მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-08-19
კაზანტიპი - მარტო ფულისთვის თუ... სულისთვისაც ?!

საპატრიარქოს დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ხვალ სეზონს გახსნის. დღეს როცა ანაკლიის "კაზანტიპის რესპუბლიკაში" ორგანიზატორები გენერალურ რეპეტიციას გაივლიან, ზუგდიდის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში წმინდა მარიამის კვართს დააბრძანებენ და ათასობით მორწმუნე ამ სიწმინდეს მოილოცავს. მართალია, სასულიერო პირებმა "რესპუბლიკის" ტერიტორიის კურთხევა ვერ მოახერხეს, მაგრამ, ალბათ, უფალი საქართველოს არ გაწირავს... ისე კი, წარწყმედას და უბედურებას გვიწინასწარმეტყველებენ.


ვიკიპედიაში "კაზანტიპზე" საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება: ლფჭფტეშზ: კაზანტიპის რესპუბლიკა, ნარინჯისფერი რესპუბლიკა ან რესპუბლიკა ჭ ყოველწლიური ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ფესტივალია. იგი 1992 წლიდან 2013 წლის ჩათვლით უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა. დასასწრებ ბილეთს ეწოდება "მშჭფ". ფესტივალი გრძელდება 5-6 კვირას და მას ყოველწლიურად 150 ათასი ადამიანი ე. წ. "ზფკფვშჭუკთ"-ი სტუმრობს. ფესტივალთან არის ასოცირებული ნარინჯისფერებში გადაწყვეტილი მოდის და ჩემოდნების კულტი.
უნდა ითქვას, რომ თავიდან ფესტივალი ძალიან მოკრძალებული იყო. მისმა შემქმნელმა და ინიციატორმა ნიკიტა მარშუნოკმა თავდაპირველად სერფინგის მოყვარულთა ყრილობა ჩაატარა და მომქანცველი დღის შემდეგ საღამოობით დროს ატარებდნენ, თუმცა, მოგვიანებით ნიკიტამ გადაწყვიტა სეზონის დასასრულის აღსანიშნავად შეემატებინა ტექნო და ტრანს მუსიკა. სწორედ ამ დროს იშვა ფესტივალი თანამედროვე სახით.
ყირიმის პატარა ქალაქ პოპივკაში ჩატარებული ფესტივალებით თუ ვიმსჯელებთ, რამდენიმეწლიანი გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ სრული თავისუფლება, ნარკოტიკი, სექსი და მუსიკა "კარგი ჰარმონიაა", რომლის იქითაც უკვე საზოგადოების აღვირახსნილობა ისეთივე გაშიშვლებულია, როგორც ზფკფვშჭუკთ-ების სიტიტვლე.
უფლის პასუხმაც არ დააყოვნა და უკრაინამ ყირიმი დაკარგა! - ასე ხსნიან მორწმუნეები ამ მოვლენას. თუმცა, იცოდნენ, თუ არა ამის შესახებ ანაკლიელებმა. ალბათ, მათთვის დაწვრილებითი ინფორმაცია ასეთი გულდასმით არავის მიუწოდებია, ხოლო ტურისტების სიმრავლე ძალიან მომხიბვლელი წინადადება აღმოჩნდა. ვისაც რა შეეძლო და როგორც, ისე მოაწყვეს "გესტ ჰაუსები" და შემოსავლის მოლოდინში გაჩუმდნენ. თუ არ ჩავთვლით ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი სიგუას, რომელიც ამ ფესტივალის აქტიური ლობისტი გახლდათ!
მაინც ვინ გადაწყვიტა ფესტივალის ჩატარება, რა დონეზე, რა ვითარებაში და რატომ. - კითხვებზე პასუხი "არავინ იცის". მაგრამ "თავხედი და ზნედაცემული" ნიკიტა მარშუნოკი, როგორც მას სასულიერო პირები მოიხსენიებენ, ირწმუნება, რომ ფესტივალზე შემაკავებელი "აღვირები" იქნება. მუსიკა და მხოლოდ მუსიკა... არ იქნება ნარკოტიკი, არ იქნება სექსი, არ იქნება კრიმინალი... შინაგან საქმეთა სამინისტრომ თადარიგი უკვე დაიჭირა და ათასობით პოლიციელი რესპუბლიკის პერიმეტრს სრულად გააკონტროლებს.
არათუ ანაკლიაში, არამედ ზუგდიდშიც ცხოვრება გაძვირდა, ფასებმა მოიმატა გამაგრილებელ სასმელზე, სურსათზე.. სხვათა შორის, რატომღაც მეგონა, რომ სოფელი ანაკლია, რომელიც აქამდე ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკებით იყო ცნობილი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდებოდა, როგორც საპორტო ცენტრი, ან საქართველოს რუკაზე მყარად მოინიშნებოდა მის მახლობლად გაშენებულ ქალაქ "ლაზიკას" გვერდით, მაგრამ "კაზანტიპის რესპუბლიკის" მასპინძელი თუ იქნებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი...
პიარი დიდი იყო. შავმა თუ თეთრმა პიარმა თავისი საქმე გააკეთა და დღეს მთელი საქართველოს ცნობისმოყვარეობა ანაკლიისკენ არის მიმართული...
საპატრიარქოს მოწოდებამ, ალბათ, თავისი წილი გასაკეთებელი მაინც გააკეთა, ხელისუფლება - დუმს, პოლიციელებს საკმაოდ დატვირთული სამუშაო ელოდება. ახალგაზრდების დიდი ნაწილი უკვე დაიძრა სამეგრელოსკენ, ტურისტების უმრავლესობა ჩამოსული და დაბინავებულია.
ანაკლიის მოსახლეობას ფინანსური სარგო აინტერესებს, რამდენს შეჰმატებს ფესტივალი მათი ოჯახებისა თუ ქალაქის ბიუჯეტს. რაც შეეხება "კაზანტიპის" მორალურ ასპექტებს: ადგილობრივებს თაკარა მზისა და ზღვის ფონზე არც მუსიკა უკვირთ, არც გართობა და, ალბათ, არც გამორჩეული სიშიშვლე...
დღეს ხომ ლამის მთელი მსოფლიო "შეშლილი და შიშველია"...

თეა მოსია,
ზუგდიდი - ანაკლია - განმუხური











სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი