მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-05-13
სვეტი სოცშეჯიბრზე: სიყალბე ყველგან და ყველაფერში

არა, მაინც რა ბედი გვქონია ქართველებს: აირჩევ, ინანებ. არ აირჩევ, მაინც ინანებ!

მთელი სამოცდაათი წელიწადი არჩევნებს ვიყავით დანატრებული. ხან ვის გვინიშნავდნენ და ხან ვის; ხან ვის ვუწევდით ხელს და ხან ვის ფეხს.

არადა, ვითომ არჩევნები იყო ("ყველანი არჩევნებზე!" - იყო ასეთი ლოზუნგიც), ვითომ ქვეყანას არჩეული საბჭოები მართავდნენ, მაგრამ, გემახსოვრებათ, სსრკ დემოკრატიისაგან რა ძალიან შორსაც იყო.

სამართლიანი არჩევნები მაშინ სოფლის დონეზეც კი არ ტარდებოდა. სოფლის საბჭოს თავმჯდომარე რაიკომიდან ინიშნებოდა; რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ცეკა-დან, ცეკა-ს მდვიანი მოსკოვის ცეკა-დან...

ცოდვა გამხელილი სჯობს: ამ დანიშვნების ამბავს მიჩვეული ვიყავით, მაგრამ კმაყოფილების კი რა მოგახსენოთ...

დღეს "არჩევნების ამბავში" სულ სხვა მდგომარეობაა: ახალ საქართველოში თავისუფალი არჩევნები უნდა ტარდებოდეს! ამას ითხოვს საქართველოს კონსტიტუცია, ხელისუფლება, ხალხი, საერთაშორისო ორგანიზაციები...

ის, რომ სოფლის გამგებელი, რაიონული საკრებულო, ერთი-ორი ქალაქის მერი, პარლამენტი და პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს, დღეს აღარავის უკვირს.

აკი ვთქვით, საქართველოში თავისუფალი არჩევნები უნდა ტარდებოდესო.

უნდა ტარდებოდეს, მაგრამ განა ტარდება?

დიადი საბჭოეთის მოქალაქემ იცოდა, ვისთვის უნდა მიეცა ხმა. მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად "კანდიდატს" წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება არ სჭირდებოდა. თანაც, "საბჭოთა ბიულეტენებში" ალტერნატიული კანდიდატებისათვის ადგილი არ იყო.

დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. ამომრჩეველი უდავოდ მისთვის სასურველ "კანდიდატს" აძლევს ხმას, მაგრამ უბედურება ისაა, რომ მის მაგივრად არჩევანს, "რაღაც მანქანებით", მაინც სხვა აკეთებს.

მართალი ბრძანდებით - უჩვეულო, პარადოქსული სიტუაციაა შექმნილი, მაგრამ რას ვიზამთ, ქართული რეალობა ასეთია: საქართველოში არჩევნები პირწმინდად ყალბდება და ამაში გასაკვირი არაფერია!

აქ ხომ ყველაფერი ყალბი და ფალსიფიცირებულია კვების პროდუქტებიდან დაწყებული, სამრეწველო ნაწარმით დასრულებეული.

რა, განა არ იცით, საქართველოს პარლამენტში, სულ მცირე, სამი "ფალსიფიცირებული დეპუტატი" რომ მოღვაწეობს?

აკი, საკონსტიტუციო სასამართლომ მათ მიერ მოგებული არჩევნების სიყალბე ცნო.

ცნობით კი სცნო, მაგრამ რა - ბოლო მოწვევის პარლამენტს საცაა ვადა თუ ყავლი გაუვა, მაგრამ ეს ბატონები ისევ დეპუტატობენ.

ტოტალური სიყალბისა და ფალსიფიცირების პირობებში განა რა გასაკვირია, ყალბი და ფალსიფიცირებული დეპუტატები რომ მოგვიმრავლდნენ?

უცნაურია, მაგრამ საქართველოში ლიმონათისა და ცემენტის ფალისფიკაციისათვის ადამიანებს იჭერენ, აპატიმრებენ. არჩევნების ფალისიფიცირება-გაყალბებისათვის კი ჯერ არავინ დასჯილა.

ამას წინათ, სახელოვანმა ქართულმა პოლიციამ, "ვიდეოპატრულთან" ერთად, ყალბი 20-თეთრიანების დამზადებისათვის თბილისელი ყმაწვილი დააკავა. ქართული კანონმდებლობა ამგვარი საქმიანობისათვის მძიმე სასჯელს ითვალისწინებს.

არჩევნების გაყალბებისათვის კი ყველაზე დიდი, რაც ყალბისმქმნელს ემუქრება - საზოგადოების მხრიდან გაკიცხვაა (ნუ, დაწყევლიან... ჰა, ჰა, ერთი-ორი შეაგინონ, სულ ესაა, მორჩა და გათავდა...), არადა ზარალი, ყალბი მონეტების დამზადებასთან შედარებით, გაცილებით მასშტაბურია.

აქედანვე შეიძლება მსჯელობა სავარაუდო ზარალის შესახებ, რასაც 2 ივნისის არჩევნები საქართველოს მოუტანს.

არჩევნებამდე ერთი თვეც აღარ დარჩა და სიყალბეთა სამჭედლოების (საარჩევნო კომისიების) ხელში ჩასაგდებად ბრძოლამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. სასაცილოა, მაგრამ ყველა პოლიტიკური ძალა სიმართლისა და სამართლიანობის სახელით საუბრობს, თუმცა თავის დროზე არაფერი გააკეთეს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების (კარგი სიტყვაა!) წესის შესაცვლელად!

მიზეზის გამოცნობა ძნელი არ უნდა იყოს.

"კარგი იყო "სმკ" რომ აყალბებდა?" - ნიშნის მოგებით კითხულობენ "მოქალაქეების" მიერ დაჩაგრული პოლიტიკოსები. ისინი თვლიან, რომ "ახლა მათი დროა". დროს კი, მოგეხსენებათ, ყაირათიანად გამოყენება უნდა!

მოკლედ, საქართველოში ყალბისქმნაზე ნამდვილი სოცშეჯიბრია გამოცხადებული დევიზით: "სიყალბე ყველგან და ყველაფერში".

ვინ გაიმარჯვებს?

ძნელი სათქმელია, თუმცა უკვე აქედანვეა ნათელი: "მოქალაქეთა კავშირმა" სოცშეჯიბრში გარდამავალი დროშა უკვე დაკარგა.

ჰაი, ქართველებო, დაგეწვათ სიები!

ავტორი: დათო ქარდავა


კალენდარი
ივლისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი