მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-05-13
როგორ იბრძვის რუსეთი კავკასიისათვის: ძველი, ბოროტი დროის ნოსტალგია რუსეთის ხელისუფლებაში

საქართველოსაგან განსხვავებით, რუსე-ის ყოველ მუქარას კონკრეტული ქმედებები მოჰყვება. მოსკოვის ამგვარ ნაბიჯებს გარკვეულწილად ბიძგს აძლევს მისი კავკასიური ინტერესები, რომელიც ბოლო დროს შესამჩნევად შესუსტდა.

მოსკოვში მიაჩნიათ, რომ კავკასიაში ნატოს, თურქეთისა და ირანის შემოსვლით რუსეთის ინტერესები მნიშვნელოვნად შეილახა. რუსი ექსპერტების აზრით, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი უნდა იყოს რუსეთი, რომელსაც ამ მხრივ მდიდარი გამოცდილება აქვს. ეს იდეა გატარებულია რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელსაც პრეზიდენტმა პუტინმა 2000 წლის 24 იანვარს მოაწერა ხელი.

ამ დოკუმენტით რუსეთის უსაფრთხოებას შეიძლება სხვადასხვა სახის მუქარა შეექმნას და მათ შორის სახელდება პოლიტიკური ბლოკებისა და კავშირების განმტკიცება და უპირველესად აღმოსავლეთისკენ გაფართოება; კონფლიქტების წარმოშობა და ესკალაცია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს და თანამეგობრობის ქვეყნების გარე საზღვრებთან; საშიშროებად ითვლება რუსეთის ეროვნული ინტერესების რეალიზაციისათვის ხელის შეშლა და მისი პოზიციების დასუსტება მთელ რიგ რეგიონებში, მათ შორის კავკასიაში.

ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სტრატეგიულად საინტერესო რეგიონებში რუსეთის ყოფნა სამხედრო ბაზების სახით აუცილებლად ითვლება, ხოლო სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა დაიშვება შეიარაღებული აგრესიის მოგერიებასთან ერთად კრიზისულ სიტუაციებში, როცა სხვა ღონისძიებები ამოწურული ან ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.

დასახელებული დოკუმენტის სულისკვეთებიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, როცა საქართველოსათვის დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დახმარების პროგრამების გაფართოება იწყება, მას მოსკოვიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლის გეგმაზომიერ პოლიტიკას ატარებს და მის ჩარჩოებში ჯდება აგრესიულობით შეფერილი განცხადებები, შეიარაღებული ინციდენტები, პროვოკაციები, ინფორმაციული ომი და სხვა.

ცალკეულ შემთხვევებში რუსეთი თავისი მოქმედებებით საბჭოთა დროის უფროს ძმას ემსგავსება, რომელსაც ყველაფრის უფლება ჰქონდა და ახლა შეუძლია მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის დაბომბვა, დესანტის გადმოსხმა და სხვა. სეპარატისტულ აფხაზეთში სიტუაციის გამწვავება საკმარისი აღმოჩნდა, რომ რუსეთის ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოს სეპარატისტული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემოერთებაზე განხილვა დაეწყო.

საქართველოსათვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე რუსეთის დუმაში მსჯელობის დაწყება და თანაც დამუქრება, რომ მას მიუბრუნდებიან, კრემლის კავკასიური ინტერესებისათვის ბრძოლის გაგრძელებაა. ამასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ: "ჩემი აზრით, იმ საკითხის წამოწევა, რომელიც სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება, ევრაზიის რომელიმე ქვეყნის ინტერესებში არ შედის. ეს შეიძლება გადამდები სენი აღმოჩნდეს".

ჩრდილოეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ კარგა ხანია მოქმედებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, ფინანსური, საინფორმაციო და სხვა ზეწოლის მექანიზმები. ამგვარი საშუალებებით რუსეთი მისი ინტერესების საწინააღმდეგო ეფექტს იღებს, ხოლო თბილისს დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოების გარდა, სხვა არანაირი გზა აღარ რჩება.



კალენდარი
ოქტომბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი