მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-08-19
რატომ ტარდება ქართული ჯარის წვრთნა მაინცდამაინც პანკისის ხეობაში.

თავდაცვის სამინისტრო პანკისის ხეობაში ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებებს მართავს. შეიარაღებული ძალები სწავლების დაწყების თარიღს არ ასახელებენ. საერთოდაც, არმია ამ ოპერაციის ირგვლივ პირში წყალს იგუბებს და ათას კითხვას ბადებს.

ცნობილია, რომ წვრთნაში დაახლოებით 600 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას და სამხედრო ტექნიკასაც გამოიყენებენ. მასში ამერიკული პროგრამის მიხედვით ანტიტერორისტული ოპრერაციების დაგეგმვასა და წარმართვაში მომზადებული ქართველი ოფიცრები ჩაერთვებიან. წვრთნას თავდაცვის სამინისტროს გარდა, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი და შინაგანი ჯარიც გაივლის.

სცენარის თანახმად, სამხედრო ძალებმა ანტიტერორისტული ოპერაციისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარების ინსცენირება უნდა მოაწყონ. უცნაურია, საამისოდ თავდაცვის სამინისტრომ მაინც- დამაინც ახმეტის რაიონი რატომ აირჩია. არის თუ არა ეს ვიღაც-ვიღაცეების შესაშინებელი ოპერაცია. ან ამგვარად, თბილისს ხომ არ სურს მოსკოვი დაარწმუნოს, რომ ჩეჩენ ბოევიკებს ბრძოლა გამოუცხადა. სამინისტრო დუმს.

როგორც მინისტრ თევზაძის პრეს-მდივანმა, ნინო სტურუამ განაცხადა, ქართული ჯარი ამერიკულ სტანდარტებზე გადადის და ინფორმაციასაც ამერიკულად გასცემს ანუ - მაშინ, როცა მას სურს და იმ დოზით, როგორც მას მიაჩნია მიზანშეწონილად.

როგორც ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი ხიზრი ალდამოვი ამბობს, საშიში არაფერია, ქისტებიცა და ჩეჩენი ლტოლვილებიც თავდაცვის სამინისტროს მოქმედებას გაგებით ეკიდებიან. მას მიაჩნია, რომ შესაძლებელია, რუსებისგან ქვეყნის დასაცავად პანკისის ხეობაში ქართული ჯარისა და მძიმე შეიარაღების შეტანა სჯობდეს კიდეც.

წინა კვირაში თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ჯარის ნაწილები ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაბანაკდნენ. ამ სოფელში ძირითადად თუშები ცხოვრობენ და იგი პანკისის ხეობის ერთ-ერთ მოსაზღვრე სოფლად ითვლება.

ავტორი: მირიან ლებანიძე


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი