მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-05-13
პარლამენტში მობილიზაციის გამოცხადებას მოითხოვენ

ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმია საბრძოლო მზადყოფნაშია და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოსაზღვრე რაიონებში რუსული ქვედანაყოფების რაღაც გადაადგილებაზეც ალაპარაკდა. ქართველმა პოლიტიკოსებმა ჩრდილოეთიდან მოსალოდნელ აგრესიაზე დაიწყეს საუბარი. კოდორის ინციდენტის განხილვისას პარლამენტში უკვე გაისმოდა მობილიზაციისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოწოდებები.

ხელისუფლებას ვინც ამგვარი ნაბიჯისაკენ მოუწოდებს, ალბათ ბოლომდე გარკვეული არ არის, თუ რას ნიშნავს მობილიზაციის გამოცხადება და რა სირთულეები ახლავს მას.

საქართველოს შეიარაღებული ძალების, ეკონომიკის, სახელმწიფო ინსტიტუტების ომის საჭიროებაზე გადაყვანა დღევანდელ პირობებში, როცა სახელმწიფო ბიუჯეტი სისტემატურად არ სრულდება, ქვეყანას 1992-1993 წლებში მიმდინარე ომის მდგომარეობამდე მიიყვანს.

ჩვენი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ჯერჯერობით II მსოფლიო ომის შთაბეჭდილებებიდან გამოსული არ არის, როცა მილიონობით მობილიზებული ადამიანი ერთმანეთს მუსრს ავლებდა.

საქართველოს სამობილიზაციო რესურსი რამდენიმე ასეული ათასი ადამიანია. სახელმწიფომ მობილიზებულებს რა უნდა ჩააცვას, როცა ქართული არმია ათამდე ქვეყნის სამხედრო ფორმით არის შემოსილი, ხოლო ოფიცრებში ფორმის ტანსაცმლის იმპროვიზირებული ვარიანტების განუსაზღვრელი რაოდენობაა? რა უნდა აჭამოს, როცა კვების დაფინანსება მოქმედ ქვედანაყოფებში სანახევროდ ხერხდება? სად უნდა განათავსოს, როცა ყაზარმების უდიდესი ნაწილი ამორტიზირებულია, ხოლო ბევრგან ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებიც კი არ არის? ან კი არის საკმარისი რაოდენობით იარაღი და სამხედრო ტექნიკა სათადარიგო ქვედანაყოფების ჩამოყალიბებისათვის? დასახელებული პრობლემები ამ სირთულეების მხოლოდ ნაწილია, რომელიც ადამიანების მობილიზაციას შეეხება.

ქვეყანაში, სადაც შიდა პრობლემები დასარეგულირებელია, თავდაცვის დაუფინანსებლობა წლიდან წლამდე გრძელდება. ხოლო ბიუჯეტის სეკვესტრი ყველაზე მეტად სამხედროებს აზარალებს. სამხედროების წინაშე 1998 წლიდან არსებულ სახელფასო დავალიანების დაფარვაზე არავინ ფიქრობს. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ბიუჯეტი არ ითვალისწინებს, რომ სამხედროები საზოგადოების ნაწილია და მას ისეთივე მხარდაჭერა ესაჭიროება, როგორც სხვებს. ფორმიანი ადამიანების სამსახური მარტო საპატიო ყარაულში დგომით არ შემოიფარგლება. მათი მთავარი მოვალეობა ქვეყნის დაცვაა და ისეთი ინციდენტების აღკვეთა, რომელიც 12 აპრილს კოდორის ხეობაში მოხდა.

ქვეყანა ომისათვის მზად არ არის და ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები სახელმწიფოს ძალის გამოყენებისაკენ უბიძგებენ. ახალი ომი საქართველოსათვის შეიძლება ისეთი შედეგებით შემოტრიალდეს, რომ მან ქვეყნის არსებობა საერთოდ ყოფნა-არყოფნის ქვეშ დააყენოს. ქართველ პოლიტიკოსებს მეტი დაფიქრება მართებთ, როცა სიტყვებით ძალისმიერ თამაშს იწყებენ მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყნის წინააღმდეგ. არადა, თითოეული ქართული მუქარის უკან თუ რა დგას, ამას ყველაზე კარგად ვისაც ვემუქრებით, ის ხედავს.



კალენდარი
ივლისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი