მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-09-20
პარლამენტი 1 155 600-ლარიან ავტოსადგომს ყიდულობს

fs22 პარლამენტი 1 155 600 ლარად ღირებული ავტოსადგომის ყიდვას აპირებს. ამ მიზნით განსახორციელებლად საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. დეპუტატებმა დადგენილება მიიღეს, რომლის გათვალისწინებითაც, საკანონმდებლო ორგანო ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის ბიუჯეტიდან 1 155 600 ლარს გადაურიცხავს, უწყება კი, ამ თანხით 77 ავტომობილის დასაყენებლად ფართს შეიძენს. კერძოდ, საუბარია, პირველი სკოლის უკან მდებარე ახალი საცხოვრებელი კომპლექსის ნულ სართულზე ფართის შეძენაზე, რის თაობაზეც პოლიტიკურ ძალებში აზრთა სხვადასხვაობაა.
უმცირესობა აცხადებს, რომ უამრავი პრობლემის ფონზე ზრუნვა იმაზე მიდის, დეპუტატების მანქანები სად დადგეს, უმრავლესობა კი, წინა ხელისუფლების მიერ დადებულ შეთანხმებაზე აპელირებს.
აწკყპუ-სთან საუბარში დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე იმ შეთანხმებაზე საუბრობს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიდო. დეპუტატის ინფორმაციით, ავტოსადგომი 77 მანქანის განთავსებაზე იქნება გათვლილი.
"სამშენებლო კომპანიას პირველი სკოლის უკან ტერიტორია იმ პირობით გამოუყვეს, რომ ერთი სართული იჯარით პარლამენტს გადაეცემოდა, ამის სანაცვლოდ კი უწყებას ყოველთვიურად გადასახადი უნდა ეხადა. უკეთესი შესაძლებლობა მოვძებნეთ. სჯობს, თანხა ერთიანად გადავიხადოთ და ეს ბევრად უფრო იაფი გვიჯდება, ვიდრე იჯარით ფართის აღება", - აცხადებს ტყემალაძემ.
კანონმდებლის ცნობით, აღნიშნული კომპლექსი "კაპიტალ ვოსტოკმა" ააშენა, რომელმაც კორპუსი გაყიდა, მაგრამ იმ პირობით, რომ ფართი პარლამენტს გადაეცემოდა.
"წინა ხელისუფლებას სწორი გაუკეთებია, რომ პარლამენტს ავტოსადგომი გამოუძებნა. იცით, რომ პარლამენტთან მანქანის შეჩერებაც კი რთულია, არათუ, დაყენება", - დასძენს ტყემალაძე, რომლის მსგავსად, ავტოსადგომის შესყიდვის სურვილს იწონებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე.
კანონმდებელი აწკყპუ-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ პარლამენტი შეუძლებელია პარკინგის გარეშე იყოს.
ებანოიძის თქმით, ეს სადგომი ყველას სჭირდება.
"პარლამენტისთვის დაგეგმილი ხარჯებიდან რაღაც მოვიკელით და ეს გავაკეთეთ. მაგალითად, რა მოვიკელით. - წლეულს ავტოპარკის განახლება იგეგმებოდა, მათი შენახვა უკვე ზარალიანიც კი არის, მაგრამ ეს საქმე გადავდეთ. ავტოსადგომს ამ მოწვევის პარლამენტისთვის არ ვყიდულობთ მხოლოდ. ამით, სხვა მოწვევის პარლამენტებიც ისარგებლებენ. სახელმწიფო, ფაქტობრივად, აქტივს ყიდულობს, რომელსაც გაუფასურება არ ემუქრება. ამასთანავე, პარლამენტს თუ დასჭირდება, ავტოსადგომს გაყიდის კიდეც. რა შუაშია აქ, "ქამრის შემოჭერა" და ასე შემდეგ", - განგვიცხადა ებანოიძემ, რომელსაც ვკითხეთ, უპრიანი ხომ არ იქნება, დეპუტატებმა ხარჯების გაწევის ნაცვლად, "ქამრები შემოიჭირონ".
რაც შეეხება აღნიშნულ კომპლექსს, მისი მშენებლობა წლების წინათ დაიწყო და ამის წინააღმდეგ გამოდიოდა "ჰამქარი", რომელიც თვლიდა, რომ კორპუსი რუსთაველის გამზირის იერსახეს აუშნოვებდა. აღსანიშნავია, რომ ამ კომპლექსში თაბუკაშვილის ქუჩაზე დანგრეული ბინის მფლობელების განთავსებაც იგეგმება.







fs22

ავტორი: fs22 თეონა მანაგაძე


სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი