მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-01-11
ლორდი

ამას რა დამავიწყებს. ისე ვხედავ, თითქოს ახლა ხდებაო.

ნესტიან ყინვას თოფისწამლის სუნი უდის.

ავტომატები კაკანებენ. კაკანებენ კი არა, შაშვებივით ჭახჭახებენო, -ამტკიცებს სიბაზოლა. ცეცხლში მოყოლილი გველებივით წივიან წვიმანარევ თოვლისფანტელებში გახლართული, დაწიოკებული ტყვიები. დაგგესლავს და მორჩა. ეს სველიფიფქები არანაკლებ გვაწყვეტენ ნერვებს - პირდაპირ სახეში, ყურებში, ძვლებშიც კიგვათოვს, გვათოვს და მტკივნეულ, გულის გამაწვრილებელ ნემსებად გვერჭობა...

აქ სიკვდილია.

ერთი მეჩხერწვერიანი მოკლულის უკან ვწევარ, გვამზე ავტომატი მაქვსგადადებული და ხეებსა და ბუჩქებს ამოფარებული ჩემი ოცეულის მებრძოლებივით თითოსვისვრი - ტყვიას ვზოგავთ.

წინ ჩადაბლებული მდელო თუ კორდია და იმის იქიდან ტყეში ჩასაფრებული მტერიგვესვრის - ეს იმათი ავტომატები ჭახჭახებენ, ტყვიები არ აკლიათ.

და იმ მდელოზე, გუბეში პირქვე ჩამხობილი მოკლულის გვერდით დგას თვალზეხელაფარებული, ჯინსიანი და ლურჯქურთუკიანი ქალი, მხარზე გადაკიდულივიდეოკამერით. შიშისგან ენა ჩავარდნია, დგას და დგას, არც ტყვია ეკარება. არცარაფერი ესმის - აგინებენ, უყვირიან, დაწექიო, მაგრამ გათიშულია. ეტყობა, ისინიცარ უმიზნებენ - ასე ხომ არ მივატოვებთ და უფრო მოზრდილ ლუკმას ჩაიგდებენ, ქალსაცგაასაღებენ და თავგამოდებულ მებრძოლსაც...

ჩემს მახლობლად მიწაზე დაეცემა ვიღაცა, ავტომატს მოიმარჯვებს.

"ოხ, სიბაზოლ, შენი სისხლი გაშრა, შენი!" - იქვე, ხის ძირში მიწოლილიდათკა ეძახის.

"რა არი, რო?!" - კითხულობს ის.

"აქ რაღად მოდიოდი?" - ვბრაზობ მეც.

"მა რა უნდა მექნა?"

"დარჩენილიყავი!"

"ბოზი კურდღელივით დავმალულიყავი, არა?.." "მე, ძმაო, სიბაზოლა ვარ!"

"გაიყვანეთ?"

"ჰო, უკვე სამშვიდობოზეა."

"ამ ჟურნალისტს რა ვუშველოთ, თორემ იმას რა უჭირს!"

"იმას უჭრის, თუ უჭირს", - იმნაირი ტონით ამბობს სიბაზოლა, უკვე ვიცით,რომ რაღაც უნდა იხუმროს.

"რა უჭირს?" - ეკითხება დათკა.

"გრანდიოზული შეტევის სამხედრო-სტრატეგიულ-ტაქტიკურ გეგმას ვადგენდი დამაშინ წამოგვეპარა მტერიო".

"არ გაგვიხდა ეგეც ალექსანდრე მაკედონელი!" - ამბობს დათკა.

"სტრატეგიული არა, ბუს კვერცხები. ტელევიზიაში გამოსაჩენად ირჯებოდა,ალბათ; პოპულარული თუ არ იქნა, პარლამენტში აღარ აირჩევენ."

"უხ, მაგის ნაბოზარი... - იგინება დათკა, - ეგ უნდა დარჩენილიყო მაგგოგოს ადგილზე!"

დაზვერვიდან ვბრუნდებოდით, სროლა რომ ატყდა. მოვირბინეთ და ისმაღალჩინოსანი მოხელე დავინახეთ თავისი დაცვით, წრედ იდგნენ და ისროდნენ. ჩვენშევუტიეთ, უმალ გავუთავისუფლეთ აქეთა მხარე, აქეთ წამოდითო, შევუძახეთ და იმგაწამაწიაში კორესპოდენტი დარჩათ იქ, თოვლიან და გუბეებჩამდგარ მდელოზე.

არა, ასე აღარ შეიძლება.

"პრიკრიტია" მჭირდება, ძმებო!" - მთელი ხმით ვყვირი და ფეხზე ვდგები.

"გააფრინე?" - ბრაზობს დათკა.

"დაწექი, მოგკლავენ!" - მიყვირის სიბაზოლა. უკვე ხვდება, რასაც ვაპირებ.

"პრიკრიტია!" - კვლავ ვყვირი და გადარბენებს ვიწყებ, ხიდან ხემდე, ხიდან- ბუჩქამდე...

"სა მიხვალ, დაგბრედენ, შე ჩემა..." - უკნიდან ჩამესმის ვიღაცის ხავილი,ჩემი არ უნდა იყოს, ალბათ, იმ დიდმოხელის დაცვიდანაა.

მდელოზე გავდივარ და ზიგზაგურ სირბილს განვაგრძობ. ყურებში ტყვიებიმიწივის და ჩემ ირგვლივ გუბის წყალსაც აშხეფებს. ორიოდე ნაბიჯის მერმე ძირსგავწექი და ხოხვა დავიწყე. ასე უფრო მივაღწევ იქამდე.

"ჰაა, არ მოკვდე, იუზგარ!" - მიყვირის სიბაზოლა.

თოვლში, გუბეებში და ტალახში მივფორთხავ თუ მივსრიალებ. თავი წამოვწიედა, რას ვხედავ, ის გოგო ძირს აგდია.

"მოკლეს?"

"არა, არა! - მიყვირის დათკა, - მკლავზე იტაცა ხელი!

გასაგებია, დაჭრილი ყოფილა.

ცოტაც და მივაღწევ იქამდე.

აი, ისიც. თოვლჭყაპიან გუბეში აგდია და ნიკაპი უკანკალებს; მარცხენა ხელსსისხლით დასველებულ მეორე მკლავზე იჭერს.

"მიშველე!" - უსასოოდ ჩურჩულებს, აკანკალებული ხმა ვეღარ დაუმორჩილებია.

ქურთუკის სახელო გავაძრე, "ჟგუტი" გადავუჭირე და ისევ ჩავაცვი.

"ნუ გეშინია, სისხლისგან აღარ დაიცლები!" - ვუთხარი, დაწოლილმა გადავდეხელი კისერზე და ახლა ორივემ დავიწყეთ ხოხვა ჩვენებისკენ.

მეტი ძალით წამოუშინა წვიმიანმა თოვლმა.

გაყინულ ტალახსა და გუბეებში მივხოხავთ თუ მივსრიალებთ. გოგო მექანიკურადმოძრაობს მოსამართ თოჯინასავით. მეცოდება, ბევრი სისხლი უნდა ჰქონდეს დაკარგული.ჩემი თითებიდანაც სისხლს დაუწყია დენა, მაგრამ ხელებს ვეღარ ვგრძხნობ და, სანამარ დავინახე, არაფერი გამიგია. დავიღალე, ძალიან დავიღალე, მაგრამ მშველელიარავინაა. ალბათ, ბევრს უნდა მოშველება, მაგრამ ვერ ბედავენ - სიკვდილი ყველასროდი შეუძლია. სულ გავიყინე. თითებს ვეღარ ვამოძრავებ. გადავკოტრიალდები დაგადავაჩოჩებ ხოლმე, ისევ და ისევ, ისევ და ისევ... მთლად გამომელია ძალა. ვეღარვმოძრაობ.

სახე ტალახში მაქვს ჩარგული. რა ვქნა-მეთქი, - ვფიქრობ.

"გამაგრდი, ლორდი, მოვდივარ!" - მიყვირის სიბაზოლა, წამოხტება და ისიცჩემნაირ გადარბენებს იწყებს - ხიდან ხემდე, ხიდან - ბუჩქამდე... მდელოზე რომგამოვა, უცებ შეყოვნდება, ხელებს გაასავსავებს და დარტყმის ძალა უკან გადააგდებს.

მოკლეს! მოკლეს, მაგათი დედა!

ფეხზე წამოვდექი და იქით დავიწყე ცქერა, საიდანაც მტერი ტყვიას გვიშენდა.

რა სასიამოვნოდ წიოდა ჩემს ყურებთან ტყვიები!

აბა, მეც მომკალით, თქვენი დედა-მეთქი! - იმათთვისაც გასაგებ ენაზედავიღრიალე თუ დავიხავლე, ხმა აღარ მქონდა. მერმე იმ გოგოს გადავწვდი, ავიყვანედა ისე წავედი ხეებისკენ. უცებ ხელისკვრა ვიგრძენი და წავიქეცი, ზედ გადავემხეჟურნალისტს...

დათკა იყო, - დამაცა, ლორდი, ახლავე გაგიყვანთო! - შემიძახა.

სამშვიდობოს რომ გავედი და ტყვიებისგან უსაფრთხოდ დავიგულე თავი, უცებსიცივემ ამიტანა, ამაკანკალა და ამაცახცახა.

დიდმოხელემ თავისი ამერიკული ქურთუკი გაიხადა და მომახურა. არმინდა-მეთქი, უკან დავუბრუნე. ჩემი მოვიხურე, თხელი. სოფლამდე მივედი, ცივი წყლითდავიბანე, კომუფლაჟი გავრეცხე, ცეცხლთან გავთბი. ყველა გადარეული იყო, განაკაწრიცკი არ მქონდა...

მაშინ სიბაზოლა მომიკლეს. დათკა მერმე ვიპოვეთ "კოლუმბიური ჰალსტუხით",დაკოდილი და დამახინჯებული. იმათ ჩაუვარდა ხელში და, აბა, რას უზამდნენ. ეჰ, რაბიჭები ჩაწვნენ აფხაზეთში! აი, მე კი, თურმე იმ დიდმოხელეს არ დავვიწყებივარ და,შინ რომ დავბრუნდი, ვახტანგ გორგასლის ორდენი მომცეს. დავაშტერდებოდი და იქდაღუპულები მახსენდებოდა. რა იქნებოდა, მეც იმათსავით წავსულიყავი, ასე ხომ აღარვეწამებოდი... ამ ორდენს უკან დავაბრუნებ, იმათი სისხლის სუნი უდის...არც ისე ძნელი ყოფილა, როცა ყველაფერი მთავრდება და დასასრულისკენმიექანება, - ფიქრობს თავის შუქჩამქრალ სახლში, ლამფით განათებულ მაგიდასთანმჯდარი ლორდი, პაპუა ანდრონიკაშვილი, ცრემლები მოსწოლია თვალებში, ლოყებზეჩამოსდის და უწვავს, თანაც დედისა და დისადმი დაწერილ გამოსათხოვარ ბარათსკითხულობს კიდევ ერთხელ. ჩაიკითხავს, აუჩუყდება გული, დაისხამს და კიდევ დალევს;ამ არაყსაც გემო დაჰკარგვია, აღარც ემწარება, აღარცა თვრება. რა დაათრობს, რამოადუნებს, რა დაასვენებს, ისეთ დღეშია, მტერს არ უსურვებს - ამ სიცარიელისა დაგულგატეხილობის გრძნობას ყველაფერი სჯობია - ბრძოლაც, ტყვეობაცა და სიკვდილიც კი,თუნდაც "კოლუმბიური ჰალსტუხით". ვეღარც ომის მოგონებებისთვის დაუღწევია თავი,აღარ ეშვებიან, სიზმრებშიც ეცხადებიან, არადა, გუშინ და გუშინწინ რა გადახდა,ვეღარ მოუგონია ხოლმე.

ეს რა უბედურებაა, ეს რა დღეშია!

იმ ტელეჟურნალისტმა რომ დაინახოს, თავად რომ გადაარჩინა, და ისიცშეიტყოს თუ რას აპირებს, ჯერ შეიბრალებდა, მერმე სიბრალულს დამალავდა, მაგისგაკეთება არ გაბედოო, მტკიცებას დაუწყებდა და, როგორმე რომ დაეთანხმებინა,ლოგინშიც ჩაუგორდებოდა, ოღონდ გადაერჩინა. თვითმკვლელის გადარჩენა ხომ სიკეთეადა, რა მოხდა, თუ მრუშობით მიაღწევდა ამას, არც პირველი იქნებოდა და არცუკანასკნელი მისთვის. აკუტაგავას ლექსი აგონდება - "რა საჭიროა, რომ შემიბრალო?თუ ტირილია, შენი თავი იტირე მხოლოდ". ვერა, ვერც მეძავობას გაამართლებს პაპუა,მაგრამ მრუშობა ბევრად უარესია, თან ქმარიც გყავს და, თან სხვებსაც დასდევ.ჰოლივუდის ყალბმა სტერეოტიპებმა, იქაურმა შტამპებმა, იმათმა უზნეობამ გონებააურია ორშვილიან ქალს, ტელევიზია ჰოლივუდი ჰგონია, ხოლო სამყაროს ნომერ პირველიპრობლემა კი ემანსიპაცია; დადის უკანასკნელი მოდის მოშიშვლებული კაბებით,რომელიც, გინდა გცმია და გინდა არა, მაინც სულ ერთია; მოკლედ, დადისკაბაწამოხდილი, დაიყოლიებს ოპერატორს, ზედა ეშელონების მაღალ-მაღალ პერსონებსიღებს, ქვეყანას აცნობს და არც არაფერზე ეუბნება უარს, ოღონდ ფული იშოვოს და კიმბესინჯერივით დაიკუწკუწოს თმა...

ამ სახლშიც ბევრჯერ სწვევიათ ქართული ჰოლივუდის კიმ ბესინჯერი და თავისიუშუალობით ისე მოუხიბლავს პაპუას დედა, რომ ეჩიჩინება, ადექი და ცოლად მოიყვანეო;რა უჭირს, თუ ქმრიანია, გასცილდება და შენ წამოგყვება, ძალიან უყვარხარო. რაკარგი ვინმეა სულამით, ისევ იმ რომანტიკაში ცხოვრობს. სკოლის მერხიდანვე, ერთხელდა სამუდამოდ რომ უყვარდა მამაჩემი. ეგ ქალი ცოლად არ გამოადგებოდა: ჯერ ერთი,ორი პატარა ბავშვისთვის უნდა შეეძულებინა თავი, როგორც მამინაცვალს, და მეორეც,უკან ხომ არ დაუწყებდა დევნას, ვინმეს რომ არ ჩაგორებოდა საწოლში...

სიცოცხლესთან გამოთხოვების ჟამი უდგას და ეცინება პაპუას - ეს რა ყოფილადა თურმე რა მცდარად წარმოედგინა! სიცოცხლე ტაკიმასხარას მოთხრობილი ერთიუმნიშვნელო და უთავბოლო ამბავია, როგროც შექსპირს უბრძანებია, სულელის ენითმოთხრობილი, ხმაურითა და მძვინვარებით სავსე, სხვა არაფერი. და, შესაძლოა,სამყაროსთვის არავითარი აზრი არა აქვს, ერთი ვინმე პაპუათი მეტი იქნება თუნაკლები კაცობრიობა... როგორც გააკეთებს ამას? როგორც და კაცურად! მართალია,დედამ "აკაესი" გადაუმალა, ატყუებს, მტკვარში ჩავაგდეო, მაგრამ არა უშავს - ამოთახის კედელში ლორდს სამალავი აქვს მოწყობილი. დედამისის მოქსოვილი გობელენისქვეშ, რომელზეც ანდრონიკაშვილების გერბია გამოსახული.

ყავარჯენს მოიმარჯვებს მარცხენა ხელში, ჯანსაღ მარჯვენა ფეხს დაებჯინება,წამოიწევს, წამოდგენბა, მუხლში გაშეშებულ მარცხენა ფეხს აითრევს - ეს აფხაზეთისსახსოვარია, - კოჭლობით მიუახლოვდება კედელს, გობელენის კუთხეს ასწევს და კედლისსაიდუმლო კარს გახსნის. შიგნით შეყოფს ხელს და ტყავის ბუდეს გამოიღებს, რომელშიცკარგად დაზეთილი, ცხრამილიმეტრიანი მაკაროვის პისტოლეტია. იარაღს ჩვრით გაწმენდსდა მჭიდს მოხსნის. სამალავიდან ვაზნებს იღებს და მჭიდში რიგ-რიგობით ტენის, სულრვა ცალი ჩადის. სიბაზოლამ აჩუქა, იმ საწყალმა, რას იფიქრებდა, ამ საქმეში თუგამოიყენებდა ლორდი. დატენილ მჭიდს პისტოლეტის სახელურს მოარგებს ქვემოდან.გადატენის, ლულას პირში მისცემს ერთ ტყვიას. ესეც ასე, იარაღი მზადაა, საბოლოოსამსახური რომ გაუწიოს პატრონს...

და, უცებ ბრახუნი გაისმის კარზე.

ვინ უნდა იყოს? - გაიფიქრებს ლორდი, "კობურას" სამალავში შეაგდებს,პისტოლეტს კი ქამარში გაიჩრის, არ გამოჩნდება, პიჯაკი დაეფარება. კვლავ ყავარჯენსმოიმარჯვებს და ისევ მარჯვენა ფეხზე დაყრდნობით წამოდგება, მაგიდასთან მივა,ლამფას დასწვდება და შემოსასვლელისკენ გასწევს. არა, ეს დედამისი და ანეტა ვერიქნებიან, ჯერ ერთ გობელენსაც ვერ მოქსოვდა სულამითი. ასე მალე არ ჩამოვიდოდნენდა ვერც ასეთ ბრახუნს ატეხდნენ.

ბრახუნი მეორდება.

- მოვდივარ! - იძახის პაპუა, ცხვირსახოცით ცრემლებს იწმენდს. ალბათ, ომისამხანაგია ვინმე, მთვრალია ან კაიფშია, მოვაგონდი, გული აუჩუყდა და შემომიარა.შემოსასვლელ კართან ჩერდება.

- რომელი ხარ?

- მე ვარ! - არის პასუხი.

მოდი და გაიგე, რომელი "მე" მოდგომია კარზე.

გასაღებს მისწვდება, გადაატრიალებს. გახსნის.

ლამფის რბილი შუქი ვიღაც თეთრწვერიან მოხუცს გაანათებს.

- სალამი შენდა, პაპუა ანდრონიკაშვილო! - ეუბნება უცნობი.

ესე იგი, იცნობს. რაღაც უცნაურად ლაპარაკობს, ასეთი არავინ ახსოვსაფხაზეთიდან; მაინც კითხავს.

- ჩემს ასეულში ხომ არ იბრძოდი კამანთან?

- არა, მეომარი კი არა, ბერი ვარ.

- მაშინ, ვერ გიცანი, ბიძაჩემო!

- ბიძა კი არა, ძმა ვარ შენი დიდი პაპისა...

იმ დიდპაპის ძმასაც ვერ იგონებს პაპუა, მაგრამ, რაც უნდა იყოს, ნათესავიადა შეიპატიჟებს:

- შემობრძანდით.

შემოდის უცნაური ბერიკაცი, ახლა უკეთ გამოჩნდება ლამფის შუქზე. ანაფორააცვია, ბერული კუნკული ახურავს და კვერთხს ებჯინება სიარულისას. პაპუაშემოსასვლელ კარს გადაკეტავს, სარკის წინ დადგმულ ლამფას აიღებს და სასტუმროოთახისკენ წაუძღვება უცნობ ნათესავს.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ავტორი: მიხო მოსულიშვილი


კალენდარი
 
 
სექტემბერი  2002
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი