მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-08-19
რუსი სამხედროების საიდუმლო გეგმა - ომი საქართველოს ტერიტორიაზე: აზერბაიჯანს ვერაფერს მოვუხერხებთ, საქართველოსთან კი ჯერ კიდევ შეიძლება შებრძოლება - რუსეთ-საქართველოს კრიზისის ნამდვილი მიზეზი ნავთობსადენია

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დაძაბულობა ღრმავდება. ამის კონკრეტული მიზეზი თითქოს პანკისის ხეობაა, მაგრამ, სინამდვილეში, კონფლიქტის ნამდვილი მიზეზი დაფარულია და ფულსა და ნავთობ-გაზსადენებს უკავშირდება. არსებობს მარშრუტი, რომელიც რუსეთის ტერიტორიას გვერდს უვლის და რატომღაც საქართველოზე გადის: ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და გაზსადენი - თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი. აზერბაიჯანთან ვეღარაფერს მოვახერხებთ, იქ უცხოურ კორპორაციებსა და მთავრობებს დიდი გავლენა აქვთ. საქართველოსთან კი ჯერ კიდევ შეიძლება შებრძოლება.

შებრძოლების მიზეზი მარტივია: თუ საქართველო რუსეთის მოკავშირე გახდება, ნავთობ და გაზსადენის რუსეთის ტერიტორიის გარეთ გაყვანას პოლიტიკური აზრი ეკარგება. ქვეყანა, რომელიც ნავთობსადენს გააკონტროლებს, ყოველთვის მოახერხებს გარკვეული გავლენის მოხდენას იმ ქვეყანაზე, რომლის ნედლეულიც გადის გაზსადენით. მეორე - ნავთობსადენის ტრანზიტი დიდი ფული ღირს. რუსეთისათვის უკიდურესად არახელსაყრელია ნავთობსადენის საექსპორტო კონკურენტი დერეფნები.

ჩეჩნეთის მოვლენების ძირითადი მიზეზი ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვაა. ეს ამოცანა შესრულებულია და ინტრიგა იწყება - ნავთობსადენების ახალი პროექტების ჩაძირვა. ძალთა განლაგება ასეთია - აშშ და მისი მეკავშირეები ნატოს ხაზით ნავთობსადენის იმ მარშრუტით არიან დაინტერესებულნი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არ გაივლის. რუსეთი კი - პირიქით. საქართველო ორ ცეცხლს შუაა.

რუსეთმა რომ არ დაუშვას საქართველოს დაახლოება აშშ-სა და ნატოსთან, საქართველოს სახელი უნდა გაუტეხოს ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით.

ამ როლს შესანიშნავად ერგებიან პანკისის ხეობაში მყოფი ოსამა ბინ ლადენთან დაკავშირებული ტერორისტები. სწორედ ამის გამოა ატეხილი არნახული აჟიოტაჟი პანკისის ხეობაში. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია. მომავალი მოვლენების პროგნოზირებასაც შევეცდებით. სექტემბრის პირველ რიცხვებში ჩეჩენი მებრძოლები გააქტიურდებიან. რუსი სამხედროების ვერსიით, ისინი პანკისის ხეობიდან იქნებიან გადასულნი.

რუსეთი საქართველოს ძალებით ან დამოუკიდებლად ხეობის წმენდას დაიწყებს. აშშ 11 სექტემბრის წლისთავის მოვლენებით იქნება დაკავებული და ანტიტერორისტულ ოპერაციაზე მკვეთრ რეაგირებას ვერ შეძლებს. აფხაზეთშიც, ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიიდან უცნობი შეიარაღებული პირები გადავლენ, გაჩაღდება ბრძოლა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაგრძელდება. თბილისში პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი მღელვარება დაიწყება. მას ისედაც არა აქვს მაღალი რეიტინგი და აფხაზეთისა და პანკისის გამო კიდევ უფრო დაუქვეითდება. პრორუსული ძალები გააქტიურდებიან. ასეთ დროს ამერიკა ჩარევას არ მოინდომებს. რუსეთი მიზანს ნებისმიერ შემთხვევაში მიაღწევს - შევარდნაძე დარჩება ხელისუფლების სათავეში თუ სხვა, ვინც სიმპათიით არ არის განწყობილი რუსეთის მიმართ.

ინვესტორები დაფიქრდებიან, აქვს თუ არა აზრი ასეთი არეული ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობ და გაზსადენის პროექტში ფულის ჩადებას. თუ პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსი მოვა ხელისუფლების სათავეში, აფხაზეთი ფართო ავტონომიას მიიღებს, სუვერენული იქნება, მაგრამ საქართველოსა და რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი. რუსეთ-საქართველოს მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი არსებობს. სექტემბერიც შორს არ არის.

ვნახოთ, რა იქნება.

ავტორი: (კომსომოლსკაია პრავდა)


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი