მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
შირაქი
2011-12-16
გარემოსდაცვითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
14 დეკემბერს თელავში, სასტუმრო "ძველ თელავში" პროგრამის "ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი, სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების, დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროგრამა USAID-ის მიერ 6 მილიონი აშშ დოლარით არის დაფინანსებული. მისი მიზანია საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება ბუნებრივი რესურსების, მათ შორის წყლის, მიწის, მცენარეული საფარისა და ეკოსისტემების გამოყენებისა და მართვის გზით.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პეტრე კიკნაძემ განუცხადა, პროექტი კახეთში სამ რაიონში, თელავში, ახმეტასა და დედოფლისწყაროში განხორციელდება.
"მდინარე ალაზანი ახმეტიდან დედოფლისწყარომდე გაედინება, ასევე მდინარე იორი, რომლის აუზის შესწავლაც ხდება. პროექტის ფარგლებში მოხდება წყლის ხარისხის, მართვის, რესურსების შესწავლა, მდინარის აუზებზე ინფორმაციის შეგროვება. ასევე მოწესრიგდება საირიგაციო სისტემები, რომლებიც აღარ ვარგა", -აღნიშნა პეტრე კიკნაძემ.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ალაზნის, ივრის და რიონის აუზზე ინფორმაციის შეგროვება, მის საფუძველზე ოთხი საპილოტე აუზის შერჩევა და ამ ტერიტორიებზე დეტალური კვლევების ჩატარება. ასევე, ეროზიის, მეწყერისა და წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების გატარება.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ხორციელდება კახეთში, სადაც წყლის საკითხი უფრო მეტ აქტუალობას იძენს. გარემოს დაცვის სამინისტრო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა კონცეფციაზე, რომლის პრეზენტაციაც დღეს მოხდა. იმედი გვაქვს, რომ პროექტი წარმატებული იქნება," - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ზედგინიძემ.
4 წლიანი პროგრამის განხორციელება 2010 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი "გლობალური წყლები მდგრადობისთვის" ქოლგა პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ ხორციელდება, რომლის წამყვანი ორგანიზაცია ფლორიდის უნივერსიტეტია.
პროგრამის პარტნიორები არიან იუნესკოს ჰიდროლოგიური განათლების ინსტიტუტი, ქეა საერთაშორისო, ვინროკ ინტერნეიშენალი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ჩENN.




კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი