მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-08-19
რუსული ტანკი იერიშზე - პუტინის ახალი მისამღერი: სულ საქართველოზე ვფიქრობ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თანამოაზრეებს აშშ-ს თანხმობა სურთ საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებაზე. კრემლს იმედი აქვს, რომ ვაშინგტონი წავა გარიგებაზე - "ერაყი საქართველოზე" - ე. ი. რუსეთი სადამ ჰუსეინის ჩამოსაგდებ აქციაზე იმ შემთხვევაში იქნება თანახმა, თუ ამერიკა რუსეთის სამხედრო აქციაზე საქართველოში ხმას არ ამოიღებს.

მოსკოვმა ბოლო დღეებში 5-ჯერ დაბომბა საქართველოს დასახლებული რაიონები პანკისის ხეობაში. მოსკოვში ერთხმად მოითხოვენ საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების "უფლება" (ისე, როგორც ეს გააკეთა აშშ-მ ავღანეთში, ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე და ინდოეთმა კაშმირის საკუთარ ნაწილში).

რა თქმა უნდა, ასეთი პარალელების გაკეთება და საქართველოს მდგომარეობასთან შედარება არასწორია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1 აგვისტოს განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მისი საზღვრის მთლიანობას. ამის პასუხად, მოსკოვმა მიანიშნა აშშ-ს, რომ შეიძლება ერაყის ოპერაციის წინააღმდეგ წავიდეს. სამთავრობო გაზეთ "როსიისკაია გაზეტაში" გამოქვეყნებულ სტატიაში უკმაყოფილებაა გამოთქმული იმ ფაქტის გამო, რომ აშშ-მ საქართველო კავკასიაში თავის სტრატეგიულ პლაცდარმად აქცია.

კრემლს, სულ მცირე, ოთხი სერიოზული მიზეზი აქვს, რათა საქართველოს თავის კონტროლქვეშ დაბრუნება სურდეს: 1. საქართველო კასპიის ნავთობის ექსპორტში დასავლეთის ბაზრებზე საკვანძო ადგილია, მოსკოვს სურს თვითონ გადაზიდოს ლომის წილი. ამას კი, საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლითა და ქვეყანაში არასტაბილურობის შექმნით მიაღწევს; 2. მოსკოვს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების შენარჩუნება სურს, ქართველები კი მის თავიდან მოშორებაზე ოცნებობენ; 3. რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უჭერს მხარს, რათა საქართველოს გაერთიანებაში ხელი შეუშალოს. იქ რუსი მშვიდობისმყოფელები დგანან. რუსეთის შესვლა პანკისში კი ქვეყნის რღვევისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯია; 4. მეოთხე მიზეზზე კლინტონის ადმინისტრაციის ყოფილმა წევრებმა სტრობ ტელბოტმა და სტეფან სესტოვიჩმა განაცხადეს (მათ კრემლთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვთ): ეს რუსების პირადი სიძულვილია პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიმართ, მას სსრკ-ის დანგრევაში სდებენ ბრალს და მოღალატედ აღიქვამენ.

ავტორი: (უოლ სტრიტ ჯორნალ)


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი