მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
შირაქი
2011-12-16
"ყველაზე ჭკვიანი-2011" გამოავლინეს
დედოფლისწყაროს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით პატარა ინტელექტუალების კონკურსი გაიმართა, სადაც საუკეთესო გუნდი და "ყველაზე ჭკვიანი-2011" გამოავლინეს.
პირველი ადგილის მოსაპოვებლად ერთმანეთს ქალაქ დედოფლისწყაროს პირველი და მეორე საჯარო სკოლების გუნდები "იდეალი" და "ვუნდერკინდი", ასევე კერძო სკოლა "ბენაურის" გუნდი "რჩეული" ეჯიბრებოდნენ.
როგორც დედოფლისწყაროს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელმა თამარ ბაღაშვილმა გაზეთ "შირაქს" განუცხადა, მათი ორგანიზებით ინტელექტუალური შეჯიბრებები ინტენსიურად ტარდება. კონკურსი სამ ტურად ჩატარდა, მეოთხე ტურში კი ერთმანეთს გუნდების კაპიტნები გაეჯიბრნენ და დამატებითი ქულების მოსაპოვებლად თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ისინი სხარტ აზროვნებაში პაექრობდნენ. დამატებით ტურში, ინდივიდუალურად, ყველაზე მეტი, 5 ქულა გუნდ "რჩეულის" კაპიტანმა მოაგროვა, ხოლო "ვუნდერკინდისა" და "იდეალის" კაპიტნებმა მხოლოდ 3-3 ქულის მოგროვება შეძლეს, რამაც გუნდების ძირითად შედეგებს შორის ძირეული ცვლილება ვერ შეიტანა.
საბოლოო ჯამში, ქულათა ოდენობით, თავდაპირველად მეორე საჯარო სკოლის გუნდი "ვუნდერკინდი" ლიდერობდა, თუმცა ის მესამე ტურში "რჩეულმა" 2 ქულით ჩამოიტოვა.
მიუხედავად იმისა, რომ -1 საჯარო სკოლის ინტელექტუალებმა გუნდურ მუშაობაში ყველაზე დაბალი ქულები აჩვენეს, ინდივიდუალურ შეჯიბრში ყველაზე სხარტი აზროვნება სწორედ ამ სკოლის მოსწავლემ გამოავლინა და კონკურსში პირველი ადგილი დაისაკუთრა. ჟიურიმ დედოფლისწყაროში "ყველაზე ჭკვიანი- 2011"-ის წოდება -1 საჯარო სკოლის მოსწავლეს ნინო მახარაშვილს მიანიჭა. ჟიურის შემადგენლობაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის წარმომადგენლები შედიოდნენ.
"ბოლო დროს ძალზე აქტუალურია ამგვარი შეჯიბრები, გადაცემები და კონკურსები. დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს დედოფლისწყაროელი მოზარდები უფრო გახსნილები იყვნენ, გამოავლინონ ცოდნა და ინტელექტი, მიიღონ გამოცდილება და მომავალში ქვეყნის მასშტაბით წარმოაჩინონ დედოფლისწყარო. მიმაჩნია, რომ ასეთი შეჯიბრებები ხშირად უნდა ტარდებოდეს. დღევანდელმა შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა, ძალზე ნაყოფიერი დღე იყო,"- განუცხადა გაზეთ "შირაქს" ჟიურის თავმჯდომარე მაყვალა მაძღარაშვილმა.
"პირადად მე ინტელექტუალური სატელევიზიო გადაცემები ძალიან მიყვარს, ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და დიდი სურვილი მაქვს, რომ დედოფლისწყაროელი ახალგაზრდებიც აქტიურად ჩაებან ამგვარ გადაცემებში. ამ მხრივ აქამდე ძალიან პასიურობდნენ და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ აქტიურად წარმოვაჩინოთ დედოფლისწყაროს რაიონიც," - ამბობს პროექტის ავტორი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სპეციალისტი თამარ ცოფურიშვილი.
"მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ინიციატივით, ტრადიციულად, ხშირად იმართება ამგვარი შეჯიბრებები, კონკურსი გასულ წლებშიც ჩავატარეთ და გამარჯვებულებიც გამოვავლინეთ. ტრადიციას არც წელს ვუღალატეთ და ინტელექტუალებს თავი კვლავაც მოვუყარეთ. თავდაპირველად პატარა ბავშვებით დავიწყეთ, შემდეგ ასაკობრივი ჯგუფები შედარებით გავზარდეთ. კითხვებიც შესაბამისად შეირჩა," - აღნიშნავს დედოფლისწყაროს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელი თამარ ბაღაშვილი.
მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მათემატიკური შეჯიბრებების გამართვა იგეგმება და ამგვარი კონკურსები კვლავაც ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
თამარ ბაღაშვილმა მოსწავლეებს წიგნების აქტიურად კითხვისა და განათლების გაღრმავებისკენ მოუწოდა. მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელ ჩვენს რეალობას განათლებული თაობა სჭირდება.


ავტორი:  ილია მარტყოფლიშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი