მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-12-23
"არტ-იმედმა" თავის მომღერლებს "პირველი არხის" საახალწლო პროგრამაში მონაწილეობა აუკრძალა: "კომპანიაში გაწევრიანებულ მომღერლებს განუცხადეს, თითქოს პირველმა არხმა" თქვა უარი მათ მიწვევაზე" - ირმა სოხაძე: "ცუდია, როცა დიდი ფული არაპროფესიონალების ხელშია"

უკვე არაერთხელ დაიწერა და კერძო საუბრებშიც ხშირად ითქვა, რომ 2002 წლის საახალწლო პროგრამები, დიდი მცდელობებისა და მოლოდინის მიუხედავად, მეტად უხეირო სანახავი იყო. ტელევიზორთან მიმსხდარი შეჭირვებული მოქალაქეები სადღესასწაულო განწყობის შექმნასა და გულის გადაყოლებას ცისფერ ეკრანთან ცდილობდნენ, მაგრამ, რომ იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. დიდი მონდომებით აჭერდნენ ხელს ერთი არხიდან მეორეზე გადამრთველ ღილაკს, მაგრამ, თითქოს ჯიბრზე, ყველა არხის საახალწლო პროგრამა ერთი ნიშნით - არაპროფესიონალიზმით ხასიათდებოდა. საბოლოოდ ნირწამხდარმა თბილისელებმა ისევ რუსეთის არხებზე შეაჩერეს ყურადღება და უკვე მერამდენედ დანანებით გაავლეს პარალელი არცთუ შორეულ წარსულთან...

თუმცა, როგორც ჩვენი დღევანდელი სტუმარი ირმა სოხაძე "ახალ ვერსიასთან" საუბრისას აცხადებს, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ამიტომაც წლევანდელი საახალწლო პროგრამის იდეის ავტორთან და ხელმძღვანელთან ნუგზარ ჩხაიძესთან ერთად გადაწყვიტა, ბოლო წლებში დამკვიდრებული თინეიჯერული ელფერი მოეშორებინა ცენტრალური სადღესასწაულო გადაცემისთვის და სახალხო, ყველა ასაკის მაყურებლისთვის სიამოვნებით საყურებელი გაეხადა იგი.

ირმა სოხაძე: დიდი ხანია, რაც ტრადიციული საახალწლო პროგრამა აღარ გაგვიკეთებია. მოგეხსენებათ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. წლევანდელ გადაცემასაც, ისევე, როგორც უწინ, პირობითად "ცისფერი ეკრანი" ერქმევა. ვეცადეთ, რომ იგი ძალიან სახალხო, მაყურებლის ფართო ფენისთვის განკუთვნილი, საინტერესო და მართლაც საახალწლო განწყობის შემქმნელი ყოფილიყო. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დასახულ მიზანს მივაღწევთ. ამის თქმის უფლებას მაძლევს იმ მასალა, რომელსაც ორთვენახევრის განმავლობაში ვწერდით პირველ სტუდიაში. დეკორაციების ავტორია ბაკურ ბაკურაძე, ხოლო განათებას უზრუნველყოფს კომპანია "ემ-ეს ლაითი".

ყველაფერს, ბუნებრივია, ვერ გაგიმხელთ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვეულებრივ ნომრებთან ერთად წარმოდგენილი იქნება მეტად უჩვეულო ტრიოები და ანსამბლები, მსახიობები ორიგინალურ ამპლუაში წარდგებიან მაყურებლის წინაშე, რომელთაგან თითოეული აკეთებს იმ საქმეს, რაშიც პროფესიონალია.

იქნება მოგონილი ნომრები, რომლებიც მარტო ახალ წელს უნდა იყოს ეთერში. სხვა დროს მათი გამოყენება გაუმართლებელია, ისევე, როგორც გაუმართლებელია ახალი წლის ღამეს უბრალოდ სიმღერების ჩაწერა-გადაღება და კონცერტის ჩატარება. ამიტომაც 8-10 ნომერი სპეციალურად ამ საახალწლო პროგრამისთვის დაიწერა და ჩაიწერა. ზოგი ძველი მუსიკალური ნაწარმოები გადავაკეთეთ, ზოგიც პაროდია გავაკეთეთ. ასე, მაგალითად, გვაქვს პაროდია სამ ტენორზე, სადაც ორ ძალიან ცნობილ ტენორს ასევე ყველასათვის კარგად ნაცნობი მსახიობი შეუწყობს ხმას. გვაქვს საკმაოდ კარგი იმიტაცია მერკური-კაბალიეს დუეტზე "ბარსელონა", რომელსაც ქართული ესტრადის არაჩვეულებრივი მომღერალი და ასევე შესანიშნავი საოპერო მომღერალი ქალბატონი შეასრულებენ. გარდა ამისა, რეპზეც გვაქვს პაროდია, რომელსაც ორი ისეთი ადამიანი შეასრულებს, რომ მაყურებელი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, თუ მათ ამის გაკეთება შეეძლოთ. ამისა, გვაქვს რამდენიმე საახალწლო სიმღერა. მაგალითად, თამრიკო ჭოხონელიძე და მე, ანუ ყოფილი ბავშვები, ვმღერით თიკა ჯამბურიასთან, ზუკა ხუციშვილთან და მარიამ როინიშვილთან ერთად".

რამდენადაც "ახალი ვერსიისთვის" გახდა ცნობილი, "პირველ არხს" გარკვეული პრობლემები შეექმნა პროდიუსერულ კომპანია "არტ-იმედთან". საქმე ისაა, რომ კომპანიის ხელმძღვანელებმა მათი მსახიობების საახალწლო პროექტში დაკავების სანაცვლოდ საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვეს, რასაც სახელმწიფო ტელეარხის არცთუ დიდი ჯიბე, ბუნებრივია, ვერ გაწვდა.

ირმა სოხაძე: სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა პროდიუსერულ კომპანია "არტ-იმედში" გაწევრიანებული მომღერლების მოწვევასთან დაკავშირებით. ძალიან ცუდია, როცა დიდი ფული არაპროფესიონალების ხელშია და მათ არ იციან მისი სწორად გამოყენება. "არტ-იმედის" ხელმძღვანელებმა "პირველ არხს" საკმაოდ დიდი თანხა მოსთხოვეს. ძალიან გავოცდი, რუსეთშიც და უცხოეთის სხვა ქვეყნებშიც პროდიუსერული კომპანიები იქით უხდიან ფულს ტელევიზიებს, მათმა მსახიობებმა ცენტრალურ საახალწლო პროგრამაში რომ მიიღონ მონაწილეობა. ჩვენთან კი, როგორც ჩანს, ყველაფერი პირიქითაა.

საბოლოოდ, მოლაპარაკების შედეგად, მხოლოდ სამ მსახიობს - მერაბ სეფაშვილს, ლელა წურწუმიასა და ეკა კახიანს მისცეს პროგრამაში მონაწილეობის უფლება. გული დამწყდა, რომ არა მარტო ჩემი, არამედ ყველასათვის საყვარელი მომღერლები: ეკა მამალაძე, ეკა კვალიაშვილი და ნუკრი კაპანაძე წლევანდელი საახალწლო პროგრამის მიღმა დარჩნენ. ყველაზე გულსატკენი და გაუგებარი კი ის იყო ჩემთვის, როცა კომპანიაში გაწევრიანებულ სხვა მომღერლებს განუცხადეს, თითქოს "პირველმა არხმა" თქვა უარი მათ მიწვევაზე.

გარდა ზემოხსენებული მომღერალ-შემსრულებლებისა, ბევრ მონატრებულ და ცოტათი მივიწყებულ მსახიობსაც შეხვდებით ცენტრალურ საახალწლო პროგრამაში. ამიტომაც მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ ყველა არხზე გადართოს ახალი წლის ღამეს ტელევიზორები, მაგრამ დიდხანს ნუ შეყოვნდებიან, რადგან შეიძლება ბევრი საინტერესო და ორიგინალური ნომერი ყურადღების მიღმა დარჩეთ. იქნება ძალიან ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი, ხოლო რადგან ახალი წლის ღამე ჯადოსნური ღამეა, მინდა, რომ ჩვენმა გადაცემამ მართლაც სადღესასწაულო, ამაღლებული განწყობა შეგიქმნათ და სიხარული დაგებედოთ".

ავტორი: თეა ელბაქიძე


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი