მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2010-12-31
სიყვარული არის ჩვენს სიღრმეში, მას ვერაფერი გამოლევს

კაცობრიობის წინაშე მუდამ იდგა და დღესაც დგას მეტად მნიშვნელოვანი საკითხები - რას წარმოადგენს ადამიანის ცხოვრება. ვინ არის ადამიანი. საიდან მოვიდა, ან საით მიდის იგი. ეს კითხვები მუდამ აწუხებდა კაცობრიობის ისტორიას. მძაფრი ინტერესი დღესაც არ შენელებულა და მომავალშიც არ შენელდება.
ადამიანი არის არსება, რომელიც ღმერთმა შექმნა ხატად და მსგავსად თვისსა. სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა - ესაა მთავარი, ამას გვასწავლის სახარება, საღვთო წერილის შინაარსი არის სწორედ სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა.
ქართველი ერი და უძველესი ქართული ენა სათავეს პრეისტორიული ხანიდან იღებს. ის, რომ ჩვენ, ქართველებმა დღემდე მოვაღწიეთ ჩვენი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით, ჩვენი წინაპრების ღვთივსათნო არჩევანის შედეგია: მოციქულთა მიერ ნაქადაგები ქრისტიანობის აღიარებამ სხვადასხვა ქართველური ტომი საერთო რწმენით, ერთი ენით, ერთი კულტურით ერთიან ქართველ ერად შეადუღაბა და უნიკალური და მრავალფეროვანი ქართული ცივილიზაცია შექმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ზოგადქრისტიანული კულტურის განვითარებაში.
რომ გადავხედოთ ჩვენს წარსულსა და აწმყოს და თუ გვინდა, დავინახოთ ჩვენი მომავალი, მივხვდებით, რომ, ერთადერთი ძალა, რომელმაც გადაარჩინა საქართველო და ქართველი ერი, ეს არის სიყვარული, რომლითაც უფალმა დაგვაჯილდოვა.
სიყვარული თავისი ჭეშმარიტი სახით სულიერი სამოთხეა. ეს არის თბილი, მშვიდი, კეთილმოსურნე, ცოცხალი, მარად მოძრავი და სიხარულისმომგვრელი მდგომარეობა, რომელიც ჩვენს სულს ეწვევა არა დროებით, როგორც სტუმარი, არამედ იგია მდგომარეობა მუდმივი, მყარი, ღრმად ფესვგადგმული, არსებითად განუყრელი, როგორც, მაგალითად, სუნთქვა ან გულისცემა და ვისშიც ეს ძალაა შთანერგილი, იგი ნეტარებს ღრმა, აღუშფოთებელი ნეტარებით.
ნეტარია ადამიანი, რომელსაც ღვთის სიყვარული აქვს, რადგან მასში უფალი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს. ყველაფერს მოითმენს. ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვიმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი არის სიყვარული და აი, უფალმა თავისი ნაწილი, თავისი თვისება მოგვმადლა ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ ამ მადლის მიღების სიმაღლეზე, მაგრამ უფალი ხედავს გულსა კაცისასა, ხოლო ადამიანი ხედავს სახესა კაცისასა. ვმადლობ უფალს, რომ ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია სიყვარულით და არა სიძულვილით, ქართველ ადამიანს არ შეუძლია გულით ატაროს სიძულვილი, ქართველი ადამიანი არის სულიერი სავანე სიყვარულისა და ვფიქრობ, რომ თითქოს ყველა, ყოველ შემთხვევაში მრავალი ჩვენგანი, იმდენად დაჯილდოებულია ამ გრძნობით, რომ მთელი მსოფლიო ეტევა მის გულში.
ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროში, მართალია, საქართველოს არასოდეს მოკლებია მტერი, მაგრამ წარსულში ქართველმა კაცმა იცოდა ვინ იყო მტერი და ვინ მოყვარე. ახლა კი ამის გარჩევა ძალიან ჭირს. ერთ იაპონურ ლექსში ნათქვამია, მოვიდა გაზაფხული, აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლიც და უკვე ვეღარ ვარჩევ, სად არის ყვავილი და სად არის თოვლი. სწორედ ასეთი დრო დაგვიდგა, ჩვენ ვეღარ ვარჩევთ სად არის თოვლი და სად არის ყვავილი, სად არის სიკეთე და სად ბოროტება. ამიტომ იმის გასარკვევად, თუ სად არის ჭეშმარიტება. უფლის გზაზე უნდა დავდგეთ, ხომ თვითონ უფალი გვეუბნება: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე".
"მართალია, ძნელია აპატიო ადამიანს, ვისთვისაც მრავალი სიკეთე გაგიკეთებია, ვისთვისაც არაფერი დაგნანებია. თვით სიცოცხლეც კი, ხოლო მას სამაგიერო ბოროტებით გადაუხდია. მაგრამ თუ ჩვენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ და მხოლოდ სახელს არ ვატარებთ ქრისტიანებისას, მაშინ მაინც უნდა შევძლოთ პატიება და იმ ღვარძლის ამოგლეჯა გულიდან, რომელიც ბოროტმა ხელმა დათესა", აღნიშნა ქართველი ერის სულიერმა მამამ, ჩვენმა პატრიარქმა 1991 წლის 17 თებერვალს, მიტევების კვირას, სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
ათასწლეულების მანძილზე ჩვენი ერი მტერთან გამუდმებულ ომებში მხოლოდ ღვთის იმედით იყო, რადგან "არა გეცრუვნეთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაო. არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო", - ასეთი იყო დავით აღმაშენებლის სულისკვეთება: სულისკვეთება იმ მეფისა, რომელმაც ღმერთის დახმარებით შეძლო ჩვენი სამშობლო ექცია ყველა დროის ქართველისათვის საოცნებო სახელმწიფოდ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ დავითის საქართველოში მშვიდობიანად ეცხოვრათ მუსლიმებს, ებრაელებს, სომხებსა და სხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს.
ეს არის ჩვენთვის გაცხადებული მისია ქართველი ერის, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მხნეობითა და დიდი თავგანწირვით შეასრულეს, თუ როგორ ვუერთგულებთ ამ გზას, ეს დიდად არის დამოკიდებული ჩვენს მომავალ თაობაზე.
დიახ, შინაგანად ასეთია ქართველი კაცი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ოდესმე შეეგუება სამშობლოს ერთიანობის ხელყოფას, სამშობლო დედამიწის ის ადგილია, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს, ამა თუ იმ ერს ღვთის განგებულებით ებოძა.
ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია სიყვარულის განსაკუთრებული ნიჭით: ალბათ, ამიტომაა, რომ ჩვენ წილად გვხვდა მსოფლიოს უდიდესი სიწმინდე, უკერველი კვართი უფლისა, რომელიც სიმბოლოა ქრისტეს განუყოფელი ეკლესიისა, რომლის სწავლებასაც ოცი საუკუნეა შეურყევლად იცავს ჩვენი ხალხი.
დავესესხები მწერალ ოტია იოსელიანს - მაცხოვარს 12 მოციქული ჰყავდა და სულ მთლად ნაწილებად რომ დაგენაწილებინა და მიმოგეფანტა დედამიწაზე, საქართველოს მათი ერთი ფრჩხილიც კი არ შეხვდებოდა. მაგრამ სამი მოციქული იყო საქართველოში: ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და მატათა მოციქული - ბრძანებს მწერალი.
ქართველმა ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი, მას აქეთ გულში ჯვრით და ხელში ხმლით იბრძოდა. იღვწოდა, სისხლს ჰღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზედ ვერავინ შეაცვლევინა.
ქართველი ადამიანი ალალი და პატარა ბავშვივით მიმნდობია. უფალმა იცოდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ადვილად მოიკიდებდა ფეხს, ღრმად გაიდგამდა ფესვებს მისი სახარება. ქართველი ხალხის ისტორია დაკავშირებულია (იგი ხომ "ომების ისტორიაა") სარწმუნოებისათვის თავდადებასთან და ამასთანავე სამშობლოს გადარჩენისათვის ბრძოლასთან. მიუხედავად სამყაროს პროგრესისა საქართველო არასდროს, განვითარების არც ერთ ეტაპზე არ ჩამორჩენია მსოფლიოს ცივილიზებული სახელმწიფოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
ისტორიულად არსებობდნენ უზარმაზარი სახელმწიფოები თავიანთი კანონმდებლობებითა და ტრადიციებით, მაგრამ ისინი დღეისათვის უკვე არ არსებობენ, ისინი ისტორიაში ცივილიზაციის აკვნად იხსენებიან, მაგრამ მათგან არაფერი შემოგვრჩენია, გარდა ისტორიული ფაქტებისა. რატომ აღმოჩნდა ჩვენი საქართველო ასეთი სიცოცხლისუნარიანი. რამ გადაგვირჩინა ომებში ნაწრთობ ურდოებთან ჭიდილში ასე განწირული პატარა ივერია.
ეჭვგარეშეა, ღვთის წყალობამ. ეს წყალობა კი იმიტომ გადმოვიდა ამ პატარა საქართველოზე, რომ მან უცვლელად და უბიწოდ შემოინახა ჭეშმარიტი რწმენა უფლისა, რომელმაც რაიმე ცვლილებები კი არ შეიტანა საუკუნეების განმავლობაში, არამედ მორჩილად, სიყვარულითა და თავდადებით მიჰყვებოდა უფლისაკენ სავალ ვიწრო და ეკლიან ბილიკებს. ასე შევინარჩუნეთ მორალი და სულიერი ზნეობა, ტრადიცია და ადათი, თვითმყოფადობა და ეროვნული ფასეულობანი. თაობიდან თაობას დიდი სიფრთხილით გადაეცემოდა წმინდა მამათა სწავლება, მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დადგინებული კანონები, რადგან მას სწამდა, რომ ეს იყო უფლისმიერი შთაგონების ნაყოფი, რომელიც წმინდა მამებმა სიწმინდით ცხოვრების გამო მოიხვეჭეს.
არ შეიძლება ითქვას: - გვიყვარდეს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი... უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ქართველებს ერთმანეთი, გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი. გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა... თუ გვინდა ვიყოთ ბედნიერნი, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა, სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება.


გელა ცაავა, თსუ-ის დოქტორანტი













კალენდარი
 
 
ივლისი  2010
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი