მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
შირაქი
2011-12-16
ქალური მომხიბვლელობის საიდუმლო
დაფიქრებულხართ ოდესმე, რატომ ხდება, რომ თითქოსდა უნაკლო გარეგნული მონაცემების მქონე ლამაზმანის მიმართ მამაკაცი ხშირად გულგრილი რჩება მაშინ, როცა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ, უბრალო გარეგნობის ქალს თაყვანისმცემლებისგან მოსვენება არა აქვს?! სწორედ ეს გახლავთ ქალური შარმის საიდუმლო - ის, რასაც, შესაძლებელია, თავად ქალი ვერც კი აცნობიერებდეს, მამაკაცის ყურადღების მიღმა არასოდეს დარჩება.
თუმცა არსებობენ მამაკაცები, რომელთაც მხოლოდ ერთი, გარკვეული სტილის ქალები მოსწონთ. მაგალითად, მარლონ ბრანდოს მხოლოდ და მხოლოდ ეგზოტიკური სისხლის ქალბატონები ხიბლავდნენ და ვერანაირი ქერა ლამაზმანი მას გემოვნებას ვერ შეუცვლიდა.
თანამედროვე მამაკაცების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მათი უმეტესობა, მხიარულ, კარგად მოვლილ, ამავე დროს უშუალო, გულღია ქალებს ანიჭებს უპირატესობას. კიდევ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ სპორტული, მებრძოლი სულის, მატერიალურად ფეხზე მყარად მდგარი, ოპტიმისტი ქალბატონები, რომელთაც მამაკაცისთვის ღირსეული მეგობრობის გაწევა შეუძლიათ და მისგან გადამეტებულ ზრუნვას და ყურადღებას არ მოითხოვენ.
საინტერესოა, რომ გამოკითხვისას ერთი, კონკრეტული თმის ფერისა ან აღნაგობისთვის უპირატესობა არავის მიუნიჭებია. ზოგადად კი მამაკაცებს არ მოსწონთ გარეგნულად (განსაკუთრებით ვერ იტანენ თმის ლაკს და "მრავალსართულიან-, მოუხერხებელ ტანსაცმელს) თუ შინაგანად ხელოვნური, ანგარებიანი, ინფანტილური და მეწვრილმანე ქალები.
ქალური მომხიბვლელობა ძალზე ინდივიდუალურია და არანაირ სტანდარტს არ ექვემდებარება. გამოხედვა და ჟესტები, ღიმილი და ხმის ტემბრი - მამაკაცი ამ ყველაფერს ერთიანობაში აღიქვამს და მისთვის სასურველი ქალიც სახეზეა. ალბათ ამიტომაც არის ასეთი ძნელი, იპოვო ადამიანი, რომელიც აღფრთოვანებული დარჩება შენი მცირედი უცნაურობებით და შენი პატარა ფიზიკური ნაკლიც კი ეყვარება.
ასე რომ, სიყვარული მხოლოდ ლამაზმანთა ხვედრი როდია. ნებისმიერ ქალს შეუძლია ვიღაც ერთისთვის იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე - სხვისთვის. ამიტომ, არ ღირს სრულყოფილებასთან მიახლოებულ, იდეალურ ქალთან მსგავსებაზე იოცნებოთ და ძირფესვიანად გარდაქმნათ საკუთარი ნატურა. ამგვარი გზით მიღწეული სრულყოფილება წარმატებას ნაკლებად მოგიტანთ. ის ხიბლი კი, რაც სწორედაც რომ თქვენს ინდივიდუალობაშია, შესაძლებელია, სამუდამოდ გაქრეს.

რუსთაველის ქუჩაზე იყიდება საცხოვრებელი ერთოთახიანი ბინა პირველ სართულზე, სახალხო აფთიაქის გვერდით. გამოდგება კომერციული საქმიანობისთვისაც. ფასი შეთანხმებით. ყიდვა შეიძლება განვადებითაც. ტელ: 595-97-99-01, იკითხეთ ლია.




კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი