მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-08-19
ვიცე-პოლკოვნიკის გატაცება გატაცებულ მანქანებს უკავშირდება: გამტაცებლები კავშირზე გამოვიდნენ და ფული მოითხოვეს

ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ დურგლიშვილის გატაცებასთან დაკავშირებით პირველი ვერსიები გაჩნდა. უკვე ცნობილია, რომ გამტაცემლები მასში გამოსასყიდს მოითხოვენ. დურგლიშვილი ცხინვალის რეგიონის სამშვიდობო ძალებში ქართულ შტაბს მეთაურობდა. ოფიცრის გატაცება მის არასამსახურებრივ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

ვიცე-პოლკოვნიკი დურგლიშვილი გასულ ხუთშაბათს საღამოს რვის ნახევარზე მოიტაცეს. იგი ცხინვალიდან - სამსახურიდან სახლში სოფელ ავნევში საკუთარი "07"-ით ბრუნდებოდა. გზადაგზა მან ორი ქართველი და ორიც ოსი ქალბატონი დაიმგზავრა. ავნევსა და ხეთაგუროვს შორის უკაცურ ტრასაზე მის მანქანას წინ თეთრი "ნივა" გადაეღობა. იქიდან ორი ავტომატიანი და ნიღაბაფარებული კაცი გადმოხტა. მათ ოფიცერი მანქანიდან გადაათრიეს. მას შემდეგ ზურაბ დურგლიშვილის ასავალ-დასავალი უცნობია.

დურგლიშვილი წარმოშობით ავნევიდანაა. იგი ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებამდე ცხინვალში ცხოვრობდა. შეიარაღებული დაპირისპირებისას ქართველთა მხარეზე იბრძოდა. მოგვიანებით აფხაზეთშიც ომობდა, სადაც ცალი ფეხი დაკარგა.

დურგლიშვილი 36 წლისაა. ამჟამად ავნევში, მამა-პაპეულ კარ-მიდამოში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი. როგორც თიღვის თემის გამგებელი, დურგლიშვილის თანასოფლელი და მეგობარი, გიორგი კაპანაძე ამბობს, გატაცება მის საბრძოლო წარსულს არ უკავშირდება: "აქ ყველამ იცის, რომ მაშინ ყველა საკუთარ სახლ-კარს იცავდა: ქართველიც და ოსიც. მას ოსებთან ცუდი ურთიერთობები არა აქვს".

ცნობილია, რომ გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ. შესაძლებელია, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ცხინვალელი ოსების უმრავლესობამ ქართული შესანიშნავად იცის. ამასთანავე, გამოსარიცხიც არაფერია.

პარასკევს ვიღაცამ ცხინვალში, რუსულ შტაბში დარეკა. მან თქვა, რომ დურგლიშვილი ცოცხალია და გამტაცებლები გამოსასყიდს მოითხოვენ. უცნობს თანხა არ დაუსახელებია. ახლა კაპანაძე და გატაცებულის სხვა ახლობლები ახალ ზარს ელოდებიან.

კაპანაძის თქმით, ძირითადი ვერსია ოფიცრის საქმიანობას უკავშირდება. იგი პატრონებს თბილისიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან გატაცებული მანქანების ცხინვალიდან თბილისში დაბრუნებაში ეხმარებოდა. იგი ქართველებს აფრთხილებდა, რომ მის გარეშე ქურდებს არ დაკავშირებოდა, რადგან შეიძლება, მათთვის ფული გამოეძალათ და მანქანა კი არ მიეცათ.

"ზურა მათ უბრალოდ, კაცურად ეხმარებოდა. თვითონ ფულს არ იღებდა", - ამტკიცებს კაპანაძე.

იგი ნაწილობრივ ეთანხმება აზრს, რომ ეს ვერსია ალბათ, ორი გზით მიდის: შესაძლებელია, ქართველმა პატრონებმა ფული გადაიხადეს და მანქანა კი ვერ მიიღეს. ისინი გამწარდნენ და შუამავალს - დურგლიშვილს დაესხნენ თავს. "მე ამ ვერსიას ნაკლებად ვიზიარებ. დანაშაული ისეთ ადგილზე მოხდა, სადაც ქართველები ვერ შევიდოდნენ", - ამბობს კაპანაძე.

შესაძლებელია, დურგლიშვილმა ქართველ პატრონებს მანქანა დააბრუნებინა. ისინი გამტაცებლებს თანხის გადახდას შეპირდნენ და სიტყვა გატეხეს.

არც ისაა გამორიცხული, ცხინვალში მოპარული მანქანა პირიქით, გორისკენ წამოიყვანეს და ზემოთ თქმულიდან ერთ-ერთი ვარიანტი გათამაშდა. "გამტაცებლებმა მშვენივრად იციან, რომ დურგლიშვილს ფული არა აქვს", - ამბობს კაპანაძე.

ყოველ შემთხვევაში, გამოძიება გატაცებული მანქანების ვერსიაზე მუშაობს. კაპანაძის თქმით, დურგლიშვილს რაიმე ბიზნესი არა ჰქონია.

როგორც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობო ძალების მეთაური მიხეილ ქებაძე ამბობს, გატაცებისთანავე ყველა გზა გადაიკეტა: "რუსმა სამშვიდობოებმა ძალიან იაქტიურეს. მათ მძიმე ტექნიკა გამოიყვანეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო".

ქებაძე ვერსიებზე არ საუბრობს. საერთოდაც, იგი ამბობს, რომ გატაცებულს ცუდად იცნობდა, არაფერი იცის და სმენია. შესაძლებელია, მას არ სურს გამჟღავნდეს, რომ მისი ოფიცერი ქურდებსა და დაზარალებულებს შორის შუამავლობდა.

ცხინვალელი ოსების პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმა თავისი ძალოვანების სხდომა მოიწვია და დურგლიშვილის სასწრაფოდ პოვნა დაავალა. ცხადია, არც ერთ მხარეს არ აწყობს, რომ მომხდარს პოლიტიკური სარჩული დაედოს მათ შორის ვითარება დაძაბოს.

კაპანაძის თქმით, ამას გარდა კოკოითი დურგლიშვილს დიდი ხანია იცნობს. ისინი ცხინვალში ძალოსნობაში ერთად ვარჯიშობდნენ. თანაც, მისი პირადი დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ქართველი ოფიცრის დიშვილია.

დურგლიშვილისა და კაპანაძის თქმით, ცხინვალისა და შიდა ქართლის სამართალდამცავები დურგლიშვილის მოსაძებნად ერთობლივ ოპერაციას გეგმავენ. თუმცა, "ახალ ვერსიასთან" საუბარში შიდა ქართლის პოლიციის უფროსმა, ნოდარ დალაქიშვილმა ეს უარყო და თავი მოისაწყლა: "ადგილი, სადაც დანაშაული მოხდა, ცხინვალის მილიციის ტერიტორიულ ქვემდებარობაშია. ერთობლივ ოპერაციას როგორ ჩავატარებთ, იქ თუ ვერ შევდივართ.".

კაპანაძის თქმით, შესაძლებელია, გატაცებული ცხინვალის რეგიონის ზედა სოფლებში იყოს გადამალული.

ავტორი: მირიან ლებანიძე


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი