მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-12-23
ვინ იკისრებს ჯორდანობას.

კალათბურთის ეროვნული ასოციაციის მიმდინარე სეზონის დამთავრების შემდეგ მაიკლ ჯორდანი მოქმედი კალათბურთელის კარიერას დაასრულებს. ეს დიდი კალათბურთიდან "მისი ჰაეროვნების" (როგორც მას თაყვანისმცემლები ფენომენალური ნახტომისათვის უწოდებენ) უკვე მესამე და ალბათ საბოლოო წასვლა იქნება, წინა ორის შემთხვევაში იგი ხომ შემდეგ აუცილებლად ბრუნდებოდა. კარიერის დასრულების მერე, სავარაუდოდ, ჯორდანი თავისი ამჟამინდელი კლუბის "ვაშინგტონ უიზარდსის" ერთ-ერთი თანამფლობელი გახდება.

"სეზონის დასრულების შემდეგ ჩემი დაბრუნების შანსი ნულის ტოლია, - თქვა ჯორდანმა, რომელიც თებერვალში 40 წლის ხდება, - ამჟამად მე, უბრალოდ, კონტრაქტის პირობებს ვასრულებ". მაიკლი იმ კონტრაქტზე საუბრობს, რომელიც მან "ვაშინგტონ უიზარდსთან" ორი წლის ვადით გააფორმა და რომლის მიხედვითაც 2,1 მილიონი დოლარი ჩაიჯიბა. როგორც ჯორდანი აღნიშნავს, მას კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე საუბარიც არ სურს.

ასე რომ, მსოფლიო კალათბურთი დაკარგავს სპორტსმენის ერთგვარ ეტალონს, ნომერ პირველ პიროვნებას, რომელიც სხვა ვარსკვლავებისაგან განსხვავებით, პრესისათვის თითქმის შეუმჩნეველი იყო. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბულვარული გამოცემების ფურცლებზე მის შესახებ რაიმე სკანდალური ინფორმაციის მსგავსი გამოჩენილიყო. ჯორდანი ცრემლივით წმინდა იყო იმ ხალხის წინაშე, რომლებიც მას აღმერთებდნენ.

მაიკლის ავტორიტეტი ასევე შეუფასებელი გახლავთ კოლეგათა შორის. ჰკითხეთ დღევანდელ ვარსკვლავებს, თუ ვინ არის მისი კერპი და აუცილებლად ჯორდანის სახელს გაიგონებთ. თვით თავისი აღვირახსნილობით და ხულიგნობით განთქმული დენის როდმანიც კი "ჩიკაგო ბულზში" მაიკლის გვერდით თამაშისას კრავივით იქცეოდა.

"მისი ჰაეროვნების" სპორტულ წარმატებებზე საუბარი ზედმეტიც კია, რადგან მათ შესახებ ისედაც ყველამ კარგად იცის. მარტო ის რად ღირს, იგი გამუდმებით "ნბა"-ს საუკეთესო სნაიპერი ხდებოდა გარდა იმ სეზონისა, როცა მოედანს კარგა ხნის შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. გარდა ფანტასტიკური სტაბილური შედეგიანობისა, ფასდაუდებელი იყო ის საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობა, რომელსაც მაიკლი თავის გუნდებს უნერგავდა.

ასე რომ, ჯორდანის წასვლის შემდეგ მსოფლიო საკალათბურთო სამყაროს ახალი ეტალონი დასჭირდება. მაგრამ ერთია, რომ კალათბურთის კერპის ადგილი თავისუფლდება და მეორე, მოიძებნება თუ არა შესაბამისი კანდიდატურა. შეძლებს კი ახალი ეტალონი გაუძლოს თავის ლეგენდარულ წინამორბედთან მუდმივ შედარებას. ტიმ დანკანი, ალენ აივერსონი, შაკილ ონილი, კარლ მელოუნი, გრანტ ჰილი და კიდევ სხვები შესანიშნავი მოთამაშეები არიან, რომლებსაც მშვენიერი შედეგებისათვის მიუღწევიათ, მაგრამ ეგ არის და ეგ. ჯორდანი მაინც სხვა იყო, დიდი და შეუდარებელი. ბევრს ჰგონია, რომ მსოფლიო საკალათბურთო კერპად მუდამ მაიკლ ჯორდანი დარჩება.

ავტორი: დათო ნოზაძე


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი