მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-12-23
"გმადლობთ როიალო, ვიმუშავე... ღმერთო მომეცი ძალა მუშაობისა": სახელგანთქმული პიანისტი, ლექსო თორაძე მალულად როიალს ჩხაპნიდა

ცოტა ხნის წინ "ახალ ვერსიაში" გამოქვეყნდა "ნიუ იორკ ტაიმსიდან" გადმობეჭდილი სტატია ქართველი პიანისტის ლექსო თორაძის შესახებ. მსოფლიო მედიის ლიდერი თორაძის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს. პუბლიკაციამ მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მართლაც, ხუმრობა საქმე როდია - ქართველი კაცი ოკეანის გაღმა ცხოვრობს, ინდიანას უნივერსიტეტის სტუდიას ხელმძღვანელობს და მისი სახელი არა მარტო ამ უნივერსიტეტში, მთელს მსოფლიოში ქუხს.

ვაკმაყოფილებთ მკითხველთა ინტერესს და სიამოვნებით უფრო ახლოს გაგაცნობთ ლექსო თორაძის შემოქმედებით ცხოვრებას და მიღწევებს.

მშობლები და ბავშვობა

945 წელი. მთავრდება მეორე მსოფლიო ომი. ქვეყანა ჭრილობებს იშუშებს. ყველაზე მიყრუებულ ქალაქებშიც კი იგრძნობა გამარჯვების დიდება. თუმცა ჯერ კიდევ მძიმე პერიოდია. სწორედ ამ დროს შეუღლდნენ დავით თორაძე და ლიანა ასათიანი.

მსახიობ ლიანა ასათიანს ყველა იცნობს თავისი როლებით ფილმებიდან: "თავადის ქალი მაია" (მსახიობის ყველაზე საყვარელი როლი), "ჭირვეული მეზობლები", "მწვერვალთა დამპყრობნი", "გაზაფხული საკენში", "ეთერის სიმღერა", "ჭრიჭინა", "მაცი ხვიტია", "ერთი ცის ქვეშ", "დიდოსტატის მარჯვენა", "სინათლე ჩვენს ფანხჯრებში", "გიორგი სააკაძე".

ლიანა ასათიანი: "ჩვენ ერთ ფილმზე ვმუშაობდით - "ჭირვეული მეზობლები". ამ ფილმის მუსიკალური გამფორმებელი იყო დავით თორაძე. ეს იყო ძალიან ნიჭიერი და იმედის მომცემი მუსიკოსი. ასწავლიდა ანასტასია ვირსალაძე (ელისო ვირსალაძის ბებია), შემდეგ მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლობდა. 1941 წელს ომის დაწყების გამო იძულებული გახდა საქართველოში ჩამოსულიყო. როდესაც თბილისში პირველი ჯაზ-ორკესტრი ჩამოყალიბდა დავითი, იყო მისი მუსიკალური ხელმძღვანელი. შესანიშნავად უკრავდა, კარგად წერდა, იყო ყველანაირად გამორჩეული პიროვნება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მასზე დაქორწინება. 1952 წლის 30 მაისს დაიბადა ლექსო. როცა ლექსო გაჩნდა, როგორც ალბათ, ყველა დედა ვფიქრობდი: ნეტავ. როგორ არსებობდა ეს ქვეყანა, სანამ არ არსებობდა ლექსო.!"

ლექსო სულ პატარა იყო, როცა ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლა. პატარა მუსიკებს თხზავდა. მამა წინასწარმეტყველებდა, რომ კომპოზიტორი გამოვიდოდა. დედა კი თვლიდა, რომ ჯერ ფორტეპიანოზე კარგად დაკვრა უნდა ესწავლა.

გზა მწვერვალისკენ

ლექსო ჯერ კიდევ ექვსი წლისაა. ამ დროს გამოჩენილი ამერიკელი პიანისტი, ვანკლიბერნი ხდება ჩაიკოვსკის კონკურსის პირველი ლაურეატი და ჩამოდის ყოფილი საბჭოთა კავშირის ცნობილ ქალაქებში, მოსკოვში, კიევსა და ა. შ. თბილისში გოფილექტის საზაფხულო დარბაზში ატარებს კონცერტებს. მუსიკას ყველა გარინდული უსმენს. სწორედ ამ დროს პატარა ლექსოს დედა ჩასჩურჩულებს: "აი, ლექსო შენ გახდები ასეთი მუსიკოსი, შენ მოივლი მსოფლიოს".

მუსიკალურ ნიჭიერთა ათწლედში სწავლისას ლექსო თორაძის ებრაელი პედაგოგები ცოლ-ქმარი როზა რაჟოკი და ემილ გურევიჩი ამჩნევდნენ, რომ საქმე არაორდინალურ ბავშვთან ჰქონდათ. სწორედ ისინი ითვლებიან ლექსო თორაძის პირველი ნიჭის დამნახავ-აღმომჩენებად. ლექსო ამ პერიოდში ძალიან ხშირად უკრავდა ესტრადაზე და უკვე ჩანდა. შემდეგ იგი სწავლას აგრძელებს მოსკოვში, ამთავრებს მოსკოვის კონსერვატორიას (ზემლიანსკის კლასი) შემდეგ ასპირანტურას (პროფ. ნაუმოვის კლასი).

1969 წელს მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსის ლაურეატი გახდა. 1975 წელს პრემია მიიღო იტალიაში კასაგრანდეს სახალხო საერთაშორისო კონკურსში და აგრეთვე, ვან კლიბერნის სახალხო-საერთაშორისო კონკურსში აშშ-ში.

ლექსო თორაძის შესრულებას ახასიათებს მასშტაბურობა, ვირტუოზულობა და სინატიფე. მისი რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს, აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის ნაწარმოებთა შესრულებით. 1978 წელს გასტროლები გამართა სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქებში და საზღვარგარეთ (აშშ, გდრ, ბულგარეთი, იტალია).

ამერიკული გაზეთები ლექსო თორაძეს რუსულ პიანისტიკას უკავშირებენ

1991 წელს აშშ-ში, კერძოდ, ინდიანას შტატში დაარსდა საფორტეპიანო სტუდია. ინდიანას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ეს სტუდია ლექსო თორაძეს ჩააბარა. დღესდღეობით ამერიკული პრესაში ხშირად ნახავთ ასეთ რეცენზიებს: "ალექსანდრე თორაძის სტუდიას აქვს უზარმაზარი წარმატებები მთელს მსოფლიოში. იგი აღიარებულია მსოფლიო კრიტიკოსებისა და მაყურებლის მიერ. როგორც კლავიატურის ხელოვნების ვირტუოზმა თორაძემ გაამდიდრა რუსული პიანისტიკა. თორაძემ ამ სეზონში ჩაატარა კონცერტები მრავალრიცხოვან ქვეყნებსა და ქალაქებში. მათ შორის ლასკალაში, მილანსა და რომში, როტერდამში, პეკინსა და ვარშავაში. აშშ-ში: ჩიკაგოში, ბოსტონის დარბაზში, ჰოლივუდში, ჰიუსტონში, კარნეგი-ჰოლში, ნიუ იორკში.

ცოტა ხნის წინ ლექსო თორაძემ გააკეთა პროკოფიევის კონცერტების სრული ჩანაწერი.

ლიანა ასათიანი: "ახლახანს ჩამოვედი იტალიიდან, ვატიკანში სანტა-ჩეჩილიას დარბაზში ლექსო უკრავდა სტრავინსკის კონცერტს იაპონელ დირიჟორთან ერთად. მე წამოვედი თბილისში. ლექსო კი გაფრინდა იაპონიაში ორი კვირით, სადაც ექნება სოლო-კონცერტები. შეასრულებს სტრავინსკის კონცერტებს. სტრავინსკის კონცერტები თავისთავად გენიალურია. დაწერილია 1924 წელს და დღეს ყველაზე თანამედროვეა. საყურადღებოა, რომ ფაქტობრივად, არ არის შემონახული სტრავინსკის მიერ შესრულებული კონცერტების ჩანაწერი. ძალიან დიდი ხნის წინ იყო ასეთი პიანისტი - იუდინა და მას ჩაუწერია, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი ხარისხიანი ჩაწერა.

ჩვენი შეხვედრები უმთავრესად იმ ქალაქებში ხდება, სადაც ლექსოს კონცერტები აქვს. ჩემი შვილი ნინო არასოდეს ტოვებს ძმის კონცერტებს. ნინოც მუსიკოსია, დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, არანაკლებ ნიჭიერია და ცხოვრობს ლონდონში თავისი ოჯახით. ლექსოს კი ჰყავს ამერიკელი მეუღლე სიუზი განათლებით პიანისტი და ორი შვილი. დავითი 11 წლის ალექსანდრე 9 წლის".

წარწერები როიალზე

მხატვრობისა და მუსიკის რუსი კრიტიკოსი, ხელოვნების ისტორიკოსი ვლადიმერ სტასოვი წერს: "ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, თითქოს მშვენიერება იყოს მხოლოდ მუზეუმებში, სურათებსა და ქანდაკებებში, უზარმაზარ ტაძრებში. ნამდვილი, მთლიანი, მართლაც ჯანსაღი ხელოვნება არსებობს მხოლოდ იქ, სადაც მოხდენილი ფორმების მუდმივი მხატვრული გარეგნობის მოთხოვნილება გავრცელდა ასიათასობით სხვა ნივთზედაც, რომლებიც ყოველდღიურად არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში. არა მოჩვენებითი, არამედ ნამდვილი ხელოვნება აღმოცენდა მხოლოდ იქ, სადაც კოხტა და ლამაზია კიბეც, ოთახიც, ჭიქაც, კოვზიც, ფინჯანიც, მაგიდაც, კარადაც, ღუმელიც, შანდალიც და ასე უკანასკნელ საგნამდე".

სწორედ ასეთია ლექსო თორაძის ბინა ანუ გალერეა - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. აქ არის უამრავი ფოტოსურათი: რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, ბათუ კრავეიშვილის, არამ ხაჩატურიანის, პლაჩიდო დომინგო და ვალერი გერგიევი - მარინის თეატრის მთავარი რეჟისორი (ლენინგრადში თეატრს ეს სახელი ჰქვია იმპერატორ ალექსანდრეს ცოლის, მარინის საპატივცემულოდ). აქვეა ნინო და რასტრაპოვიჩი ერთად. ლექსო და ვანკლიბერნი, ლექსო თავის მასწავლებლებთან - როზა რაჟოკთან და ემილ გურევიჩთან.

როიალზე არის ლექსოს წარწერები, რომელიც ქალბატონმა ლიანამ შემთხვევით აღმოაჩინა, როცა როიალის ამწყობი მოიყვანა და შესაკეთებლად როიალის დაშლა დაიწყეს. როიალის დაუშლელად ამ ამ წარწერებს ვერავინ იპოვიდა:

"გმადლობთ როიალო! ვიმუშავე (6.||-8.||) 1976 წ. ღმერთო მომეცი ძალა მუშაობისა".

მამის გარდაცვალება ლექსო თორაძემ ნიუ იორკში შეიტყო. სცენაზე უნდა გასულიყო და ლისტი დაეკრა. ამ დროს მასთან მივიდა კაცი, რომელმაც მამის დაღუპვა ამცნო. თორაძე შეეცადა, ეს ამბავი არ დაეჯერებინა და კონცერტი ისე შეასრულა, თითქოს მართლა ლისტი უკრავდა. შემდეგ დარეკა თბილისში და საბოლოოდ შეიტყო, რომ მამა აღარ ჰყავდა, ჩამოვიდა და მის საფლავზე დაემხო. დიდხანს ტიროდა. სწორედ იმ დღეს გაჩნდა როიალზე ახალი წარწერა: "ჩამოვედი ჩემს სახლში და მამა აღარ დამხვდა ჩემს როიალთან (27 წსე. 91), მაგრამ იგი მუდამ ჩემთან არის საქართველოშიც და ამერიკაშიც. სიუზანი და ბავშვი (მუცელში) იქ მელოდებიან. ღმერთო, მშვიდობით ჩამიყვანე და ჯანმრთელად დამახვედრე".

ლექსო თორაძე როიალს შემდეგნაირად ახასიათებს (გაზეთი "ახალგაზრდა ივერიელი" 1991 წ. 2 ნოემბერი): "ერთ მშვენიერ დღეს როიალი გახდა სწორედ ის საგანი, რომელიც ჩემთან იყო მაშინ, როდესაც მე მოშორებული ვიყავი უახლოეს ადამიანებს, ქალაქებს და საერთოდ ყველაფერს. როიალი ამ შემთხვევაში, არის მუსიკის გაგრძელება და ამავე დროს მისი საწყისიც. რა თქმა უნდა, უამრავი ნაწარმოებია შექმნილი სწორედ იმიტომ, რომ არსებობს როიალი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მუსიკოსი და ინსტრუმენტი ორი ურთიერთგანმსაზღვრელი ფენომენია და ორივე ერთნაირად სჭირდება ურთიერთს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ დროს აღვიქვი მთლიანად ამ ინსტრუმენტის განუსაზღვრელი შესაძლებლობები, რომელთა სრული ათვისება, ვფიქრობ, ჯერ არ მომხდარა".

გადატვირთული გრაფიკის გამო ლექსო თორაძე საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს. სამშობლოს ნოსტალგიის გამო, იგი ამერიკაში ყიდულობს ყურძენს, წურავს ღვინოს, ამზადებს არაყს და სვამს ქართულ სადღეგრძელოებს. ხშირად ურეკავს დედას, პატიჟებს კონცერტებზე და ეკითხება საქართველოს ამბებს. სამწუხაროდ, მის შვილებს ქართული ენა ჯერ არ უსწავლიათ, რაც თორაძეების ამ გენეალოგიურ შტოს საქართველოსგან აშორებს. თუმცა, ცხოვრება წინაა და ფესვებიც ჯერჯერობით ცოცხალია.

ავტორი: მანანა გაბრიჭიძე


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი