მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
შირაქი
2011-12-16
"სოკარმა" პირველი სადგური გახსნა
ქალაქ დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" ახალი ბენზინგასამართი სადგური გაიხსნა. ის თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ობიექტი აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებთან ერთად, საზეიმო ვითარებაში გახსნა ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" დირექტორმა დავით ზუბიტაშვილმა.
წითელი ლენტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილთან და გამგებელ ნიკოლოზ შანშიაშვილთან ერთად გაიჭრა. ზუბიტაშვილმა დასაქმებულ ადამიანებს მუშაობის დაწყება მიულოცა და უსაფრთხო და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერეს კომფორტულად მოწყობილი სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, გასახდელი, საშხაპე და ტუალეტი, რომლებიც ეზოშიცაა მოწყობილი.
მათი განმარტებით, ობიექტზე დაცულია უსაფრთხოების წესები და სანიტარიული ნორმები. აქ დასაქმებულ პერსონალს, რომელიც 13 ადამიანს შეადგენს, საკმაოდ მაღალი ანაზღაურება, ამასთანავე - უფასო ერთჯერადი კვება და სპეციალური ტანსაცმელი აქვს.
ზუბიტაშვილმა მადლობა გადაუხადა საკრებულოს თავმჯდომარეს, რადგან სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად მოხდა კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" დედოფლისწყაროში შემოსვლა.
შეგახსენებთ, რომ ოთხი თვის წინ დედოფლისწყაროში არსებული ბენზინგასამართი სადგურების მასობრივად ხელში ჩაგდების საკითხზე პრესაში აქტიურად იწერებოდა. მაშინ ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონე აცხადებდა, რომ ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია არასწორია და სადგურის გაჩერებას არ აპირებდნენ: "ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურს 90 ათას დოლარად ვყიდი... ამ საკითხზე და ზეწოლის ფაქტებზე სხვა არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ!.. დანარჩენი "სოკარს" ჰკითხეთ. მე ვყიდი და თქვენ შეიძენთ თუ "სოკარი", ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს," - მეწარმე გიორგი ბიკაშვილმა ეს კომენტარი მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში გააკეთა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო.
მაშინ სადგურის გასხვისების ფაქტის გადამოწმება ისევ მეპატრონესთან ვცადეთ. ამჯერად ბიკაშვილი სოკარისთვის მიყიდვას არ ადასტურებდა და აცხადებდა, რომ ობიექტი მხოლოდ გააქირავა. ის სოკარის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლაზე არც ამჯერად საუბრობდა, თუმცა მიანიშნებდა, რომ ბოლო დროს მუშაობას ვეღარ ახერხებდნენ. შეგახსენებთ, რომ ამ ობიექტიდან სულ რამდენიმე მეტრში, ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე სოკარმა კიდევ ერთი ტერიტორია შეისყიდა და კიდევ ერთი ბენზინგასამართი სადგურის გახსნას გეგმავს.





კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი