მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-08-07
5 000-ლარიანი გრანტები ბიზნესის დასაწყებად

საქართველოს ხელისუფლება შემოდგომიდან ბიზნესის ხელშემწყობ ახალ პროგრამას იწყებს: 5 000-ლარიანი გრანტი ბიზნესის დასაწყებად გადაეცემა მას, ვისაც სოფლად ბიზნესის დაწყება სურს და მზადაა ამ საქმეში 1000 ლარის ღირებულების ქონება ჩადოს. პროექტის ღირებულებაა 20 მლნ ლარი და, წინასწარი ვარაუდით, ამ პროექტმა მინიმუმ 3 200 მიკროსაწარმოს შექმნას უნდა შეუწყოს ხელი.
სახელისუფლებო ინიციატივის თანახმად, პროექტი შეეხება არა არსებულ მეწარმეებს, არამედ მათ, ვისაც აქამდე არ ჰქონდა არც ფინანსური რესურსი და არც შესაბამისი უნარები მეწარმეობის დასაწყებად. სწორედ ამ სეგმენტზე გაკეთდება აქცენტი და მოხდება მათი ჩართვა ეკონომიკურ საქმიანობაში. პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ 2-3 წელიწადში სიცოცხლისუნარიანი კომპანიები შეძლებენ გააფართოონ თავიანთი საქმიანობა.
მიკრომეწარმეობის პროგრამის მიზანია რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, ეს შეეხება თავდაპირველად თითქმის ყველა სექტორს, დარგსა და მიმართულებას. ეს იქნება როგორც სოფლის მეურნეობა, ინდუსტრიული მიმართულება, ასევე სერვისზე ორიენტირებული საქმიანობის განვითარება.
როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, რეგიონებზე აქცენტი საქართველოში ბიზნესის განვითარებაში არსებული დისბალანსის გამო გაკეთდა. როგორც ცნობილია, ბიზნესაქტივობის 80 პროცენტი დღეს თბილისზე მოდის.
პროგრამა ორი კომპონენტისგან შედგება: წვდომა დაფინანსებაზე, მცირე საგრანტო სქემა და წვდომა განათლებაზე, უნარების გაუმჯობესებაზე.
ცხადია, 5 000 ლარი, რომელიც ამ შემთხვევაში გრანტის სახით გაიცემა, საკმაოდ სიმბოლური თანხაა ბიზნესის დასაწყებად. იდეის ავტორები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, ზუსტად რა ტიპის ბიზნესის დაწყება შეიძლება ამ თანხით რეგიონებში. ამბობენ, რომ პროგრამის პირველი ოთხი თვე სწორედ ასეთი იდეების მოსაგროვებლად აქვთ გათვალისწინებული.
არის კიდევ ერთი შესაძლებლობა - რამდენიმე პირის გაერთიანება და მეტი თანხის მიღება, თუმცა, მაქსიმუმ რა მასშტაბამდე შეიძლება გაერთიანება, ეს დაზუსტებული არ არის.
პროგრამა არის გათვლილი დაახლოებით სამ წელზე - უფრო ზუსტად, 28 თვეზე. პირველი ოთხი თვის განმავლობაში ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, სოფლებში მოიძიებენ იდეებს, ჩაატარებენ ტრენინგებსა და კონსულტაციებს. შემდეგ უკვე მთელი წლის მანძილზე იწარმოებს გრანტების გაცემა, დარჩენილი დრო კი მოხმარდება მონიტორინგს გაცემულ გრანტებზე და იმაზე, თუ როგორ ვითარდება აღნიშნული ბიზნესი.
ტექნიკურად ეს პროექტი შემდეგნაირად განხორციელდება: რეგიონები დაიყოფა ლოტებად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოაცხადებს ტენდერს და შეარჩევს იმ კომპანიებს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც რეგიონებში განახორციელებენ აღნიშნული ტიპის პროგრამას.
ამ თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია პროექტების მონიტორინგი და კონსულტირება. თუმცა, არ არის საუბარი იმაზე, რა მოხდება, თუ პროექტი, რომელიც დაფინანსდა, ვერ ან არ განხორციელდა ან არაეფექტური აღმოჩნდა.
სწორედ ეს ფაქტი, ისევე როგორც გრანტის საკმაოდ მოკრძალებული თანხა, აღძრავს ეჭვს, რომ პროგრამას უფრო სოციალური დახმარების ხასიათი ექნება, ვიდრე რეალური ეკონომიკური ეფექტი. ცხადია, მნიშვნელოვანი იქნება ისიც, თუ ვინ გახდება ამ დახმარების სამიზნე და რამდენად ობიექტურად იქნება გაცემული გრანტები. პირველადი დასკვნების გაკეთებას უკვე მას შემდეგ შევძლებთ, რაც გრანტების ადრესატი პროექტები გახდება ცნობილი.

ირინა გურული,
რადიო "თავისუფლება"














სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი