მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-04-15
გელა შეყილაძე ბოლოს და ბოლოს ნაკრებშია

ნებისმიერ ქვეყანაში ნაკრებში მოთამაშეთა გამოძახება და შემადგენლობის შერჩევა მხოლოდ მწვრთნელის პრეროგატივაა და ამ საქმეში არავინ არ უნდა ჩაერიოს. მასმედია კი იმისთვის არსებობს, რომ საკუთარი აზრი, ზოგჯერ მწვავე, გამოთქვას.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობას გაახსენდა, რომ ამ ქვეყნად არსებობს შესანიშნავი მცველი გელა შეყილაძე და უკრაინელებთან საბურთაოდ გამოიძახეს. რატომღაც გვგონია, რომ ამაში ლომის წილი ქართულმა პრესამ შეიტანა, რომლის წარმომადგენლები ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტ აღშფოთებას გამოვთქვამდით გელას იგნორირების გამო.

გელა შეყილაძეს აქვს ყველა მონაცემი, რომ საქართველოს ნაკრები გააძლიეროს. იგი ძალზე გამოცდილი, შეიძლება ითქვას, უნივერსალური მცველია, რომელსაც შეუძლია როგორც დაცვის ცენტრში, ასევე ფლანგზე თამაში. თავის გუნდში, ბელგიურ "ლიერსში", საჭიროების დროს გელას საყრდენი ნახევამცველის ფუნქციებიც შეუსრულებია.

ბელგიის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა. თავად გელას უთქვამს, აქ ისე თამაშობენ, მოედნიდან თუ მთელი გახვედი, პირჯვარი უნდა გადაიწეროო. ბევრი ჩვენი ლეგიონერისაგან განსხვავებით, შეყილაძე მუდამ ძირითად შემადგენლობაშია. გასულ სეზონში კი იგი "ლიერსის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ, საერთოდ, ფეხბურთში მცველებს ნაკლებად აფასებენ, ეს დიდი მიღწევა გახლავთ, თანაც უცხოელისათვის. მით უმეტეს, ბელგიაში, სადაც ერთობ დაძაბულ და ძალისმიერ ბრძოლებთან ერთად თავდაუზოგავი, ძალიან შემტევი თამაშებიც იმართება და მცველებს უდიდესი ჯაფა ადგათ. შეიძლება ითქვას, მათი ღვაწლი დაკნინებულიც კია.

გელას მიაჩნია, რომ ნაკრებს გამოადგება და ამბობს, ეროვნული გუნდის წარმატებისათვის თავს არ დავზოგავო. ეს, ალბათ, უკრაინასთან შეხვედრისასაც გამოჩნდება. მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ შეყილაძემ კიევში თავის შესაძლებლობებზე დაბალ დონეზე იასპარეზოს. ბოლოს და ბოლოს, იგი კარგა ხანია, ნაკრებში არავის გამოუძახია და ალბათ შეთამაშების პრობლემები შეექმნება. მაგრამ ერთი და თუნდაც ორი თამაში ფეხბურთელის კლასის შესაფასებლად არ კმარა. ყველამ ისედაც კარგად იცის, რომ გელა შეყილაძე კლასის მქონე ფეხბურთელია და თავისი ქვეყნის ნაკრებს სჭირდება.

საგანმანათლებლო სვეტი

ავტორი: დათო კიკნაძე


კალენდარი
დეკემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი