მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
შირაქი
2011-12-16
აივ-ინფექცია - შიდსი
1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ქვემოთ გთავაზობთ საუბარს, თუ რა არის შიდსი, როგორ ავიცილოთ იგი თავიდან და როგორ მოვიქცეთ დაავადების შემთხვევაში.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) - ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ეს ვირუსი აზიანებს უშუალოდ ადამიანის იმუნურ სისტემას და გამოყავს იგი მწყობრიდან, რის შედეგად ინფიცირებულ პირს ადვილად ემართება სხვადასხვა ინფექციური ან სიმსივნური დაავადებები, რომელიც როგორც წესი, სასიკვდილო შედეგით მთავრდება.
თანამედროვე კლასიფიკაციით დაავადებას ეწოდება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექცია (აივ ინფექცია), ხოლო ტერმინით "შიდსი" აღინიშნება აივ ინფექციის განვითარების ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების კლინიკური ნიშნები.
აივ ინფექცია თავისი ხასიათით, მიმდინარეობით და შედეგებით განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება.
არსებობს აივ ინფექციის გადაცემის სამი ძირითადი გზა:
დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ინფიცირებულ პირთან;
ინფიცირებული სისხლის გადასხმა, დაბინძურებული შპრიცის ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება (ნარკოტიკების ინტრავენული მოხმარებისას);
ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.
დადასტურებულია, რომ შიდსის ვირუსი არ გადადის აივ ინფიცირებულთან ხელის ჩამორთმევით, კოცნით, მოხვევით, აგრეთვე, დაცემინებით, დახველებით, საერთო ტუალეტით, აბაზანით და საცურაო აუზით სარგებლობისას, კოღოს და მწერების ნაკბენით. საშიში არ არის აივ ინფიცირებულთან ყოფნა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში.
ვირუსის შეჭრიდან ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, რომელიც საშიალოდ 3-10 წელი გრძელდება, ინფიცირებული ადამიანი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობს, შიდსი კლინიკურად გამოვლინდება მხოლოდ იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ. ყველაზე ხშირად მას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:
ტემპერატურის უმიზეზო მატება ერთ თვეზე მეტი ხანი;
ძლიერი საერთო სისუსტე;
მომატებული ოფიალობა;
გახანგრძლივებული ფაღარათი;
ლიმფური კვანძების გადიდება;
სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე;
გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას;
თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;
ნერვული სისტემის სხვადასხვა დაზიანება (მენინგიტი, ენცეფალიტი, პოლინეიროპათია და ა.შ.).
შიდსი საფრთხეს უქმნის მთელ მოსახლეობას, მაგრამ განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან ნარკომანები, ჰომოსექსუალები, მეძავები და მათი პარტნიორები, (ვენერიული დაავადებების მატარებლები), სისხლის რეციპიენტები. აგრეთვე, სამედიცინო პერსონალი, მოგზაურები.
საქართველოში აივ ინფქციის გავრცელების ხელისშემწყობ ფაქტორებად ითვლება გავრცელებული ინტრავენური ნარკომანია. მოსახლეობის მზარდი მიგრაცია საზღვარგარეთ, მოსახლეობის დაბალი ცოდნის დონე შიდსის შესახებ, ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალებების ნაკლებობა, აგრეთვე, თავდაცვის საშუალებების (პრეზერვატივების) დაბალი მოთხოვნილება.
საქართველოში 2011 წლის 1 დეკემბერის მონაცემებით, შიდსის ცენტრში (ალ. ყაზბეგის გამზირი 16) დაფიქსირებულია აივ ინფიცირების 3080 შემთხვევა (2268 - მამაკაცი, 812 - ქალი). ამ წელს გამოვლინდა 389 ახალი შემთხვევა, აქედან 55,6% მოდის ინტრავენურ ნარკომანიით, 37,5% - ჰეტეროსექსუალური კონტაქტით, 3,4% - ჰომოსექსუალური კონტაქტით დასნებოვნებაზე. შემთხვევათა უმრავლესობა დაფიქსირებულია თბილისში.
ვინაიდან აივ ინფექციას სპეციფიკური კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, გადამწყვეტი მის დიაგნოსტიკაში არის ლაბორატორიული გამოკვლევა. დიაგნოსტიკა ემყარება სისხლში საკუთრივ ვირუსის, მისი ცალკეული ნაწილაკების და ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლინებას. ეს უკანასკნელი სისხლში ჩნდება ვირუსის შეჭრიდან 6-8 კვირის შემდეგ, ამიტომ გამოკვლევა უნდა ჩატარდეს შესაძლო ინფიცირების მომენტიდან სულ ცოტა თვენახევრის შემდეგ.
სამწუხაროდ, დღეისათვის არ არსებობს შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა შექმნილია რიგი ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც წარმატებით გამოიყენება ინფექციით მკურნალობისას. აივ ინფექციასთან ბრძოლაში გადამწყვეტ ფაქტორად რჩება პროფილაქტიკური ღონისძიებები: პირველ რიგში საზოგადოების სათანადო განათლება, ჯანსაღი და წესიერი ცხოვრების წესის დანერგვა, თავდაცვის საშუალებების (პრეზერვატივის) გამოყენების დანერგვა, აგრეთვე, სამედიცინო, მანიპულირების უსაფრთხოების უზურნველყოფა, სისხლის პრეპარატების და დონორების შემოწმება, სტერილიზაციის და დეზინფექციის პრინციპების დაცვა, ორსული ქალების ტესტირება აივ ინფექციაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალშობილის ინფიცირება. და ბოლოს, მცირედი ეჭვის დროსაც კი, დროულად ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევა.
დედოფლისწყაროს მოსახლეობის საყურადღებოდ კი ვაცხადებთ, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრი, საქართველოში მოქმედი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უზრუნველყოფს აივ ინფექციის გამოსავლენ დიაგნოსტიკური ტესტების მოწოდებას. უფასო ანალიზი განკუთვნილია გინეკოლოგიურ კაბინეტში აღრიცხვაზე მყოფი ორსული ქალბატონებისათვის. ასევე, ნებისმიერ მოსახლესაც შეუძლია, სურვილისამებრ, ჩაიტაროს ფასიანი გამოკვლევა შიდსსა, B და ჩ ჰეპატიტზე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ჯანდაცვის ცენტრი





კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი