მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-08-28
გახსოვდეთ ნაცები! ანუ რატომ უნდა დაბრუნდეთ, ბატონო ბიძინა!

ბატონო ბიძინა,
ერთხელ, უნივერსიტეტში გამოსვლისას, არნოლდ ჩიქობავამ ბრძანა: "მეცნიერებაში შეცდომა ყველას ეპატიება, ტყუილი კი - არავის."
ეს ჭკვიანური შეგონება პოლიტიკაზეც უნდა გავავრცელოთ.
"ქართულმა ოცნებამ", თქვენი ხელმძღვანელობით, არაერთი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ერთი განსაკუთრებულია.
ჯერ "ჩვეულებრივ" შეცდომებზე ვთქვათ.
ერთი თავადვე აღიარეთ: გიორგი მარგველაშვილის არჩევა. სამწუხაროდ, ვერაფრით განუგეშებთ.
დანარჩენი.
შეცდომა იყო:
კულტურის მინისტრად გურამ ოდიშარიას დანიშვნა;
ბრძენი კონფუცი ამბობს, ნამდვილი შეცდომა შეცდომის გამეორებააო.
თქვენ, ამ შემთხვევაში, შეცდომა გაიმეორეთ: კულტურის მინისტრად, ამჯერად, ის შოუმენი დანიშნეთ, სააკაშვილსა და მის ფავორიტ "მომღერლებს" უაზრო კონცერტებს რომ უმართავდა.
კულტურა ხომ ჩვენი მთავარი საუნჯეა.
წარმატებული შოუმენიო.!
ნამდვილი კურიოზია: როგორ შეიძლება, წარმატებული შოუმენი არსებობდეს იქ, სადაც... შოუბიზნესი თითქმის არ არსებობს.!
განვაგრძოთ შეცდომების ჩამოთვლა:
შეცდომაა მინისტრის მოადგილედ მანანა ბერიკაშვილის დაბრუნება;
შეცდომაა მრჩევლების მხოლოდ იმ პრინციპით შერჩევა, რომ ცნობილი მამების შვილები ბრძანდებიან: საეჭვოა, ხელმოცარულმა ხელოვანმა ან ლიტერატორმა ისედაც არაკომპეტენტურ მინისტრს სასარგებლო რამ ურჩიონ.
შეცდომაა უნივერსიტეტების საკითხში საბედისწერო უკანდახევა;
შეცდომაა (განსაკუთრებით ამ კონტექსტის გათვალისწინებით) ელისო ჩაფიძე და მისი ქორწილი:
ყანდიაშვილსა და რამიშვილზე აღარას ვიტყვი.
შეცდომაა ზვიად ქორიძე. აქვე ვთქვათ: შეცდომა არ იყო ალექსანდრე ელისაშვილი, მაგრამ მან თავად დაუშვა დიდი შეცდომა, როცა სასარგებლო საქმის კეთებას საკრებულოში უაზრო კამათი ამჯობინა.
შეცდომა იყო მეცხრე არხის დახურვა, როცა თითქმის ყველა არხი სინქრონულად გიტევთ;
შეცდომაა "ჯი-დი-ესი", რომლის ოდიოზურმა "რაჭულმა" უფრო მეტი ზიანი მოგაყენათ, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა ტელეკომპანიამ...
შეცდომაა ის, რომ აზრს საშუალო ნიჭის მსახიობებს ეკითხებით და არა ჭკუით, ინტელექტით, განსაცვიფრებელი ერუდიციით გამორჩეულ მწერლებს, მაგალითად, ბაჩანა ბრეგვაძეს, როსტომ ჩხეიძეს, თემურ ქორიძეს... სხვათა შორის, ერთი ღია წერილი, ალბათ,ამ უკანასკნელთანაც (ბრწყინვალე კრიტიკოსთან) დამჭირდება - იმის სათხოვნელად, რომ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, თქვენდამი დამოკიდებულებას ცოტა გადახედოს.
ხედავთ, რამდენი შეცდომა დაგროვებულა.
სამწუხაროდ, ჩამოთვლის გაგრძელება კიდევ შეიძლება.
მრავალტანჯულ ქართველ ხალხს, საბედნიეროდ, მადლიერების გრძნობა არ დაუკარგავს და, თქვენი მთავარი დამსახურების გამო, ზემოხსენებული შეცდომები დიდსულოვნად შეგინდოთ, მაგრამ იმასაც აშკარად ვხედავ, რომ მთავარი შეცდომის პატიება მაინც უჭირს.
მთავარი შეცდომა კი თქვენი გადადგომაა.
დამიჯერეთ, ხალხში თანდათან ძლიერდება იმის განცდა, რომ თქვენ მიატოვეთ.
აუტანელია იმასთან შეგუება, რომ მორალურად და პოლიტიკურად სრულიად გაკოტრებულ ნაც(იონალძებს დაუტოვეთ ერთადერთი სიმართლე, რასაც თქვენი ყველაზე ერთგული თანამებრძოლებიც კი ვერაფერს უპირისპირებენ: ყოველი ნაცი თუთიყუშივით იმეორებს ერთსა და იმავე აზრს იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილებებს ისევ თქვენ იღებთ.
დემაგოგთა და უტიფართა ხელში ეს ერთადერთი სიმართლეც საშიშია. ხომ ხედავთ, იმდენად გათამამდნენ, რომ აკო, ბოცო თუ გივია ახალ რევოლუციას აანონსებენ(.!)...
კი, ნამდვილად გაგიმართლათ ირაკლი ღარიბაშვილმა - ამას ვერავინ უარყოფს და ის მნიშვნელოვან ფიგურად უნდა დარჩეს, მაგრამ თქვენი დაბრუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია.
7 7 7
დიდი ფრანგი მოაზროვნე მიშელ დე მონტენი სპარსეთის მეფის შესახებ წერს: "დარიოსმა, ათენელთაგან მიყენებული შეურაცხყოფა რომ არ დავიწყებოდა, ერთ-ერთ მსახურს უბრძანა - ყოველთვის, როცა მაგიდას მიუჯდებოდა, ყურში სამჯერ ჩაეჩურჩულებინა: "მეფეო, გახსოვთ ათენელები."
სასურველია, თქვენმა ერთგულმა თანაშემწემ ასევე ხშირად ჩაგჩურჩულოთ ხოლმე: "ბატონო ბიძინა, გახსოვთ ნაც(იონალძები."
ხოლო რაც კონფუცის სიბრძნეს შეეხება, პირობას გაძლევთ, რომ დაბრუნების შემთხვევაში, მე თვითონ შეგახსენებთ ხოლმე: "ნამდვილი შეცდომა შეცდომის გამეორებაა."
იმედია, აღარც გაიმეორებთ...

პატივისცემით,
იოსებ ჭუმბურიძე

კი, ნამდვილად გაგიმართლათ ირაკლი ღარიბაშვილმა - ამას ვერავინ უარყოფს და ის მნიშვნელოვან ფიგურად უნდა დარჩეს, მაგრამ თქვენი დაბრუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია.










fs22



სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი