მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-08-19
თბილისში ითვლიან, ქუთაისში კი მუშაობას აპირებენ

ვიდრე ქვეყნის დედაქალაქში 2 ივნისის არჩევნების შედეგებს გადამოწმებას უპირებენ, ქუთაისში როგორღაც არჩეულმა თხუთმეტმა რჩეულმა, დამდეგ ხუთშაბათს საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარება გადაწყვიტა. სხდომაზე თვითმმართველები იმას ფიქრობენ, რომ ჯერ ქალაქის მთავრობას დაამტკიცებენ, შემდეგ კი ერთმანეთში კომისიებსაც გაინაწილებენ.

თუმცა, ეს კომისიები გასანაწილებლად მხოლოდ ეგრეთ წოდებულ უმრავლესობას ეკუთვნის. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ქუთაისის საკრებულოს 5 კომისია და შესაბამისად მისი თავმჯდომარე ეყოლება. შედარებისათვის წინა 30-კაციანი "სათათბიროს" დროს, ამომრჩეველს ასეთი 11 წარმონაქმნი "აწუხებდა".

სარევიზიო, საფინანსო-საბიუჯეტო, საქალაქო მეურნეობის, სოციალური საკითხებისა და სამანდატო კომისიებს წესით და რიგით "ახალი მემარჯვენეები" უნდა დაეპატრონონ. ალბათ მათ 7 მანდატს 5 კომისიის თავმჯდომარეობა ერგება. თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ სოციალური საკითხების (განათლება, კულტურა, სპორტი, მედიცინა) კომისიას დამოუკიდებელ ერთეულად ჯანდაცვის სფერო გამოეყოს.

ამ შემთხვევაში მეექვსე კომისიის თავმჯდომარეობა ან ბონდო შალიკიანის "უმცირესობიდან" ბორის ჩაკვეტაძეს ერგება, ან მისი ღირსი სტაჟიანი 4 თვითმმართველიდან ერთადერთი სოციალისტი ბადრი ალფაიძე გახდება.

რაც შეეხება თბილისში გაჩაღებულ ხმების გადათვლის პროცესს, იგი ყველაზე მეტად 15 ქუთაისელ "რჩეულში" მოხვედრილთაგან სამ მათგანს ემუქრება. დავით სანიკიძე, თამაზ ჭაბუკიანი და ვანო ჟორჟოლიანი ის ხალხია, ვისაც ყველაზე მეტად ცეესკოს გადამთვლელების პრინციპულობის დიდი იმედი აქვთ.

ავტორი: ფრიდონ კერვალიშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი