მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
შირაქი
2011-12-16
კახეთში შიდსით დაინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთში შიდსის ვირუსით დაინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკულ ცენტრში განუცხადეს, რეგიონში შიდსით სულ 127 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 102 მამაკაცია, 25 ქალი და ორი ბავშვი.
მონაცემები რაიონების მიხედვით ასე ნაწილდება: ახმეტის რაიონში შიდსის ვირუსით დაინფიცირების 35 შემთხვევაა რეგისტრირებული; ლაგოდეხში -15; ყვარელში -10; თელავში - 39; გურჯაანში - 16; საგარეჯოში - 1; დედოფლისწყაროში - 1; სიღნაღში -10.
"2010 წლის დეკემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში შიდსის ვირუსით დაინფიცირების 17 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი. კლება აღინიშნება, როგორც საქართველოში, ისე კახეთის რეგიონში. 2011 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, კახეთში შიდსით დაინფიცირებული 6 ადამიანი გარდაიცვალა. კახეთის რეგიონში შიდსით სულ 36 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო საქართველოში ამ დაავადებით 680 ადამიანი გარდაიცვალა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკული ცენტრის ექიმმა-ეპიდემიოლოგმა ნატალია გარუჩავამ.
მისივე თქმით, 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში შიდსის ვირუსით დაინფიცირების 389 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. გასულ წელს, 403 ახალი შემთხვევა იყო რეგისტრირებული, 2011 წელს კი 72 აივ ინფიცირებულია გამოვლენილი.
საქართველოში აივ ინფექციის პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა. ამჟამად ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში 3080 აივ დადებითი პირია რეგისტრირებული.




კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი