მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-08-19
სექტემბერში აფხაზი სეპარატისტები კოდორის ხეობას შეუტევენ: კაპიტულანტური პოლიტიკით თბილისი კიდევ ერთხელ დამარცხდება

წინა კვირას აფხაზ სეპარატისტთა ერთი ბატალიონი კოდორის ხეობაში გამაგრდა, რასაც ორმხრივი სროლები და ვითარების დაძაბვა მოჰყვა. ვითარება საქართველოს ხელისუფლებისა და სეპარატისტთა პირველი პირების მოლაპარაკების შემდგომ განიმუხტა, მაგრამ, ექსპერტთა აზრით, აფხაზური არმია კოდორის ქართველი მებრძოლებისგან გაწმენდას გეგმავს.

ქართული მხარე აცხადებს, რომ აფხაზებმა მარუხის უღელტეხილზე უკან დაიხიეს და რამდენიმე წლის განმავლობაში არსებული სტატუს ქვო აღდგა. თუმცა, აფხაზების მტკიცებით, პირიქითაა. ისინი სტრატეგიულ სიმაღლეებს აკონტროლებენ და ქართველების ჭარბი ძალების მიუხედავად, სოხუმს უფრო ხელსაყრელი პოზიციები უჭირავს.

ვითარება საშიში არ იქნებოდა, ორი ფაქტორი რომ არა. პირველი რუსებს უკავშირდება. ისინი ფარულად მუდამ აფხაზებს უჭერენ მხარს და საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, კვლავ ასე მოიქცევიან. გარდა ამისა, კოდორის ხეობის "უნებლიე" დაბომბვები ისევ და ისევ სოხუმის წისქვილზე ასხამს წყალს. მეორე პრობლემა ზამთარია, რომელიც ხეობაში საკმაოდ მალე მოვა. თოვლი კოდორს დანარჩენი საქართველოსგან მოსწყვეტს და მისი დაცვა და მომარაგება უკიდურესად გართულდება.

16 აგვისტოს - კოდორის კრიზისის დასასრულს, "უტრო"-ში სეპარატისტული უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული სამსახურის უფროსის, ვახო დბარის ინტერვიუ გამოქვეყნდა. იგი ქართული მხარისთვის საინტერესო რამდენიმე ინფორმაციას შეიცავს.

აფხაზები ამტკიცებენ, რომ თბილისი ახალი ომისთვის გამალებით ემზადება და საამისოდ კოდორის ხეობაში თავდაცვის სამინისტროს ძალებსა და მძიმე შეიარაღებას - არტილერიას, ნაღმტყორცნებსა და საზენიტო დანადგარებს - უყრის თავს. დროდადრო იგი "კუნთებს ათამაშებს" და აფხაზებს ნაღმტყორცნებიდან ცეცხლს უშენს ხოლმე.

შესაძლებელია, ეს პროპაგანდა იყოს, სადაც სოხუმი თბილისს ომის გაჩაღების მცდელობაში ადანაშაულებს და მსოფლიოს ყურადღების მიქცევა სურს. აპრილში თავდაცვის სამინისტრომ ხეობიდან ჯარი გამოიყვანა, რადგან ასეთი იყო გაეროს მოთხოვნა. მას შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას თავდაცვის სამინისტროს მისამართით პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ქართველი ძალოვნები ადასტურებენ, რომ ხეობის უსაფრთხოებისთვის იქ მძიმე შეიარაღება მართლაც არსებობს. ისინი მაშინ მუშაობენ, როცა აფხაზები პირობით საზღვარს არღვევენ და ხეობაში ქართველების მიერ კონტროლირებად ზონაში შედიან. როგორც დბარი აღნიშნავს, მისი რაზმები ხეობას ზვერავენ.

კოდორმა ორივე მხარისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. როგორც რამდენიმე წლის წინ არძინბა ამბობდა, კოდორის ხეობა აფხაზეთის სხეულზე გამოსული სიმსივნეა და იგი უნდა ამოიკვეთოს. დღეს კი, აფხაზები ნანობენ, რომ 1993-წელს მასაც არ შეუტიეს. წლების განმავლობაში კოდორელები და აფხაზები მშვიდობას ინარჩუნებდნენ. ჩეჩნური რეიდის შემდეგ კი, სოხუმი მას საფრთხედ მიიჩნევს.

იქ ქართული არმიის აფხაზურზე უპირატესობას აღიარებენ. სოხუმი შეტევას ორი მხრიდან ელის: ზღვიდან და კოდირის ხეობიდან. აფხაზებს ნატოს ქვეყნების ქართული არმიისთვის დახმარება აშინებთ. მათ იციან, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან საჩუქრად რამდენიმე კატარღა და გემი მიიღო. სოხუმს კი, სულ რამდენიმე სამოქალაქო დანიშნულების კატარღა აქვს, რომლებიც სამხედროდ გადააკეთეს. მისი ძალოვანი სტრუქტურები მოძველებული იარაღით არის აღჭურვილი.

სოხუმში შიშობენ, რომ ზღვიდან იერიშის პარალელურად, ქართველები კოდორიდან აფხაზეთის სიღრმეში შეიჭრებიან. "კოდორში მთავარი ძალა ქართული არმიაა. საერთოდ, ჩვენი ტერიტორიიდან მათი განდევნის დრო უკვე დიდი ხანია მოვიდა. დროზე რომ გაგვეყარა, გასული წლის ოქტომბერში ჩვენზე ხელახლა არ წამოვიდოდნენ. თუმცა, მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება. ჯერ გვიანი არ არის", - ამბობს დბარი.

როგორც ინტერვიუში ჟურნალისტი აღნიშნავს, აფხაზთა თავდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ "ქართველი კრიმინალებისა" და "ჩეჩენი დაქირავებულებისგან" ხეობის წმენდა დაიწყონ. ეს კი, ომს ნიშნავს.

შესაძლებელია, სოხუმმა ეს ოპერაცია უკვე დაიწყო კიდეც და მათი ასეულის ხეობის სიღრმეში შეშვების მიზანი ვითარების მოსინჯვა იყო. როგორც აფხაზეთის ავტონომიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან კიკნაძე ამბობს, აფხაზები "წინ მოცოცავენ" და ნაბიჯ-ნაბიჯ სვანების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ათვისება სურთ.

კოდორის დამცველნი და ოფიციალური თბილისი აცხადებენ, რომ აფხაზებმა უკან დაიხიეს და სვანებს მიწის ერთი გოჯიც არ დაუკარგავთ. საწინააღმდეგოს ამტკიცებს დბარი: "ისინი (ქართველები) მარუხის უღელტეხილს აკონტროლებდნენ, მაგრამ ორი თვის წინ ჩვენმა ზემსახურებმა ისინი განდევნეს. ახლა ორივე მხარე ერთმანეთის პირისპირ ორასიოდე მეტრში დგას".

გარდა ამისა, აფხაზებს მიაჩნიათ, რომ ქართველებთან შედარებით ცოცხალი ძალისა და ტექნიკის სიმცირის მიუხედავად, მათ კოდორში უკეთესი პოზიციები აქვთ: სტრატეგიულ სიმაღლეებს აკონტროლებენ და იქ არტილერიაც აქვთ თავმოყრილი. საინტერესოა, რომ თბილისში ძალოვნები და ავტონომიის ხელმძღვანელობა ხანდახან ამას ჩუმად ადასტურებს კიდეც. აქედან გამომდინარე შესაძლებელია, კოდორი არც ისე კარგადაა გამაგრებული, როგორც ამას ხეობის თავკაცი, პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ხატავენ.

უკვე ერთი წელია, კოდორის ხეობაში დენთის სუნი ტრიალებს. ქართველებიც და აფხაზებიც ომს წინასწარმეტყველებენ. ახალი თარიღიც სახელდება: აფხაზთა მხარეს მებრძოლი სომხური ბატალიონის მეთაურის, ტაკმაზიანის თქმით, იგი აგვისტოს ბოლოს თუ არა, სექტემბერში მაინც დაიწყება. ექსპრეტთა აზრით, არ არის გამორიცხული ეკონომიკურად დაბეჩავებულმა თბილისმა, შესაძლოა ომი ვერ აწარმოოს, პირდაპირ კაპიტულანტური პოლიტიკა აირჩიოს და სეპარატისტებს ბევრი რამ დაუთმოს. ამგვარად, კოდორის ხეობის დაკარგვის საფრთხე რეალურია.

გასულ კვირას სამხედრო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო მინისტრი ჯორბენაძე აფხაზთა ვიცე-პრემიერ ჯერგენიას ხოლო შემდეგ, თავდაცვის მინისტრი თევზაძე აფხაზთა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ არშბას შეხვდა. ისინი ხეობაში განაღმვითი ოპერაციების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

ქართველებს ხეობის შესასვლელები სეპარატისტების მზვერავი რაზმებისგან თავდასაცავად დანაღმული აქვთ. მისი განაღმვა სოხუმის ინტერესში იყო. თბილისი აფხაზური ასეულის უკან დახევის სანაცვლოდ ამაზე დათანხმდა და ისევ დათმობებზე წავიდა.

ქართველები ხეობაში გაეროს მეთავალყურეების ჩასვლას ელიან, რომ იქ განაღმვის ოპერაცია დაიწყონ. გაეროს წარმომადგენლობამ გამოაცხადა, რომ იქ შესაძლებელია, საგუშაგო გაიხსნას. ერთ-ერთი ინფორმაციით, მარუხის უღელტეხილზე ოთხმხრივი მოძრავი საგუშაგო ამოქმედდება. მისი ფუნქცია სტუბილურობის შენარჩუნება უნდა იყოს.

ავტორი: მირიან ლებანიძე


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი