია, ცესკო"13მ გადაწყვიტა მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს რეგიონული მედიის ხელმძღვანელებთან და ცალკეულ ჟურნალისტებთან. ისინი გულისტკივილს გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონული მედია ხშირ შემთხვევაში არ ცდილობს საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობის გაღრმავებას და, რაც ყველაზე მთავარია, ინფორმაციის პირველ წყაროსთან გადამოწმებას. მათი მიზანია, რომ არსებული ვითარება გამოსწორდეს და პოზიტიური ძვრები შეინიშნებოდეს,"1c "13 ამბობს ილია მარტყოფლიშვილი.
ცესკო-ს წარმომადგენლები დღის მეორე ნახევარში საოლქო-საარჩევნო კომისიის ოფისში, რეგიონული მედიის ჟურნალისტებს გურჯაანსა და ლაგოდეხშიც შეხვდნენ. მათი განმარტებით, რეგიონულ მედიასთან ამგვარი შეხვედრები და სემინარები ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.




კალენდარი
დეკემბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი